არქიტექტურული კომპანია “GDC” გთავაზობთ არქიტექტურული მომსახურების სრულ სპექტრს, რაც მოიცავს:
- საპროექტო დავალების ჩამოყალიბება – დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად;
- დამკვეთთან ერთად საპროექტო ამოცანების დასახვა;
- ალტერნატივების გადამოწმება ესკიზების, ჩანახატების საშუალებით
- სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
- დამკვეთის სურვილებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება;
- სამშენებლო ბიუჯეტის ჩარჩოების შეთანხმება – ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
- პროექტირებაში საჭირო მონაწილეების დადგენა – ქვეკონტრაქტორების და ვიწრო სპეციალისტების მოძიება;
- საპროექტო ადგილის დათვალიერება, შესწავლა, ზონირება და სხვა საჭირო ღონისძიების განხორციელება;
- სამშენებლო ნაკვეთთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნების მოძიება (სამშენებლო ზონების, ისტორიული კვლევის და ა.შ.);
- ესკიზური პროექტის შექმნა და წინა საპროექტო კვლევების განხორციელება;
- პროექტის კონცეფციის შემუშავება;
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
- ქალაქგეგმარებითი, მოცულობითი, ფუნქციონალური, ტექნიკური, ეკოლოგიური, სამშენებლო საკითხების განხილვა და დაზუსტება;
- წარმოდგენილი იქნება ინტერიერის და ექსტერიერის ესკიზური 3D რენდერები/მაკეტი;
- არქიტექტურის სამსახურთან პროექტის შეთანხმების საკითხების წინასწარი განხილვა;
- მუნიციპალურ სამსახურთან პროექტის შეთანხმებასა და ნებართვის მიღებაში აქტიური მონაწილეობა;
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ორგანიზებასა და წარმოებაში, არქიტექტურული, საავტორო ზედამხედველობითი აქტიური მხარდაჭერა – მონაწილეობა.
❖ ქალაქგეგმარება (ურბანული დაგეგმარება)
არქიტექტურული კომპანია “GDC” გთავაზობთ, ქალაქგეგმარებით არქიტექტურულ მომსახურებას რაც მოიცავს:
- ურბანული სტრუქტურირება – ქალაქის ლოკაციების (უბნების) ურთიერთ დაკავშირება;
- საქალაქო ტიპოლოგია – სივრცითი და ურბანული ტიპები, რაც ზეგავლენას ახდენს ქალაქის ინფრასტრუქტურით და რესურსებით სარგებლობაზე;
- მისაწვდომობა – რაც უზრუნველყოფს სატრანსპორტო არტერიებით შეუფერხებელ და უსაფრთხო სარგებლობას;
- ცნობადობა და ადგილზე ორიენტაცია – უზრუნველყოფს დასახლებული პუნქტის მცხოვრებთა და სტუმართა ადგილზე ორიენტაციის გაადვილებას;
- გამოცოცხლება – ადგილზე შენობა ნაგებობების და დაწესებულებების განლაგება იმგვარად, რომ ხდება ლოკაციის სტიმულირება და ლოკაციაზე ვიზიტორების მოზიდვა;
- კომპლიმენტური გამოყენება – რა დროს ქალაქის ერთი უბანი ან ლოკაცია „ავსებს“ მეორეს დანიშნულების მიხედვით;
- ხასიათი და მნიშვნელობა – ქალაქის ლოკაციებს შორის სხვაობის შექმნა;
- კანონზომიერება და შემთხვევითობა – ქალაქის ლოკაციებს შორის ბალანსის დაცვა;
- საზოგადოებრივი სივრცე – სკვერების, პარკების, სკვერების და სხვა საზოგადოებრივი სივრცეების განლაგება განაშენიანების საერთო სქემაში.