ჰოლდინგი „ჯეოსილქროუდი“ თავის შვილობილ კომპანია „ჯეორეიტინგთან“ ერთად აუდიტორულ მომსახურებას გთავაზობთ. ჩვენს სპეციალისტებს გააჩნიათ ინდუსტრიის ღრმა ცოდნა და იყენებენ გლობალურ რესურსებს კლიენტებისთვის სრულყოფილი მომსახურების გასაწევად.

ბიზნესში წარმატების მისაღწევად აუცილებელია მისთვის პერიოდულად აუდიტის ჩატარება სხვადასხვა მიმართულებით. გარკვეულ შემთხვევებში კომპანიები ფინანსური ანგარიშგების სიზუსტის კუთხით პრობლემებს აწყდებიან. ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი ფინანსური აუდიტია, რომელიც გულისხმობს:

  • ფინანსური ანგარიშგების შუალედურ და საბოლოო მიმოხილვას
  • ფინანსური ანგარიშგების ინდივიდუალური კომპონენტების აუდიტს/ მიმოხილვას
  • კომპანიის სხვადასხვა ფინანსურ მახასიათებელთა პროგნოზირებას

ჩვენი მომსახურება ეფუძნება IFRS – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებსა და ISA – აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ფართო სპექტრის ბიზნეს პროცესები.

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი ანგარიშგება გამჭვირვალე და ინფორმაციულია უცხოელი ინვესტორებისათვის და გზას უხსნის ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანიის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორ და ქმედით მენეჯმენტზე. ბიზნესის ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც თავდაპირველად წარმატებულ და საკმაოდ კარგი საწყისი პირობების მქონე, ძლიერ კომპანიებს შეუწყვეტიათ თავიანთი არსებობა გაუმართავი მენეჯმენტის გამო.

დაგვიკავშირდით

მისამართი: საქართველო, თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა # 12/ ბაჩანა ბრეგვაძის ქუჩა #2. საფოსტო ინდექსი 0114.


  ელ.ფოსტა: info@gsr.ge


 მობილური:  (+995) 596 881 881; (+995)  595 655 655;     

     სათაო ოფისი: (+ 995) 322 477 344


     ჩვენ სოციალურ ქსელებში