ბიზნესის კეთება საქართველოში

   საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, რაც არაერთ საერთაშორისო რეიტინგში პოზიტიურად აისახა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში ბიუროკრატიული წნეხის არქონას და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს არსებობას.

  მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში 2012 წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 6 ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა – 3.79 პუნქტით. ქვეყნის მდგომარეობა გაუმჯობესდა რეიტინგის შემდეგ ინდიკატორებში: o ბიზნესის დაწყება 5 პოზიციით გაუმჯობესდა და მე-7 ადგილიდან მე-2 ადგილზე გადმოინაცვლა; o მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა 15 პოზიციით გაუმჯობესდა და მე-17 ადგილიდან მე-2 ადგილზე გადმოინაცვლა; o კონტრაქტების აღსრულება 31 პოზიციით გაუმჯობესდა და 39-ე ადგილიდან მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა; o გადასახადების გადახდა 29 პოზიციით გაუმჯობესდა და 45-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა; o ელექტროენერგიის ქსელთან მიერთება გაუმჯობესდა 49 პოზიციით და 88-ე ადგილიდან 39-ე ადგილზე გადმოინაცვლა; o ვაჭრობა საზღვრებს მიღმა 5 პოზიციით გაუმჯობესდა და 47-ე ადგილიდან 43-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

  „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში 2019 წელს, საქართველო ოთხი კომპონენტით – ბიზნესის დაწყება (მე-2 ადგილი), მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-2 ადგილი), ქონების რეგისტრაცია (მე-4 ადგილი) და კონტრაქტების აღსრულება (მე-8 ადგილი) მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. http://www.doingbusiness.org/ ბიზნესის კეთება Fraser Institute „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველომ 6 ადგილით გაიუმჯობესა რეიტინგი და მე-7 პოზიციაზეა, ნაცვლად 2012 წელს მე-13 ადგილისა. o „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2018 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო სალიცენზიო შეზღუდვების კომპონენტში 2018 წელს მე-5 ადგილს იკავებს, ნაცვლად 2012 წელს მე-8 ადგილისა. o ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მოთხოვნების კომპონენტში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით 1 პოზიციით გაუმჯობესდა და 2018 წელს მე-9 ადგილზეა; o „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ პოზიტიურად აფასებს საქართველოს კონტრაქტების აღსრულების კომპონენტში 2012 წელთან შედარებით, საქართველო 5 პოზიციით დაწინაურდა და 2018 წელს მე-10 ადგილს იკავებს; o მნიშვნელოვანია Fraser Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის შეფასება ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული დანახარჯების კომპონენტში.

   აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს პოზიცია 2012 წელთან შედარებით 7 პოზიციით გაუმჯობესდა და 30-ე ადგილიდან 2018 წელს 23-ე ადგილზე გადმოინაცვლა; o კერძო სექტორისთვის კრედიტის გაცემის კომპონენტში Fraser Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით 8 პოზიციით არის გაუმჯობესებული და 2018 წელს 33-ე ადგილზეა ნაცვლად 2012 წელს 41-ე ადგილისა. https://www.fraserinstitute.org/studies/economic-freedom Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“, 2012 წელთან შედარებით 2019 წელს საქართველო 18 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა 34-ე ადგილიდან „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს სარეიტინგო ქულა 6.5 პუნქტით გაუმჯობესდა და 2019 წელს 75.9 ქულა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2018-ის შეფასებით, საქართველო, ევროპის რეგიონში 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზე იმყოფება, მაშინ როდესაც 2012 წელს ევროპის რეგიონში ქვეყანას მე-16 ადგილი ეკავა. 2012 წელთან შედარებით, 2019 წელს საქართველოს მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უჭირავს ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ: o ბიზნესის თავისუფლება 10 პოზიციით გაუმჯობესდა და 23-ე ადგილიდან მე13 ადგილზე გადმოინაცვლა; o თავისუფალი საინვესტიციო გარემო 12 პოზიციით გაუმჯობესდა და 36-ე ადგილიდან 24-ე ადგილზე გადმოინაცვლა. http://www.heritage.org/index/ o „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ შეფასებით, აქციონერთა მმართველობის კომპონენტში საქართველო მოწინავე პოზიციაზე იმყოფება და 2018 წელს მე-3 ადგილი უკავია 140 ქვეყანას შორის; o მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით საქართველომ 2018 წელს გადახდისუუნარობის მარეგულირებელი სისტემის კომპონენტში 46-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სარეიტინგო ქულამ 68.8 შეადგინა. http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2018/ INSEAD-ის 2018 წლის ანგარიში „გლობალური ინოვაციის ინდექსი“ პოზიტიურად აფასებს საქართველოში საინვესტიციო გარემოს თავისუფლებას. საქართველოს მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით 15 პოზიციით გაუმჯობესდა და ნაცვლად 36-ე ადგილისა 2018 წელს 21-ე ადგილზე იმყოფება.

წყარო: economy.ge “საქართველო მსოფლიო რეიტინგებში 2012-2019 წლებში“