ბიზნეს-გარემო საქართველოში

მიჩნეული ,,ევროპისა და აზიის’’ ხიდად, საქართველო სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს ბიზნესმენებს წარმატებული ბიზნესის განხორციელებისთვის. საქართველოს აქვს წვდომა როგორც ევროპულ, ასევე, აზიურ ბაზრებთან. საქართველო მიჩნეულია კომფორტულ ჰაბად წარმატებული ბიზნესის განხორციელებისთვის.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და პირობები ინვესტორთათვის

ღრმა და მრავლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA)

2014 სექტემბრიდან თავისუფალი ვაჭრობის სივრცე გაიხსნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელიც მოიცავდა არამხოლოდ სხვადასხვა ტიპის საქონლით ვაჭრობას, არამედ ენერგეტიკასა და მომსახურების სფეროს. 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ,,ასოცირების შეთანხმების’’ საფუძველზე, ხელშეკრულება მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროპულ ეკონომიკასთან. DCFTA ხელშეკრულება დაეხმარება საქართველოს ჰქონდეს უკეთესი წვდომა ევროკავშირის ბაზართან საქონლის გასატანად, სერვისების შესათავაზებლად და აგრეთვე, ვაჭრობის პოლიტიკის სფეროში სამომავლო მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება

საქართველოს ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი უზრუნველყოფს ინვესტორთათვის ნორმალურ, მისაღებ სავაჭრო შესაძლებლობებს. დღემდე საქართველოს ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე შემდეგ ქვეყნებთან: უკრაინა, რუსეთი, ბელორუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, თურქეთი.

2016 წლის დასაწყისში, მოლაპარაკებათა ფინალური ეტაპი შედგა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის. მოლაპარაკებები წარმატებული იყო და 2016 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ჟენევაში,რის შედეგადაც, ქართული პროდუქცია გადის ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის და შვეიცარიის ბაზარზე.

2016 წლის დასაწყისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა ტექნოლოგიური პარკი. აღნიშნული პროექტის ღირებულება 5 000 000 აშშ დოლარია. პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და 1 წელიწადში მისი განხორციელება დასრულდა. პროექტის განხორციელება ,,ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ’’ და ,,ეკონომიკის სამინისტრომ’’ იკისრა.

ტექნოლოგიური პარკი უზრუნველყოფს სტარტ-აპებს და აღჭურვილია მცირე ინკუბატორებით, სასწავლო ცენტრებითა და ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, კომპანიებისთვის განკუთვნილი დიდი ოფისებით. ის აგრეთვე მოიცავს სათანამშრომლო სივრცეს, საწვრთნელ ცენტრებს, ჩვენებების გასამართ ოთახებს, საკონფერენციო ოთახებს და სარეკრეაციო სივრცეს.

საქართველოს მთავრობა სთავაზობს ინვესტორებს 10-წლიან ენერგიის შესყიდვის შეთანხმებას (PPA) 100 პროცენტამე ენერგიის გენერაციით ზამთრის თვეებში. ინვესტორს აქვს საშუალება ექსპორტზე გაიტანოს გენერირებული ენერგიის დარჩენილი ნაწილი. განახლებადი ენერგიის პროექტი ‘’Build-Own-Operate’’ (BOO) პრინციპს. არ არის დაწესებული ტარიფები ახლადაშენებული ჰიდროელექტრო დანადგარებისთვის და ინვესტორი თავისუფალია აირჩიოს კლიენტი, ევაჭროს ფასზე. გადასახადი არ არის მოთხოვნილი გადამცემ ქსელთან დასაკავშირებლად. არ მოითხოვება ლიცენზია ელექტროენერგიის ექსპორტისათვის და ახალ ჰიდროელექტროდანადგარებს აქვთ წვდომა თურქეთის ქსელთან. ენერგიის გენერაცია და ექსპორტირება განთავისუფლებულია დღიური საშემოსავლო გადასახადისგან.

სტუმარმასპინძლობა და უძრავი ქონება

საქართველოს აქვს ორი თავისუფალი ტურისტული ზონა – ანაკლია და ქობულეთი გვთავზობენ მზა სასტუმრო პროექტებს, სასტუმროში კაზინოს მოსაწყობ უფასო ლიცენზიას 80-ზე მეტი ოთახით, უფასო მიწასა და გარკვეული გადასახადებისგან გათავისუფლებას. საქართველოს მთავრობა დაინტერესებულ ინვესტორებს სთავაზობს კარგ პირობებს შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საზღვაო ზოლში, თავისუფალ ტურისტულ ზონაში. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ქსელს ტერიტორიებზე, რათა გაათავისუფლოს ინვესტორი მოგებისა და უძრავი ქონების გადასახადისგან 15 წლით.

მრეწველობა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) თურქეთთან და CIS ქვეყნებთან, ისევე როგორც სიღრმისეული და მრავლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) ევროკავშირთან. ამჟამად, სულ არის 5 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოში: ფოთის პორტი (მართული Rakia Georgia-ს მიერ), 2 განლაგებული ქუთაისში (მართული ,,საქართველოს საერთაშორისო ჰოლდინგისა’’ და ,,ჰუალინგ გრუპის’’ მიერ), მეოთხე – თბილისის ზღვასთან (მას განაგებს ,,საქართველოს ტექნოლოგიური პარკი’’ – წამყვანი ბლოქჩეინ ტექნოლოგიური კომპანია) და მეხუთე – ყულევში (მართული სოკარის მიერ). თუ კომპანია აწარმოებს საქონელს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, კომპანია გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადისგან. თუ კომპანია ეწევა პროდუქციის იმპორტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან – საქართველოში, მან უნდა გადაიხადოს დღიური საშემოსავლო გადასახადი წლიური შემოსავლის 4 პროცენტი გადაუხადოს თავისუფალი ვაჭრობის ზონის საწარმოს. ყველა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იმართება კერძო კომპანიის მიერ ანდ ინვესტორებმა უნდა იქირავონ სივრცე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელისგან.

საქართველოს მთავრობამ მოახდინა ორი ახალი პროექტის ინიცირება, რომელიც მხარს დაუჭერს სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში.

სამუშაო ნებართვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების. შეერთებული შტატების, მოქალაქეებს არ ესაჭიროებთ ვიზა, ბინადრობის უფლების მოპოვება 365 დღის განმავლობაში.

აწარმოე საქართველოში

პროგრამა ინიცირებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის ივნისში.

საწყის ეტაპზე აღნიშნული პროგრამის მიზანი იყო ინდუსტრიული მრეწველობის და აგრო-პროდუქტების გადამუშავების მხარდაჭერა ფინანსური და ინფრასტრუქტურული კუთხით, ტექნიკური კონსულტირებით. მთავრობის ახალი ინიციატივით, სასტუმროების განვითარების სქემა ჩაიდო აღნიშნულ პროგრამაში. ამ კუთხით დაინტერესებული პირები იღებენ ფინანსურსა და ტექნიკურ მხარდაჭერას სახელმწიფოსგან.

დამატებით, პროგრამა გაფართოვდა კინო-ინდუსტრიის განსავითარებლად საქართველოში. მთავრობა სთავაზობს საეთაშორისო და ადგილობრივ პროდუსერებს სპეციალურ 20-25-პროცენტიან ფასდაკლების სქემას.

სასტუმროების განვითარებისა და კინო-ინდუსტრიის განვითარების პროგრამები ხორცილდება პროექტ ,,აწარმო საქართველოში’’ ფარგლებში, რომელიც ექვემდებარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.