წარმატებული საინვესტიციო და ბიზნეს საქმიანობა სწორი ბიზნეს გეგმის შედგენიდან იწყება. ბიზნეს-გეგმა წარმოადგენს დამკვეთის მიერ  მოწოდებული ბიზნეს-იდეის დამუშავებულ სტანდარტიზებულ დოკუმენტს, სადაც აღწერილია აღნიშნული ბიზნეს-იდეის განხორციელების მენეჯმენტი და ფინანსური მახასიათებლები.  ბიზნეს გეგმის შედგენა სხვა და სხვა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: ახალი ბიზნესის დაწყება, ინვესტორის მოზიდვა, ფინანსების მოზიდვა, ბიზნესის გაფართოება და ასე შემდეგ.

კომპანია „ჯეოსილქროუდი“ გთავაზობთ ბიზნეს გეგმების შედგენას ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით, რაც თქვენი ბიზნესის წარმატების წინაპირობას წარმოადგენს. მკაფიოდ დაწერილი ბიზნეს გეგმა, რომელიც მოიცავს წარმოების ყველა საკვანძო დეტალს და წარმოაჩენს საქმიანობის მიმზიდველობას, დაგეხმარებათ არა მხოლოდ ინვესტორების მოზიდვაში, არამედ საკუთარი ბიზნესის უკეთ აღქმაშიც.

მიზნობრიობიდან და საქმიანობის იდეიდან გამომდინარე ბიზნეს გეგმის სტრუქტურა შეიძლება იყოს განსხვავებული, თუმცა ძირითად ნაწილებს წარმოადგენს:

  1. ზოგადი აღწერა;
  2. ტექნიკური დასაბუთება (feasibility study);
  3. გაყიდვების არხები და მარკეტინგული სტრატეგიები;
  4. ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
  5. ანალიტიკური მოდელები (SWOT, PESTEL, BCG Matrix და ასე შემდეგ)
  6. ფინანსური ნაწილი და ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი.

ასევე იქიდან გამომდინარე თუ რას გულისხმობს კონკრეტული ბიზნეს იდეა, ბიზნეს გეგმა შეიძლება მოიცავდეს არქიტექტურულ ესკიზებს, ტექნიკურ აღწერილობებს, რეცეპტურას, ტექნოლოგიურ ბარათებს და ასე შემდეგ – ჩვენი პროფესიონალების გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ შესაბამისი კონსულტაცია გეგმის შედგენასთან დაკავშირებით, ასევე უშუალოდ შეადგინოს იგი, ყველა საჭირო კვლევის ჩატარებასთან ერთად.

ჩვენი კომპანია ახდენს დამწყები და არსებული მეწარმეებისათვის მაღალკვალიფიციური ბიზნეს-გეგმების შედგენას მათი იდეების ეფექტურად განხორციელებისათვის. ბიზნეს გეგმის შედგენის ვადა და ღირებულება დამოკიდებულია ბიზნეს გეგმის რაობაზე და სირთულეზე, მის შემადგენელ ნაწილებზე და ასე შემდეგ.

ბიზნეს გეგმა
ბიზნეს გეგმის შედგენა

დაგვიკავშირდით:

საქართველო, თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. #129 ა, 0112

info@gsr.ge

(+995 32) 2477 344