ჰოლდინგი „ჯეოსილქროუდი“ თავის შვილობილ კომპანია „ჯეორეტინგთან“ ერთად გთავაზობთ საშუამავლო-საკონსულტაციო მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს:

  • ბინადრობის მოწმობის (ნებართვის) მაძიებლისათვის წარმომადგენლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან;
  • ბინადრობის მოწმობის (ნებართვის) გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება;

საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:

შრომითი ბინადრობის ნებართვა

გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.

სასწავლო ბინადრობის ნებართვა

გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით

გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა

გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა

გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.

სპეციალური ბინადრობის ნებართვა

გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი; დროებითი ყოფნის უფლება გაიცემა უცხოელზე, როდესაც მისი საქართველოდან გაძევება შეუძლებელია ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში : მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის; მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება ან როდესაც უცხოელის გაძევების გადავადების საფუძველი არ აღმოიფხვრა გაძევების გადავადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ან როდესაც ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება ან როდესაც გასაძევებელი უცხოელის მიღებაზე თანხმობას არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს.

მუდმივი ცხოვრების ნებართვა

გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა

გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი.

დროებითი ბინადრობის ნებართვა

გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა

გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.

ბინადრობის ნებართვა
ბინადრობის ნებართვა
ბინადრობის ნებართვა

დაგვიკავშირდით:

საქართველო, თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. #129 ა, 0112

info@gsr.ge

(+995 32) 2477 344