არქიტექტურა/პროექტირება და ექსტერიერის/ინტერიერის დიზაინი

კომპანია “ჯეოსილქროუდ”-ის ერთ-ერთი მიმართულებაა მისი შვილობილი კომპანია “ჯეოდიზაინ & ქონსთრაქშენის” მრავალპროფილური სერვისები, რომლებსაც ქმნიან საქართველოს ნებისმიერ რეგიონში  არქიტექტორების, დიზაინერების, მშენებლობისა და ექსპერტების ჯგუფები. “ჯეოსილქროუდ”-ი გთავაზობთ მთელ სამშენებლო კომპლექსს და მისი გარემოს დიზაინს: მაკრო დონიდან – ურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე – ინტერიერის შექმნის ჩათვლით. ასევე, სრულ მომსახურეობას სამშენებლო სარეაბილიტაციო და ტექნოლოგიური აღჭურვის მიმართულებით. 

კომპანია “ჯეოსილქროუდ”-ის ჰოლდინგი გთავაზობთ:

  • საპროექტო დავალების ჩამოყალიბება – დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად;
  • დამკვეთთან ერთად საპროექტო ამოცანების დასახვა და ალტერნატივების გადამოწმება;
  • ესკიზებისა და ჩანახატების საშუალებით სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შემქნა;
  • დამკვეთის სურვილებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება; 
  • სამშენებლო ბიუჯეტის ჩარჩოების შეთანხმება – ხარჯთაღრიცხვის შედგენა; 
  • პროექტირებაში საჭირო მონაწილეების დადგენა – ქვეკონტრაქტორების და ვიწრო სპეციალისტების მოძიება; 
  • საპროექტო ადგილის დათვალიერება, შესწავლა, ზონირება და სხვა საჭირო ღონისძიების განხორციელება; 
  • სამშენებლო ნაკვეთთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნების მოძიება (სამშენებლო ზონების, ისტორიული კვლევის და ა.შ.); 
  • ესკიზური პროექტის შექმნა და წინა საპროექტო კვლევების განხორციელება;
  • პროექტის კონცეფციის შემუშავება; 
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება; 
  • ქალაქგეგმარებითი, მოცულობითი, ფუნქციონალური, ტექნიკური, ეკოლოგიური, სამშენებლო საკითხების განხილვა და დაზუსტება; 
  • წარმოდგენილი იქნება ინტერიერის და ექსტერიერის ესკიზური 3D რენდერები/მაკეტი; 
  • არქიტექტურის სამსახურთან პროექტის შეთანხმების საკითხების წინასწარი განხილვა; 
  • მუნიციპალურ სამსახურთან პროექტის შეთანხმებასა და ნებართვის მიღებაში აქტიური მონაწილეობა; 
  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ორგანიზებასა და წარმოებაში, არქიტექტურული, საავტორო ზედამხედველობითი აქტიური მხარდაჭერა – მონაწილეობა. 

კომპანია “ჯეოდიზაინ & ქონსთრაქშენ“ გთავაზობთ პროექტების მომზადებას, შეთანხმებასა და კორექტირებას, რაც გულისხმობს სრულ საპროექტო მომსახურებას თქვენი სამომავლო მშენებლობისთვის. აღნიშნული სერვისის მიზანია დახმარება გაგიწიოთ მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, რომელიც გამოიხატება, როგორც საწყის კონსულტაციებში, ასევე სანებართვო ორგანოს მიერ შუალედური ან/და დახარვეზებული გადაწყვეტილებების გამოსწორებასა და მოგვარებაში. აღნიშნული მიზნით “ჯეოდიზაინ & ქონსთრაქშენ“-ის გინდი უზრუნველყოფს:

  • პროექტების მომზადებას;
  • პროექტის შეთანხმებას/შუამდგომლობას მერიის არქიტექტურის სამსახურთან;
  • პროფესიონალების კონსულტაციას;
  • ფოტომონტაჟების შექმნას;
  • კორექტირებას;
  • მშენებლობის ნებართვის აღებას;

კომპანია „GDC” ტექნოლოგიური პროექტირების მომსახურებას გთავაზობთ, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური დანიშნულების ობიექტების პროექტირებას, აღნიშნული მოიცავს:

  •  სატრანსფორმატორო ჯიხურები და ქვესადგურები; 
  • ავტო სამრეცხაო ბოქსები და პოსტები;
  •  საწვავ გასამართი სადგურები და პოსტები; 
  • ნაპირსამაგრი საინჟინრო სამუშაოები; 
  • ავზები და რეზერვუარები;
  •  სასაწყობე ფართები; 
  • საწარმოო დანიშნულების ობიექტები; 
  • ბოქსები და სახელოსნოები; 
  • სადრენაჟო და მეწყერ საწინააღმდეგო ნაგებობები;
  •  საწარმოო კომუნიკაციები; 
  • დასატვირთი პლატფორმები და ბუნკერები; 
  • სამედიცინო დანიშნულების ობიექტები; 
  • საქვაბეები და ბოილერის ოთახები; 
  • სხვა და სხვა დანიშნულების არასაცხოვრებელი ნაგებობები

საქართველოს მთავრობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს, ვინაიდან ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ძეგლი და დაცული ტერიტორიაა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული საკმაოდ ბევრ საცხოვრებელ სახლსა თუ სხვა შენობას, როგორც თბილისის, ასევე ქვეყნის მასშტაბით. როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იმყოფება კერძო მფლობელობაში, მასზე სამუშაოების ჩატარება, (მათ შორის: კონდიციონერის მონტაჟი, აბრების მონტაჟი, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები, გეგმარების შეცვლა და სხვა) მოითხოვს შესაბამის ნებართვას, ხოლო უნებართვო სამუშაოები ისჯება კანონის შესაბამისად.

„ჯეოსილქროუდ”-ის ჰოლდინგი  გთავაზობთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, რომელიც მოიცავს:

  • არსებული და საპროექტო ნახაზების მომზადებას;
  • არსებული სიტუაციის ფოტო მასალა და ფოტო მონტაჟების მომზადებას;
  • სახელოვნებათმცოდნეო კვლევას;
  • კონსტრუქციული დასკვნასა და ტექნიკურ დასაბუთებას;
  • გეოლოგიურ კვლევას;
  • სამუშაოების გრაფიკისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

ჩვენი პროფესიონალები ჯერ კიდევ კონსულტაციის სტადიაზე ახდენენ ამა თუ იმ სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობას, რაც მნიშვნელოვანად დაგეხმარებათ რესურსების დაზოგვაში.

ფასადი ნებისმიერი შენობის უნიკალურ სახეს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იგი იყოს ერთდროულად გამორჩეული და ორგანულად ჯდებოდეს გარემოში. „ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი გთავაზობთ, ექსტერიერის დიზაინის მომსახურებას, რომელიც მოიცავს:

  • დამკვეთის ინტერესებიდან, გემოვნებიდან და ქალაქდაგეგმარების მოთხოვნებიდან გამომდინარე სტილის შერჩევას;
  • დიზაინის ესკიზური ალტერნატივების შექმნას;
  • არსებული ექსტერიერის დეტალურ აზომვით ნახაზს;
  • დეტალურ საპროექტო ნახაზს;
  • პროექტის ვიზუალიზაციას ყველა ელემენტის გათვალისწინებით;
  • ექსტერიერის მასალების შერჩევას;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტის შეთანხმებას მუნიციპალურ სამსახურთან;
  • სარემონტო სამუშაოების ორგანიზებასა და წარმოებაში, არქიტექტურული, საავტორო ზედამხედველობითი აქტიური მხარდაჭერა – მონაწილეობა;
  • სურვილის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის და სამუშაოების გრაფიკის შედგენას;

„ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი გთავაზობთ, ქალაქგეგმარებით არქიტექტურულ მომსახურებას რაც მოიცავს:

  • ურბანული სტრუქტურირება – ქალაქის ლოკაციების (უბნების) ურთიერთ დაკავშირება;
  • საქალაქო ტიპოლოგია – სივრცითი და ურბანული ტიპები, რაც ზეგავლენას ახდენს ქალაქის ინფრასტრუქტურით და რესურსებით სარგებლობაზე;
  • მისაწვდომობა – რაც უზრუნველყოფს სატრანსპორტო არტერიებით შეუფერხებელ და უსაფრთხო სარგებლობას;
  • ცნობადობა და ადგილზე ორიენტაცია – უზრუნველყოფს დასახლებული პუნქტის მცხოვრებთა და სტუმართა ადგილზე ორიენტაციის გაადვილებას;
  • გამოცოცხლება – ადგილზე შენობა ნაგებობების და დაწესებულებების განლაგება იმგვარად, რომ ხდება ლოკაციის სტიმულირება და ლოკაციაზე ვიზიტორების მოზიდვა;
  • კომპლიმენტური გამოყენება – რა დროს ქალაქის ერთი უბანი ან ლოკაცია „ავსებს“ მეორეს დანიშნულების მიხედვით;
  • ხასიათი და მნიშვნელობა – ქალაქის ლოკაციებს შორის სხვაობის შექმნა;
  • კანონზომიერება და შემთხვევითობა – ქალაქის ლოკაციებს შორის ბალანსის დაცვა;
  • საზოგადოებრივი სივრცე – სკვერების, პარკების, სკვერების და სხვა საზოგადოებრივი სივრცეების განლაგება განაშენიანების საერთო სქემაში.

„ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის მომსახურებას. შესაძლებელია, როგორც საცხოვრებელი ფართების ინტერიერის, ასევე საოფისე, ერგონომიური, სავაჭრო, საგამოფენო, სადემონსტრაციო სტენდების, კვების ობიექტებისა და სხვა ფართების დიზაინის შექმნა.

ინტერიერის დიზაინის შექმნა მოიცავს:

  • დამკვეთის ინტერესებიდან და გემოვნებიდან გამომდინარე სტილის შერჩევას;
  • დიზაინის ესკიზური ალტერნატივების შექმნას;
  • ინტერიერის დეტალური ტექნიკური ნახაზი;
  • დემონტაჟის გეგმას (საჭიროების შემთხვევაში);
  • ვიზუალიზაცია – ფოტო მონტაჟი და სამგანზომილებიანი (3D) გამოსახულება;
  • მასალების შერჩევას და მათ შეხამებას;
  • ავეჯის განლაგების გეგმას;
  • სანიტარული კვანძების და ელ. წერტილების განლაგების სქემას;