ეთერზეთების წარმოება

ეთერზეთების წარმოება
პროექტის შესახებ

წინაპირობა
• ეთერზეთების გლობალური ბაზარი:
o 5 მილიარდი აშშ დოლარი – 2014 წელი
o საშუალო წლიური ზრდა – 5%
• აშშ-ს ბაზარი ითვლება ეთერზეთების უდიდეს ბაზრად მსოფლიოში – 900 მილიონი აშშ დოლარი
• ინდოეთი არის მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორი – 600 მილიონი აშშ დოლარი
• ბულგარეთი:
o უდიდესი ექსპორტიორი რეგიონში
o სიდიდით მე-17 ექსპორტიორი მსოფლიოში – 50 მილიონი აშშ დოლარი (2014)
• თურქეთი:
o სიდიდით 23-ე ექსპორტიორი მსოფლიოში – 30 მილიონი აშშ დოლარი (2014)
საქართველოს უპირატესობები:
• გადასახადებისგან განთავისუფლებული ექსპორტი ევროპაში, აშშ-ში, დსთ და სხვა რეგიონებში
• იაფი რესურსები – ელექტროენერგია, წყალი, მუშახელი
• ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა: ადვილად ხელმისაწვდომი ევროპის და აზიის ბაზრები (ფოთის და ბათუმის პორტები)
• თბილი ადგილობრივი კლიმატი
• ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)
პროექტის აღწერა
• კომპანიის ადგილმდებარეობა – მცხეთის რაიონი
• საწარმოო ნედლეული – ყველა მცენარე კულტივირებული იქნება ადგილზე
• ბიზნეს აქტივობა – ზეკრიტიკული CO2-ით ექსტრაქციის მეთოდით მიღებული ეთერზეთები (ლავანდა, როზმარინი, ირისი), ცივად დაპრესილი ზეთები (ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი), გამოხდილი ზეთები (ნემსიწვერა, ბარამბო, რეჰანი, პიტნა, ევკალიპტი, დაფნა, ვალერიანი).
• წლიური წარმადობა – 700 ტონა
• დასაქმება – 10 თანამშრომელი
• მოთხოვნის შემთხვევაში გადმოგეცემათ დეტალური ბიზნეს გეგმა
ფინანსური მაჩვენებლები
• მთლიანი ინვესტიცია: 265,000 აშშ დოლარი
• საშუალო წლიური შემოსავალი: 160,000 აშშ დოლარი
• საოპერაციო მოგება ცვეთის დარიცხვამდე: 40,000 აშშ დოლარი
• 5 წლიანი შიდა უკუგების განაკვეთი: 15%
სახელმწიფო რესურსი
სახელმწიფო უზრუნველყოფს შემდეგ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას:
• მიწის ნაკვეთის გადაცემა ნომინალურ ფასად
• აწარმოე საქართველოს ფარგლებში იაფი სესხი (qartuli.ge)
• წილობრივი ინვესტიცია საპარტნიორო ფონდის მიერ (fund.ge)
• ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მხრიდან
საკონტაქტო ინფორმაცია

Recommend
Share
Tagged in