ეთიკის ნორმები
  • ფირმა თავისი საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გარეშე გავლენის ან ზეწოლისგან, ხელმძღვანელობს, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით და მოცემული ეთიკის ნორმებით.
  • ფირმის საქმიანობა ეფუძნება კეთილსინდისიერებას, კომპეტენტურობასა და მიუკერძოებლობას, ფირმის მოქმედება არ უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ კლიენტის ნდობას ფირმისადმი.
    ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა ფირმისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას კონფიდენციალურია.
  • ფირმა მოქმედებს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და კლიენტის ინტერესს აყენებს საკუთარ ან სხვა ნებისმიერი პირის ინტერესზე მაღლა.
  • ფირმას უფლება არა აქვს რჩევა მისცეს ან ემსახუროს ორ ან მეტ კლიენტს ერთ საქმეზე, თუკი არსებობს აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის კონფლიქტი.
  • ფირმას არა აქვს უფლება შეწყვიტოს კლეინტის ინტერესების დაცვა, ამისათვის პატივსადები საფუძვლის არსებობის გარეშე. დაუშვებელია საქმეზე უარის თქმის უფლებით სარგებლობა, როდესაც კლიენტი უძლურია ისარგებლოს სხვა ადვოკატის ან ფირმის იურიდიული მომსახურებით.
    შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა ან მისი გამოთვლის წესი წინასწარ უნდა იქნას ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის.
  • ფირმის მიზანია დავის მინიმალური დანახარჯებით გადაწყვეტა, მინიმალურ ვადებში, კლინეტის ინტერესებიდან გამომდინარე.
    დაუშვებელია სასამართლოსათვის წინასწარ შეცნობით ყალბი მტკიცებულების მიწოდება.
    ფირმა ვალდებულია პატივი სცეს სხვა ადვოკატებს და იურიდიული მომსახურების გამწევ ორგანიზაციებს.