კომპანია „ჯეოსილქროუდი“ ექსპორტ-იმპორტ-რეექსპორტის მიმართულებით საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებს.

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • კონსულტაციებს სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის პროდუქციის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, დანიშნულების ქვეყნის საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;
  • ლოჯისტიკური პროცესის დაგეგმარება;
  • საქართველოს და უცხოეთის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
  • საქართველოს და უცხოეთის საბაჟო ტარიფებისა და შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმების ანალიზი;
  • საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
  • საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობასა და გამოფენების შერჩევა;
  • კომპანიის წარმომადგენლობა „გეზ“-ში (გაფორმების ეკონომიკური ზონა).

2018 წელს, საქართველოდან განხორციელებულმა რეექსპორტმა ყველა წინა წლის მაჩვენებელს გადააჭარბა,  66%-ით გაიზარდა და 1  065.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მთლიანი ექსპორტის 32% დაიკავა. ამასთან აღსანიშნავია, რომ რეექსპორტის ძირითადი ნაწილი დსთ-ს ქვეყნებში ხორციელდება და მთლიანი რეექსპორტის 79% შეადგენს.

საქართველოს, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობა, წარმატებული რეექსპორტის განხორციელების საშუალებას იძლევა იმ ქვეყნებში, რომელთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აკავშირებს. რეექსპორტირებული საქონელი, არ იბეგრება საბაჟო გადასახადებით. ჩვენ გთავაზობთ:

  • რეექსპორტის განსახორცილებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
  • რეექსპორტის დეკლარირებას;
  • ლოჯისტიკური პროცესის დაგეგმარებას.

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები, დაგეხმარებიან მაქსიმალურად სწრაფად განახორციელოთ იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

ჩვენ ასევე გთავაზობთ საქართველოს შიდა ბაზარზე არსებული ვითარების ანალიზსა და კონსულტაციებს, რაც მოიცავს:

  • ბაზრის პოტენციალის შეფასებას;
  • დისტრიბუციის არხების მოძიება/შეფასებას;
  • ფასწარმოქმნასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს;
  • კონკურენტების ანალიზს;
  • ლოჯისტიკური ხასიათის კონსულტაციებს.

დაგვიკავშირდით:

საქართველო, თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. #129 ა, 0112

(+995 32) 2477 344