ინვესტიცია- იდეა და პროცესი

ინვესტიცია არის აქტივი, რომელსაც ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია შემოსავლის, ან მოგების მოლოდინით ყიდულობს. ეს შეიძლება იყოს აქციები, უძრავი ქონება და ა.შ.  თუმცა, ინვესტიციის მნიშვნელობა იმდენად ფართო და ბევრისმომცველია, რომ აღნიშნული განსაზღვრების მიღმა ბევრი ფაქტორი და ინფორმაცია რჩება.

თავდაპირველად, უფრო ვრცლად ვთქვათ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ინვესტიცია, როგორც იდეა და როგორც პროცესი.

ფინანსების მიმართულების, როგორც კაპიტალის, არაერთი გზა არსებობს, ეს შესაძლებელია იყოს უძრავი ქონების ყიდვა, სხვადსხვა კომპანიების აქციების შეძენა, ობლიგაციები, კრიპტოვალუტა, საავტორო უფლებების განკარგვა, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, ანტიკვარიატისა და კოლექციის შეგროვება, ხელოვნების ნამუშევრების შესყიდვა, განათლებაში დაბანდება,  პროფესილი გადამზადება და ა.შ.  აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ინვესტიციად ითვლება დრო, ენერგია, შრომა, რასაც კი გარკვეულ საქმეს ვახმართ, წარმატების მოლოდინში. ინვესტიციის იდეა კი ის არის,  რომ მატერიალური თუ არამატერიალური კუთხით საკუთარი რესურსები იმდაგვარად მიმართო, რომ გრძელვადიან, თუ მოკლევადიან დროის მონაკვეთში სარგებელი მოგიტანოს.  წარმატებულ ინვესტიციას კი თან ძალიან ბევრი სარგებელი ახლავს. მაგალითად, დროისა და ძალისხმევის დაზოგვა იმისთვის,  რომ ფინანსური მდგომარეობა არათუ გაიმყარო, მნიშვნელოვნად გაიზარდო კიდეც.

ვთქვათ, გვაქვს გარკვეული ტიპის იდეა და  ვეძებთ ფინანსურ მხარდამჭერს, რომელიც უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი გეგმა/პროექტი იმსახურებს ყურადღებას.  ამისთვის აუცილებელი პირობა სწორი და ჩამოყალიბებული კონცეფციის ქონაა, რომელიც სტრუქტურულად გამართულია და დამაჯერებელი. საწყისი ნაბიჯებიდან გახორციელების ფაზამდე გაწერილი და დასაბუთებული.

ამის მისაღწევად კი სწორი გათვლები და დეტალური ანალიზია საჭირო. ესეიგი, ინვესტირების, როგორც პროცესის შესწავლა და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება.  ზუსტი საინვესტიციო მიზნების ჩამოყალიბებამდე, რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებაა საჭირო. მათ შორისაა, იმ სფეროს ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, რომელშიც საკუთარი რესურსების ჩადებას აპირებთ, რისკების შეფასება, სწორი დროისა და ადგილის შერჩევა, კონკურენტული გარემოს შესწავლა და მოვლენების არაპროგნოზირებულად განვითარების ალბათობის დაშვება.

ცხადია, რომ ინვესტირების წარმატებასა თუ წარუმატებლობას არაერთი ფაქტორი განაპირობებს და მოლოდინებიც ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა, რამდენადაც დიდია საკითხში გარკვევის დონე და მიზანმიმრთულობაში თავდაჯერება, იმდენად ნაკლებია ინვესტირებაში არასასურველი შედეგის მიღების ვარაუდიც.

რისკების ალბათობა თავისთავად არ ნიშნავს ინერტულობას, ვინაიდან კაპიტალი ვერ გაიზრდება თუკი ფინანსური რესურსი არააქტიური იქნება. ის ფაქტი, რომ წინასწარ შედეგების  პროგნოზირება, აბსოლუტური  სიზუსტით, შეუძლებელია არის ბუნებრივი მოცემულობა, ვინაიდან ინვესტიციის განვითარება დამოკიდებულია  გარემო -პირობებზე, მსოფლიო თუ ადგილობრივი მასშტაბის მოვლენებზე, საფონდო ბირჟის ტენდენციებზე და ა.შ. ამიტომ რისკების ალბათობა გასათვალისწინებელია, როგორც გარდაუვალი რეალობა და არა, როგორც  ინვესტირებისგან თავის შეკავების ფაქტორი.

ეკონომიკის ზრდის ყველაზე დიდ ინსტრუმენტადაც სწორედ ინვესტიცია ითვლება, მას სარგებელი მოაქვს არა ერთი, რომელიმე კერძო პირისა თუ ორგანიზციის , არამედ ქვეყნის მასშტაბით. ლოკალური თუ უცხოური ინვესტიციები მნიშვნელობვან როლს ასრულებს ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესებაზე.  სახელმწიფო დონეზე საინვესტიციოდ კარგ გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტები ჰქმნის, მაგალითად, სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა, დაბალი გადასახადები, სტაბილური პოლიტიკური ვითარება, პროფესიონალი კადრები, საერთაშორისო პერსპექტივები და ა.შ.

რედაქტორის ბლოგი

წყარო: , https://www.forbes.com

https://www.investopedia.com

Recommend
Share
Tagged in
Translate »
× დაგვირეკეთ