საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ამავდროულად დაბალ რისკიან საინვესტიციო მიმართულებას წარმოადგენს ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში. 2018 წელს უძრავ ქონებაში ინვესტიციის მოცულობამ 31%-ის ზრდა განიცადა 2017 წელთან შედარებით, ხოლო 2017 და 2016 წლის სხვაობა 20%-ს არ სცდებოდა.

ტრანზაქციების მოცულობის ზრდის პარალელურად გაიზარდა კვადრატული მეტრის ფასიც, საცხოვრებელი უძრავი ქონების შემთხვევაში საშუალოდ 6% შეადგინა. 2018 წლიდან, ქალაქ თბილისში ამოქმედდა ახალი სამშენებლო რეგულაციები, რომელთა მიზანიც მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესება იყო. შედეგად მნიშვნელოვანად შემცირდა მშენებლობის ნებართვების გაცემის რაოდენობა (-47%), რაც მომავალში შეამცირებს ბაზარზე უძრავი ქონების მიწოდებას და გამოიწვევს ფასის ზრდას. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ფასების ზრდაზე მოქმედებს, ტურიზმია.

უძრავი ქონების საერთაშორისო პლატფორმებში საქართველოს ინტეგრაციამ მესაკუთრეებს საშუალება მისცა უძრავი ქონება შემოსავლის წყაროდ აქციონ და მიიღონ იმაზე მაღალი შემოსავალი, ვიდრე შიდა ბაზარზე გაქირავებით მიიღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში შეინიშნება ტენდენცია, როდესაც მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების, საქართველოში საცხოვრებლად გადადიან სამუდამოდ ან ხანგრძლივი ვადით. ტურიზმის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს ამ საქმიანობაში ჩართვას, რაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის. ასევე, საქართველოში ხორციელდება რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რაც აქამდე არსებულ ურბანიზაციის ზრდის დაბალ მაჩვენებელს (2008-2018 წლებში +5%) მნიშვნელოვნად გაზრდის და აამაღლებს უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალს. ამ და სხვა ფაქტორების ერთობლიობა მომავალში უძრავი ქონების ფასის სტაბილური ზრდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

უძრავ ქონებაში წარმატებული ინვესტირება მკაფიო და განსაზღვრულ სტრატეგიას საჭიროებს. კომპანია „ჯეოსილქროუდი“ გთავაზობთ კონსულტაციას უძრავ ქონებაში ინვესტიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ასევე გულისმობს უძრავი ქონების საინვესტიციო პროექტის შეფასებას.

საქართველოს ბუნებრივ გეოგრაფიული პოტენციალი უძრავი ქონების მრავალ მიმართულებაში იძლევა თანხების დაბანდების შესაძლებლობას, ესენია: საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონება, სასტუმრო და კურორტი, საწარმო დანიშნულების ნაგებობები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

ჩვენი ექსპერტები შეარჩევენ უძრავ ქონებას თქვენი მიზნებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია უძრავი ქონების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, პროექტირება და სამშენებლო პროექტის შეთანხმება.

ჩვენ გთავაზობთ მაქსიმალურად ხელსაყრელ ინვესტიციას უძრავ ქონებაში, რომლის რეალური საბაზრო ფასი გარანტირებულად იზრდება.

უძრავი ქონება ინვესტიცია
უძრავი ქონება
უძრავი ქონება

დაგვიკავშირდით:

საქართველო, თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. #129 ა, 0112

info@gsr.ge

(+995 32) 2477 344