ჰოლდინგი „ჯეოსილქროუდი“ თავის შვილობილ კომპანია „ჯეორეტინგთან“ ერთად გთავაზობთ სანებართვო და სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებულ კონსულტაციას და მომსახურებას, რაც მოიცავს:

  • ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებლისათვის წარმომადგენლობა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან სხვადასხვა სახის სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის მიღების მიზნით;
  • ლიცენზიის (ნებართვის) გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება;

ლიცენზია არის განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელიც პირს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული  ინდივიდუალური აქტის საფუძველზე ენიჭება.

ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ უფლებას, ერთჯერადად ან/და გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით.

ჩვენ დაგეხმარებით შემდეგი ძირითადი სახის ლიცენზიებისა და ნებართვების მიღებაში:

  1. საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
  2. არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია.
  3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.
  4. საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.
  5. სპეციალიზირებული დეპოზიტარის ლიცენზია.
  6. საფონდო ბირჟის ლიცენზია.
  7. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია.
  8. აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზია.
  9. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია
  10. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
  11. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
  12. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა.
  13. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.
  14. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა.
  15. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
  16. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.
  17. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
  18. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.
  19. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.

დამკვეთის ინტერებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონსულტაციის გაწევა სხვა სახის ლიცენზიების მიღებაზეც.