მთლიანი შიდა პროდუქტი 44.8%-ით გაიზარდა

  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ყოველთვიურად აწარმოებს და აქვეყნებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს. შედეგები მიიღება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდიკის გამოყენებით, რაც გულისხმობს უწყებრივი სტატისტიკის დაანგარიშებას. ეს პროცესი მოიცავს, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ)  გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების დამუშავებას. საქსტატმა 31 მაისს 2021 წლის, აპრილის,   ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა, 44.8% ფიქსირდება.  2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ინდექსი კი -8.1 პროცენტია.

           აღნიშნულ მონაცემებს დადებითად გამოეხმაურა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG). მათი შეფასებით კვლევაში ნამდვილად ჩანს პოზიტიური ტენდენციები, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად დაზარალდა, სხვადასხვა რეგულაციებისა თუ ლოკდაუნის პირობებში.

            აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის დასტაბილურების და  გაზრდის განმაპირობებელ ფაქტორად მთავრობა მოხსნილ რეგულაციებს ასახელებს, რომლებიც ეკონომიკის სწრაფად ზრდას უწყობს ხელს. ამასთან, ერთ-ერთ პოზიტიურ ფაქტორად სახმელეთო საზღვრების გახსნაც სახელდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვარი გაიხსნა საქართველოს მთავრობის 25 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც 1 ივნისს ამოქმედდა. საზღვრის გადმოკვეთა ნებადართული იქნება იმ პირთათვის, ვინც წარადგენს სრული ვაქცინაციის დოკუმენეტს და ან ბოლო 72 საათში ჩატარებულ PCR ტესტის უარყოფით პასუხს.

  რედაქტორის ბლოგი

წყარო: https://www.geostat.ge, https://bag.ge, , http://gov.ge

Recommend
Share
Tagged in
Translate »
× დაგვირეკეთ