მწვანილის სათბურის პროექტი

მწვანილის სათბურის პროექტი
პროექტის შესახებ

წინაპირობა
• ევროპის მწვანილის ბაზარი:
o ევროპა არის მწვანილის ბაზრის სიდიდით მსოფლიოში მეორე – 9 მილიარდი ევრო 95% იმპორტი განვითარებადი ქვეყნებიდან (2013)
o ევროპის ბაზრის საშუალო წლიური ზრდა – 6% (წყარო – CBI)
საქართველოს უპირატესობები:
• გადასახადებისგან განთავისუფლებული ექსპორტი ევროპაში, აშშ-ში, დსთ და სხვა რეგიონებში
• იაფი რესურსები – ელექტროენერგია, წყალი, მუშახელი
• ხელსაყრელი კლიმატური პირობები – მთელი წლის განმავლობაში არ საჭიროებს გათბობას
• ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა: ადვილად ხელმისაწვდომი ევროპის და აზიის ბაზრები (ფოთის და ბათუმის პორტები)
• ევროპაში მზარდი მოთხოვნა და ფასები მწვანილზე
• ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)
პროექტის აღწერა
• კომპანიის ადგილმდებარეობა – იმერეთის რეგიონი
• წარმოება ძირითადად ორიენტირებული იქნება ექსპორტზე
• წარმოებული პროდუქციის დასახელებები: კიტრი, პომიდორი (ჩერი), რეჰანი, ტარხუნა, პიტნა, ბულგარული, წიწაკა, სალათი აისბეგი/სხვა სალათები
• ბიზნეს აქტივობა – მოყვანა, დამუშავება, შეფუთვა და ექსპორტი
• დასაქმება – 50 თანამშრომელი
ფინანსური მაჩვენებლები
• მთლიანი ინვესტიცია: 20,000,000 აშშ დოლარი
• წლიური შემოსავალი: 4 მილიონი აშშ დოლარი
• საოპერაციო მოგება ცვეთის დარიცხვამდე: 4 მილიონი აშშ დოლარი
• 10 წლიანი შიდა უკუგების განაკვეთი: 31%
სახელმწიფო რესურსი
სახელმწიფო უზრუნველყოფს შემდეგ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას:
• მიწის ნაკვეთის გადაცემა ნომინალურ ფასად
• აწარმოე საქართველოს ფარგლებში იაფი სესხი (qartuli.ge)
• წილობრივი ინვესტიცია საპარტნიორო ფონდის მიერ (fund.ge)
• ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მხრიდან

phone:

+ 995 551 176 470 ინგლისური

phone:

+ 995 577 772 203 ქართული

phone:

+ 995 595 655 655 რუსული

phone:

+ 995 593 450 288 არაბული

სხვა პროექტები
Recommend
Share
Tagged in