ჰოლდინგი „ჯეოსილქროუდი“ თავის შვილობილ კომპანია „ჯეორეტინგთან“ ერთად გთავაზობთ სანებართვო და სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებულ კონსულტაციას და მომსახურებას, რაც მოიცავს:
- ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებლისათვის წარმომადგენლობა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან სხვადასხვა სახის სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის მიღების მიზნით;
- ლიცენზიის (ნებართვის) გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება;
ლიცენზია არის განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელიც პირს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტის საფუძველზე ენიჭება.
ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ უფლებას, ერთჯერადად ან/და გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით.
ჩვენ დაგეხმარებით შემდეგი ძირითადი სახის ლიცენზიებისა და ნებართვების მიღებაში:
- საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
- არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია.
- ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.
- საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.
- სპეციალიზირებული დეპოზიტარის ლიცენზია.
- საფონდო ბირჟის ლიცენზია.
- ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია.
- აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზია.
- სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია
- ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
- ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
- ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა.
- ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.
- საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა.
- ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
- ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.
- ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
- ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.
- ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.
დამკვეთის ინტერებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონსულტაციის გაწევა სხვა სახის ლიცენზიების მიღებაზეც.