სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია ქვეყანაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად რამდენიმე მილიონი ლარის მოცულობის ოპერაციები ხორციელდება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის ფორმებია:

ა. აუქციონი

ბ. პირდაპირი მიყიდვა: პირდაპირი მიყიდვა შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ან იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის გზით.

ხშირ შემთხვევაში დაინტერესებული ბიზნეს-სუბიექტები საჭიროებენ შესაბამის საკონსულტაციო მომსახურეობას პრივატიზაციის პროცესში ჩართულობისათვის  შესაბამის უძრავ ქონებათა შეძენა/დაკანონებისა და მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

კომპანია „ჯეორეიტინგი“ პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურეობის გაუმჯობესებისათვის აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან.

ჩვენი მომსახურეობა მოიცავს:

  • საქართველოს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებასთან ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება და დაინტერესებული პირის კანონიერი უფლებების დაცვა.
  • მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, მათ შორის: განცხადების შედგენა, კანონით დადგენილი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციის მოძიება, წარმომადგენლობა სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.

დაგვიკავშირდით

მისამართი: საქართველო, თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა # 12/ ბაჩანა ბრეგვაძის ქუჩა #2. საფოსტო ინდექსი 0114.


  ელ.ფოსტა: info@gsr.ge


 მობილური:  (+995) 596 881 881 ; (+995)  595 655 655;     

     სათაო ოფისი: (+ 995) 322 477 344


     ჩვენ სოციალურ ქსელებში