სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია ქვეყანაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად რამოდენიმე მილიონი ლარის მოცულობის ოპერაციები ხორციელდება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის ფორმებია:

ა. აუქციონი

ბ. პირდაპირი მიყიდვა: პირდაპირი მიყიდვა შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ან იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის გზით.

ხშირ შემთხვევაში დაინტერესებული ბიზნეს-სუბიექტები საჭიროებენ შესაბამის საკონსულტაციო მომსახურეობას პრივატიზაციის პროცესში ჩართულობისათვის  შესაბამის უძრავ ქონებათა შეძენა/დაკანონებისა და მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

კომპანია „ჯეორეიტინგი“ პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურეობის გაუმჯობესებისათვის აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან.

ჩვენი მომსახურეობა მოიცავს:

  • საქართველოს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებასთან ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება და დაინტერესებული პირის კანონიერი უფლებების დაცვა.
  • მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, მათ შორის: განცხადების შედგენა, კანონით დადგენილი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციის მოძიება, წარმომადგენლობა სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.

დაგვიკავშირდით:

საქართველო, თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. #129 ა, 0112

info@gsr.ge

(+995 32) 2477 344