• პროექტების მომზადება
  • პროექტის შეთანხმება/შუამდგომლობა მერიის არქიტექტურის სამსახურთან
  • პროფესიონალების კონსულტაცია
  • მშენებლობის ნებართვის აღება
  • კონსტრუქციული ნახაზი
  • ფოტომონტაჟები
  • კორექტირება

❖ ტოპოგრაფია

კომპანია “GDC”, სრულ მაღალხარისხიან ტოპოგრაფიულ მომსახურეობას გთავაზობთ. რაც თავის მხრივ მოიცავს:

  • ადგილის აგეგმვა;
  • განაზომთა მათემატიკური დამუშავება;
  • გამონათვალთა გრაფიკულად გამოხაზვა ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების სახით;
  • ტოპოგრაფიული და სხვადასხვა ტიპის რუქების შედგენა;
  • შიდა და გარე ტერიტორიის აზომვა, დაკვალვა, გამიჯვნა;
  • საკადასტრო მონაცემების მომზადება;
  • საჰაერო (აერო-ფოტო) გადაღება, სივრცული დაგეგმარება;
  • 3D რუქების შექმნა;
  • მონაცემების დამუშავება;
  • სტერეო რუქების შექმნა და ა.შ

სამუშაოები სრულდება უმოკლეს ვადაში კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

❖ საინჟინტრო გეოლოგიური კვლევა

კომპანია “GDC”,  მაღალკვალიფიციურ სრულ საინჟინრო გეოლოგიურ კვლევით მომსახურებას გთავაზობთ.

საინჟინრო გეოლოგია შეისწავლის დედამიწის ქერქის ზედა ჰორიზონტებსა და მათ დინამიკას ადამიანის საინჟინრო-სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით.  ქანების შედგენილობა, სტრუქტურა, ტექსტურა, გრუნტები და ა.შ.

საინჟინრო გეოლოგია თავის მხრივ არაერთ მიმართულებას მოიცავს:  გრუნტმცოდნეობას, რეგიონული საინჟინრო გეოლოგიას, საზღვაო საინჟინრო გეოლოგიას, საინჟინრო სეისმოლოგია და ა.შ.

საინჟინრო გეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ სამშენებლო პროექტის განხორციელება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე და რა კონსტრუქციული ელემენტების გამოყენება არის საჭირო, შენობის სიმყარის და მდგრადობისათვის.

❖ საექსპერტო შეფასება/ კონსულტაცია N41 დადგენილებით

უსაფრთხოება – მშენებლობის პროცესში ერთერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. სწორედ ამიტომ კომპანია “GDC” , სრულ მაღალხარისხიან საექსპერტო მომსახურეობას გთავაზობთ საქართველოს მთავრობის N41 დადგენილების, ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ მიხედვით. შეფასება თავის მხრივ მოიცავს დადგენილებით გაწერილი ყველა სამუშაოს შესრულებას, რათა პროექტი შესაბამისობაში მოვიდეს კანონთან.

❖ ტექნოლოგიური პროექტირება

კომპანია „GDC”  ტექნოლოგიური პროექტირების მომსახურებას გთავაზობთ, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური დანიშნულების ობიექტების პროექტირებას, აღნიშნული მოიცავს:

  • სატრანსფორმატორო ჯიხურები და ქვესადგურები;
  • ავტო სამრეცხაო ბოქსები და პოსტები;
  • საწვავ გასამართი სადგურები და პოსტები;
  • ნაპირსამაგრი საინჟინრო სამუშაოები;
  • ავზები და რეზერვუარები;
  • სასაწყობე ფართები;
  • საწარმოო დანიშნულების ობიექტები;
  • ბოქსები და სახელოსნოები;
  • სადრენაჟო და მეწყერ საწინააღმდეგო ნაგებობები;
  • საწარმოო კომუნიკაციები;
  • საცავები;
  • დასატვირთი პლატფორმები და ბუნკერები;
  • სამედიცინო დანიშნულების ობიექტები;
  • საქვაბეები და ბოილერის ოთახები;
  • სხვა და სხვა დანიშნულების არასაცხოვრებელი ნაგებობები.

დაგვიკავშირდით

გთხოვთ შეავსოთ ველები, დაგვიტოვოთ თქვენი მონაცემები და ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს ვადებში დაგიკავშირდებათ. 

მისამართი: საქართველო, თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა # 12/ ბაჩანა ბრეგვაძის ქუჩა #2. საფოსტო ინდექსი 0114.


  ელ.ფოსტა: info@gdcco.ge


 მობილური:  (+995) 596 881 881;  (+995)  595 655 655;     

     სათაო ოფისი: (+ 995) 322 477 344


     ჩვენ სოციალურ ქსელებში