რძის საწარმო

რძის ფხვნილის წარმოება

პროექტის შესახებ

წინაპირობა
ადგილობრივი ბაზარი:
• იმპორტირებული რძის ფხვნილი (2015 პირველ 7 თვეში) – $ 16 მილიონი
• იმპორტირებული კარაქი და რძის ცხიმი (2015 პირველ 7 თვეში) – $ 6.3 მილიონი
• რძის წარმოება საქართველოშ (2013) – 604.7 მილიონი ლიტრი
• ერთ მოსახლეზე რძის წარმოება(2013) – 135 ლიტრი

საქართველოს უპირატესობები:
• გადასახადებისგან განთავისუფლებული ექსპორტი ევროპაში, აშშ-ში, დსთ და სხვა რეგიონებში
• იაფი რესურსები – ელექტროენერგია, წყალი, მუშახელი
• ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა: ადვილად ხელმისაწვდომი ევროპის და აზიის ბაზრები (ფოთის და ბათუმის პორტები)
• სწრაფად მზარდი ტანსაცმლის ინდუსტრია
• ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)
პროექტის აღწერა
• კომპანიის ადგილმდებარეობა – წალკა, სამხრეთ საქართველო
• პროდუქტები – რძის ფხვნილი, კარაქი და სამი სახის ყველი (სულგუნი, ევროპული ყველი და მშრალი ყველი)
• ბიზნეს საქმიანობა – პროდუქციის წარმოება და დისტრიბუცია ადგილობრივ ბაზარზე
• დასაქმდება 40 ადამიანი

• სავარაუდო ფასი ერთეულზე (კგ)
რძის ფხვნილი (1 კგ) $ 3.22
კარაქი (1 კგ) $ 4.72
სულგუნი (1 კგ) $ 3.43
ევროპული ყველი(1კგ) $ 6.44
მშრალი ყველი (1კგ) $ 3.00
• წარმოების რაოდენობა
რძის ფხვნილი (ტონა) 2,043
კარაქი (ტონა) 1,022
სულგუნი (ტონა) 365
ევროპული ყველი (ტონა) 365
მშრალი ყველია (ტონა) 365

ფინანსური მაჩვენებლები
• მთლიანი ინვესტიცია: $ 12.5 მილიონი
• მე-3 წლის შემოსავალი: $ 12.8მილიონი
• მე-3 წლის საოპერაციო მოგება: $ 5 მილიონი
• IRR: 17%
სახელმწიფო რესურსი
სახელმწიფო უზრუნველყოფს შემდეგ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას:
• მიწის ნაკვეთის გადაცემა ნომინალურ ფასად
• აწარმოე საქართველოს ფარგლებში იაფი სესხი (qartuli.ge)
• წილობრივი ინვესტიცია საპარტნიორო ფონდის მიერ (fund.ge)
• ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მხრიდან

Recommend
Share
Tagged in