სამკერვალო საწარმო

სამკერვალო საწარმო

პროექტის შესახებ

წინაპირობა
• ტექსტილის და ტანსაცმლის ბაზარი მსოფლიო:
o ბაზრის მოცულობა(2013) -$ 1,100 მლრდ.
o წლიური ზრდის ტემპი – 4%
o საშუალო დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე (2012) – $ 153
• ევროპის ბაზარი მიიჩნევა მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზრად – $ 350 მლრდ.
• ჩინეთი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორი
– $ 288 მლრდ
• თურქეთი:
o რეგიონში ყველაზე დიდი ტანსაცმლის ექსპორტიორი
o ტანსაცმლის ექსპორტში მსოფლიოში მე-6 ადგილი – $ 13.9 მლრდ. (2011)
o ტექსტილის ექსპორტში მსოფლიოში მე-8 ადგილი – $ 10.8 მლრდ. (2011)
საქართველოს უპირატესობები:
• გადასახადებისგან განთავისუფლებული ექსპორტი ევროპაში, აშშ-ში, დსთ და სხვა რეგიონებში
• იაფი რესურსები – ელექტროენერგია, წყალი, მუშახელი
• ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა: ადვილად ხელმისაწვდომი ევროპის და აზიის ბაზრები (ფოთის და ბათუმის პორტები)
• სწრაფად მზარდი ტანსაცმლის ინდუსტრია
• წლიური ექსპორტი (2014) – 90 მლნ, საშუალო ზრდის ტემპი – 32% (2009 წლის შემდეგ)
• ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)
პროექტის აღწერა
• კომპანიის ადგილმდებარეობა – თბილისი
• უცხოური ბრენდის ქვეშ ტანსაცმლის წარმოება
• საწარმოო ნედლეული – ყველა საჭირო ნედლეული მოწოდებული იქნება უცხოური ბრენდის მიერ
• ბიზნეს აქტივობა – მზა პროდუქციის შეკერვა, შეფუთვა და შემკვეთისათვის მიწოდება
• წარმოების მოცულობა – 4 საწარმოო ხაზი
• წლიური წარმადობა – 132 000 ქურთუკი
• დასაქმება – 180 მკერავი
• დაახლ. ერთეულის ფასი – $ 11.25
ფინანსური მაჩვენებლები
• ინვესტიცია – $ 2 მლნ.
• საშუალო წლიური შემოსავალი – $ 1.3 მლნ.
• საოპერაციო მოგება ცვეთის დარიცხვამდე – $ 7 მლნ.
• შიდა უკუგების განაკვეთი (5 წელი) – 35%
სახელმწიფო რესურსი
სახელმწიფო უზრუნველყოფს შემდეგ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას:
• მიწის ნაკვეთის გადაცემა ნომინალურ ფასად
• აწარმოე საქართველოს ფარგლებში იაფი სესხი (qartuli.ge)
• წილობრივი ინვესტიცია საპარტნიორო ფონდის მიერ (fund.ge)
• ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მხრიდან

phone:

+ 995 551 176 470 ინგლისური

phone:

+ 995 577 772 203 ქართული

phone:

+ 995 595 655 655 რუსული

phone:

+ 995 593 450 288 არაბული

სხვა პროექტები
Recommend
Share
Tagged in