ჰოლდინგ „ჯეოსილქროუდის“ შვილობილი კომპანია „ჯეორეიტინგი“ ახორციელებს სარეიტინგო მომსახურებას, რაც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს-სუბიექტების კვლევასა და მათთვის შესაბამისი რეიტინგების მინიჭებას საერთაშორისო სარეიტინგო სტანდარტების მიხედვით, რომლებიც განსაზღვრავენ მოცემულ ორგანიზაციათა საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის რისკების ინტეგრალურ ინდექსებს. ასევე, სარეიტინგო კვლევის შემდგომი რეკომენდაციების შემუშავებას დამკვეთი კომპანიებისათვის, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით.

კომპანია „ჯეორეიტინგს“ გააჩნია რეიტინგის მინიჭების საკუთარი, უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ სარეიტინგო კომპანიათა სამუშაო პროცედურების გათვალისწინებით შეიქმნა. „ჯეორეიტინგი“ წარმოადგენს ობიექტურ, მიუკერძოებელ და მაღალი პროფესიონალური სტანდარტების დამცველ კომპანიას, რომელიც მოწოდებულია ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხარისხის ამაღლებისათვის.

კომპანია „ჯეორეიტინგი“ საკუთარი სარეიტინგო ანგარიშების მომზადებას დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე ახდენს: ქართულ, ინგლისურ,  რუსულ და სხვა ენებზე. დამკვეთი კომპანიის რეიტინგის განსაზღვრისათვის კომპანიის საქმიანობის იმ სექტორების იდენტიფიკაცია ხდება, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან კომპლექსს კომპანიის სრული დახასიათებისათვის და ყველა არსებული რისკის განსაზღვრისათვის.  სექტორთა იდენტიფიკაციის შემდეგ ხდება ამ სექტორთა პრიორიტეტულობის შეწონილი კოეფიციენტების დადგენა.

ცალკეულ სექტორთა შესაფასებლად გამოიყენება სუბ-სექტორალური მოდელი, ცალკეულ სუბ-სექტორს ასევე შეესაბამება პრიორიტეტულობის კოეფიციენტი პროცენტული სახით, რომელიც განსაზღვრავს ამ სუბ-სექტორების შეფასებათა ხვედრით წილს საერთო  სარეიტინგო ქულაში. სუბ-სექტორთა შესაფასებლად კომპანია „ჯეორეიტინგი“ იყენებს სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებს – აუდიტორული, ფინანსური, საბუღალტრო და კონტროლინგის სამსახურის ანგარიშების ანალიზს; სოციოლოგიური კვლევების ჩატარებას, როგორც დამკვეთი კომპანიის თანამშრომელთა, ასევე არსებულ და პოტენციურ კლიენტთა გარემოში; სოციალური ქსელებიდან და მასმედიიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას; ურთიერთობას სახელმწიფო სტრუქტურებთან და შესაბამის რეგულატორებთან.

სარეიტინგო კომპანია „ჯეორეიტინგს“ გააჩნია 11 საფეხურიანი შეფასებათა შკალა AA+, AA, A, BB+, BB, B+, B, B-, C+, C და C-.  პოზიტიური რეიტინგების თითოეულ საფეხურს  AA+ დან B- მდე შეესაბამება რიცხობრივი კოეფიციენტი 10-დან 3-მდე, რომლებიც გამოიყენება საბოლოო რეიტინგის შესაბამისი მნიშვნელობის გამოსაანგარიშებლად.

სარეიტინგო ქულის მინიჭების სკალა

კომპანია „ჯეორეიტინგი“ საჭიროებს საშუალოდ 10 სამუშაო დღეს კომპანიისათვის რეიტინგის მინიჭების დასრულებისათვის.

„ჯეორეიტინგი“  ასევე, იყენებს რეიტინგის მოსალოდნელი ცვლილების პროგნოზს. ეს შეიძლება იყოს – „სტაბილური“- ანუ რეიტინგის ცვლილება მომავალი  წლის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის.  „ცვალებადი“ – რეიტინგი შესაძლოა გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს. „ნეგატიური“ – რეიტინგი დიდი ალბათობით შესაძლოა გაუარესდეს და „პოზიტიური“- დიდი ალბათობით შესაძლოა გაუმჯობესდეს.

სარეიტინგო ქულისა და ანგარიშის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:

  • ინვესტორის მიერ ინვესტიციის ობიექტის (კომპანიის) შეფასების მიზნით;
  • მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად და კომპანიის საქმიანობის გასაუმჯობესებლად;
  • რისკების აღმოსაფხვრელად და ეფექტურობის ასამაღლებლად.

დაგვიკავშირდით:

საქართველო, თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. #129 ა, 0112

info@gsr.ge

(+995 32) 2477 344