სახელმწიფო და საჯარო იურიდიული პირები ყოველწლიურად ახორციელებენ რამდენიმე მილიარდი ლარის ღირებულების პროდუქტისა და მომსახურების შეძენას. შესყიდვის ობიექტებს მიეკუთვნება: სამშენებლო სამუშაოები, პროგრამული უზრუნველყოფა, დაზღვევა, ნავთობპროდუქტები, დასუფთავება, ხელსაწყოები, საოფისე ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, ავეჯი, კვების პროდუქტები, სამშენებლო მასალები, ტანსაცმელი და სხვა. ჰოლდინგი „ჯეოსილქროუდი“ გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ სატენდერო დოკუმენტების მომზადებაში.

სასურველი ტენდერის შერჩევის შემდეგ, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ უნაკლოდ მოამზადოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის:

  • მოამზადოთ და შეადგინოთ საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;
  • მოიძიოთ და მოითხოვოთ საჭირო დოკუმენტები სახელმწიფო უწყებებიდან, ბანკებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან (საჭიროების შემთხვევაში);
  • დააზუსტოთ ტენდერის პირობები და მოთხოვნები.

დოკუმენტაციის მომზადების პარალელურად ჩვენ ვახორციელებთ ზოგად კონსულტაციას და შეფასებას სატენდერო პირობებიდან გამომდინარე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტენდერში გამარჯვების ალბათობას. ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს სასურველი ტენდერების მონიტორინგს და შემდგარი ტენდერების ანალიზს ფასის თუ სხვა კომერციული ინტერესების მონიტორინგის მიზნით.

საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ თქვენი კომპანიის რეგისტრაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემაში და ასევე მივიღოთ მონაწილეობა ვაჭრობაში, როგორც თქვენი ნდობით აღჭურვილმა პირმა. თქვენი ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე მოვახდინოთ ფასის დაფიქსირება.

ტენდერის წარმატებით დასრულების შემდგომ ჩვენ ვახდენთ გასაფორმებელი ხელშეკრულების შედგენა-კორექტირებას თქვენი ინტერესების დაცვით. ჩვენ ასევე დაგეხმარებით ყველა იურიდიული ნორმატივის დაცვით ტენდერის შედეგების გასაჩივრებაში, თუკი ამის ობიექტური საჭიროება და დასაბუთება არსებობს (არაკეთილსინდისიერი ვაჭრობა).

ტენდერები
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება

დაგვიკავშირდით:

საქართველო, თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. #129 ა, 0112

info@gsr.ge

(+995 32) 2477 344