საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა და თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ასეთი მდებარეობა დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს მას დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციის პროცესში. ამ თვალსაზრისით გადაიდგა კიდევ გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები. ამის დასტურია თუნდაც ის რომ განხორციელდა “ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის პროგრამა”, ასევე საფუძველი ჩაეყარა ტრანსკავკასიური ნავთობსადენის “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა” და “ბაქო-თბილისი-არზრუმის” გაზსადენის ამოქმედებას.

  ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აქტუალურია შემდეგი კითხვები:

  • რამდენად უპასუხებს საქართველოში არსებული სოც-ეკონომიკური მდგომარეობა გლობალიზაციის გამოწვევას?
  • არის თუ არა მზად ქვეყანა აითვისოს გლობალიზაციის პოზიტიური შედეგები? და ა.შ

 მიუხედავად პოზიტიური ძვრებისა, საქართველო ჯერ კიდევ რთული სოც-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების წინაშე დგას.

 გლოალიზაცია ზოგჯერ, ჩამორჩენილი სუსტად განვითარებულ ქვეყანას აქცევს უპირატესად მომხმარებლად, ხშირად დაბალი ხარისხის და ფალსიფიცირებული იმპორტირებული ნაწარმის გამსაღებლად. სამწუხაროდ ეს საფრთხე არც საქართველოს ასცდა.

 საქართველომ ვერ შეძლო ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა გამხდარიყო, ამჟამად სამომხმარებლო ბაზრის 70% იმპორტირებულ საქონელს აქვს დაკავებული.

 მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უნიკალური რესურსების მფლობელია, მდიდარია მისი ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალი, საინტერესო და მიმზიდველია ბუნებრივი რესურსებით, მინერალური და მტკნარი წყლებით, ტურისტული ბაზებით და ა.შ. თუმცა ჩვენს ქვეყანაში მაინც მძიმე სოც-ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობაა. ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ აუცილებლია სწორად და რაციონალურად გავიაზროთ, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები.

 თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გააძლიეროს მუშაობა 2 ძირითად მიმართულებით: პირველი, გაითვალისწინოს ეკონომიკის მოდერნიზაციის სფეროში სხვა ქვეყნების გამოცდილება და შეიმუშაოს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გეოეკონომიკური პოლიტიკა. მეორე, უზრუნველყოს ქართული ეროვნული თვითმყოფადი სამეურნეო თანაცხოვრების წესებისა და ტრადიციების დაცვა, მეტი პირობა შეუქმნას სპეციფიკური დარგების განვითარებას.

 როგორც უკვე აღვნიშნე, კავკასიისადმე მზარდი ინტერესი მხოლოდ ეკონომიკური პოტენციალით არ არის განპირობებული, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა საერთაშორისო ვაჭრობაში სატრანსპორტო კვანძის ფუნქციას ანიჭებს.

 კავკასიისა და ცენტრალური აზიის განვითარების პროექტებიდან თავისი უნივერსალურობით გამოირჩევა “ტრასეკა”, ის არის შემადგენელი ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რომელიც “აბრეშუმის გზის” აღდგენის პროექტითაა ცნობილი.

 ახლა რაც შეეხება კონკრეტულ ნავსადგურებს- ფოთის ნავსადგურის მოდერნიზაციის პროცესში აქტიურადაა ჩართული ევროკავშირი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სარკინიგზო-საბორნე კომპლექსს, რომელიც ფოთის ნავსადგურს აკავშირებს უკრაინისა და ბულგარეთის ნავსადგურებთან და უზრუნველყოფს დიდი მოცულობით ტვირთბრუნვას.

 საქართველოს სანტრანზიტო სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბათუმის ნავსადგურს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობებით. მსოფლიოში პირველად სწორედ ამ ნავსადგურიდან მოხდა ნავთობის ტრანსპორტირება ტანკერ “ამიურექსის” მიერ, რომლის პროექტის ავტორი იყო ნობელი.

 ნავსადგური უკავშირდება კავკასიის, ცენტრალური აზიის, რუსეთისა და თურქეთის ქვეყნებს, საავტომობილო და სარკინიგზო გზებით. აგრეთვე გამოიყენება, როგორც მთავარი სანტრანზიტო ნავსადგური ყაზახეთსა და აზერბაიჯანის ნავთობის გადასამუშავებლად. ბათუმის ნავსადგური საზღვაო გზებით უკავშირდება მსოფლიოს ყველა საზღვაო ქვეყანას.

 საქართველოს სატრანზიტო პოტენციალში მნიშვნელოვანი ფუნქცია საჰაერო სივრცესაც აკისრია, რომელიც 1988წ. გაეროს განვითარების პროგრამის საფუძველზე გარდაიქმნება და მოდერნიზირდება.

 ყოველწლიურად იზრდება სარკინიგზო ტრასპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობა, რაც ადასტურებს მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობას.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოს 20229კმ. სიგრძის საჯარო გაზა გააჩნია, აქედან 1474კმ საერთაშორისოა. სატრანზიტო ფუნქციის შესრულებისთვის აუცილებელია სატრასპორტო სფეროს ინტეგრაცია მსოფლიო სატრასპორტო ინფრასტრუქტურაში. საავტომობილო დარგი კი ერთ-ერთი ძირითადი სფეროა.

 “ევროპა-კავკასია-აზიის სატრასპორტო კორიდორის” შექმნამ ხელი შეუწყო საქართველოს ინფრასტრუქტურის დახვეწასა და განვითარებას. საავტომობილო ტრასპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში “ტრასეკას”, რომელიც როგორც აღვნიშნე საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, მუშაობს ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის გზაზე ავტოსატრასპორტო გადაზიდვების სრულყოფაზე.

 ამრიგად საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს თანამედროვე ეკონომიკური სივრცეში და აქტიურ მონაწილეობას იღებს რეგიონალური პროექტების სრულყოფასა და განხორციელებაში.

წყარო: https://solaspress.wordpress.com/

Recommend
Share
Tagged in
Translate »
× დაგვირეკეთ