საქართველო განათლების მისაღებად თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი ქვეყანაა.

განათლების სისტემა სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

უძველესი, საუკუნოვანი უნივერსიტეტები, კვალიფიციური, პროფესიონალი ლექტორები და ტრენერები, სწავლის მოქნილი სისტემა, ხელმისაწვდომი ფასები როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯების გათვალისწინებით, უსაფრთხოება – არის ის პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს გამოარჩევს სხვა ქვეყნებისგან.

„ჯეოვიზიტ“-ის პროფესიონალთა გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას განათლების სისტემასთან დაკავშირებით, ასევე გთავაზობთ გაცნობითი ხასიათის ტურებს ქართულ უნივერსიტეტებში. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ და მიიღოთ მონაწილეობა საზაფხულო სკოლებსა და სემინარებში, რაც ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კარიერული განვითარების გზაზე. საგანმანათლებლო სისტემასთან მუდმივი და მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ ზუსტად თქვენზე მორგებული სასწავლო პროგრამა. ამასთან, ორგანიზებას გავუწევთ მგზავრობის, ცხოვრების და სხვა დეტალებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ დასაქმების ფორუმებთან და სტუდენტურ ცენტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს სექტორთან, რაც არამარტო ხარისხიანი განათლების მიღებაში, არამედ მის გამოყენებასა და დასაქმებაში დაგეხმარებათ.

„ჯეოვიზიტ“-თან ერთად თქვენ შეძლებთ მიიღოთ ფართო პროფილის განათლება და ამერიკული (სან დიეგოს უნივერსიტეტი) და ევროპული დიპლომი. ჩვენ ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, რომლებიც ახორციელებენ გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

ამასთან, ხარისხი საქართველოს პრიორიტეტია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო.

ყოველწლიურად საქართველოში ათასობით უცხოელი სტუდენტი ჩამოდის, წარმატებით იღებს დიპლომს და აგრძელებს კარიერას როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, რაც ქართული განათლების სისტემის მდგრადობაზე მეტყველებს.

დაგეგმე წარმატებული კარიერა ჩვენთან ერთად!

დაგვიკავშირდით

გთხოვთ შეავსოთ ველები, დაგვიტოვოთ თქვენი მონაცემები და ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს ვადებში დაგიკავშირდებათ. 

მისამართი: საქართველო, თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა # 12/ ბაჩანა ბრეგვაძის ქუჩა #2. საფოსტო ინდექსი 0114.


ელ.ფოსტა: info@geovisit.ge


მობილური(+995) 596 556 655; (+995) 595 655 655;   

      სათაო ოფისი: (+ 995) 322 477 344


      ჩვენ სოციალურ ქსელებში