ქვის საწარმო მარნეულში

ქვის საწარმო მარნეულში

პროექტის შესახებ

წინაპირობა
• ქვების იმპორტი (2014) – $ 16 მლნ, წლიური ზრდის ტემპი- 37% (2009 წლიდან)
• ქვები გამოიყენება სტრუქტურული და დეკორატიული მიზნებით მშენებლობასა და მონუმენტურ საქმიანობაში
• ქვების მსოფლიო ბაზარი(2013) – $ 54 მლრდ.
• წლიური ზრდის ტემპი – 7.5%
• დაუმუშავებელი ქვის ნედლეული ძირითადი მწარმოებლები არიან ჩინეთი, ინდოეთი, იტალია, ირანი, თურქეთი, ბრაზილია, ეგვიპტე, პორტუგალია, აშშ, საბერძნეთი, საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა.
• მზა პროდუქტის ძირითადი მომხმარებლები არიან: ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, იტალია, ესპანეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, ტაივანი, ბრაზილია და დიდი ბრიტანეთი.
საქართველოს უპირატესობები:
• გადასახადებისგან განთავისუფლებული ექსპორტი ევროპაში, აშშ-ში, დსთ და სხვა რეგიონებში
• არსებული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები
• იაფი რესურსები – ელექტროენერგია, წყალი, მუშახელი
• ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა: ადვილად ხელმისაწვდომი ევროპის და აზიის ბაზრები (ფოთის და ბათუმის პორტები)
• ბუნებრივი, დეკორატიული და სამშენებლო ქვების ფართო არჩევანი(231 რეგისტრირებული საწარმო, 1.5 მლრდ. მ3 მთლიანობაში
• მაღალი ხარისხის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები, ფერთა ფართო არჩევანი, ტექსტურა და ნატურალური დიზაინი
• ქართული სამშენებლო ბაზარი (2012) – $ 2.5 მლრდ, წლიური ზრდის ტემპი – 22% (1999 წლიდან)
• იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლების დიდი პოტენციალი
• ევროკავშირთან ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)

პროექტის აღწერა

• კომპანიის ადგილმდებარეობა – მარნეული, ქვემო ქართლის რეგიონი
• საწარმოო შესავალი – იმპორტირებული და ქართული ბუნებრივი ქვის ბლოკები (გრანიტი, მარმარილო, დიაბაზი, ბაზალტი და ა.შ.)
• საბოლოო პროდუქტი – სტანდარტული და არასტანდარტული ქვის ფილები
• მიზნობრივი ბაზარი – ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრები(ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, რუსეთი, ა.შ.)
• წლიური წარმადობა – 50 000 მ2
• მოთხოვნის შემთხვევაში გადმოგეცემათ დეტალური ბიზნეს გეგმა
ფინანსური მაჩვენებლები
• ინვესტიცია – $ 2 მლნ.
• მესამე წლის შემოსავალი – $ 1.9 მლნ
• მესამე წლის საოპერაციო მოგება ცვეთის დარიცხვამდე – $ 1.4 მლნ
• შიდა უკუგების განაკვეთი (5 წელი) – 50%

სახელმწიფო რესურსი

სახელმწიფო უზრუნველყოფს შემდეგ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას:

• მიწის ნაკვეთის გადაცემა ნომინალურ ფასად
• აწარმოე საქართველოს ფარგლებში იაფი სესხი (qartuli.ge)
• წილობრივი ინვესტიცია საპარტნიორო ფონდის მიერ (fund.ge)
• ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მხრიდან

Recommend
Share
Tagged in