Geosilkroad LLC-ის პროფესიონალ მთარგმნელთა და თარჯიმანთა გუნდი, წარმოდგენილი მისი შვილობილი კომპანიის სახით Geo Silk Translations LLC (GST)

სხვადასხვა ტიპის სათარჯიმნო-მთარგმნელობით მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ინგლისური, რუსული, აზერბიჯანული, ფრანგული, გერმანული, უკრაინული, პოლონური, თურქული, სპარსული, არაბული, ჰოლანდიური, ჩინური, იაპონური, კორეული, ივრითი, ჰინდი, ურდუ, თამილური, ბანგლადეშური, უნგრული, ჩეხური, ლატვიური, ლიტვური, ბერძნული, იტალიური, შვედური, ჩეჩნური, სომხური, ავღანური, არამეული, აფხაზური, ბულგარული, ესტონური, კატალონიური, მალაიზიური, ნიგერიული, ნორვეგიული, ოსური, პორტუგალიური, პუშტუ, ჟესტური, რუმინული, სლოვაკური, ტაილანდური, უზბეკური, ქისტური, ქურთული და ყაზახური ენების მცოდნე დიპლომირებული თარჯიმნებისგან მრავალწლიანი მთარგმნელობითი/სათარჯიმნო (სინქრონული, თანმიმდევრული)  გამოცდილებით, თქვენს შეკვეთას სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს. ჩვენ ვსაუბრობთ და ვწერთ თქვენი მომხმარებლების, კოლეგებისა და პარტნიორების ენაზე, რაც წარმატების უპირობო საწინდარია.

ჩვენ გთავაზობთ ფასისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსს!

ჩვენი სერვისები:

საიტის თარგმნა

დოკუმენტების თარგმნა/დამოწმება

იურიდიული თარგმნა

სინქრონული თარგმნა

თანმიმდევრული თარგმნა

ტექნიკური თარგმნა

სამეცნიერო თარგმნა

სამედიცინო თარგმნა

ლიტერატურული თარგმნა

სურდო თარგმანი / ჟესტური

 ❖ საიტის თარგმნა

ბევრი ორგანიზაციისათვის ინტერნეტსაიტი მის იმიჯურ სახეს, სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. იგი საუკეთესო საშუალებაა უცხოელი პარტნიორებისა და პოტენციური კლიენტების მოსაზიდად. საიტების ხელმისაწვდომობა მრავალ ენაზე დღესდღეობით უკვე აუცილებლობას წარმოდგენს. რაც უფრო მეტ ენაზე იქნება წარმოდგენილი კომპანიის გვერდი, მით უფრო იზრდება თქვენი პოტენციური მომხმარებლის რაოდენობა. მთარგმნელობითი სამუშაო მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მიერ უნდა იყოს შესრულებული, რათა მომხმარებელს თავისუფლად შეეძლოს მოწოდებული ინფორმაციის აღქმა.

სწორედ ამიტომ კომპანიაჯეო სილქ თრანსლეიშენი“- გთავაზობთ საიტების სრულ ტექნიკურ მთარგმნელობით მომსახურებას, რაც თავის მხრივ მოიცავს, როგორც სტანდარტულ, ასევე პრეს რელიზების, ბლოგების და სხვა კონტენტის ტექნიკურ თარგმნას.

ინტერნეტ საიტის ნებისმიერი ტექსტი წარმოადგენს არამარტო ტექსტს, არამედ გრაფიკული ობიექტების კომპლექსსაც, რომლებიც შეიცავენ ღილაკებს, ბანერებს, ნახატებს, მეტა მონაცემებს, რომელთა თარგმნაც ასევე უნდა ხორციელდებოდეს ვებდამუშავების სპეციფიკური წესების მიხედვით.

კომპანიაჯეო სილკ თრანსლეიშენი“-ის მთავარი მიზანია თქვენ მიიღოთ მაღალხარისხიანი მომსახურება უმოკლეს ვადებში .

❖ დოკუმენტების თარგმნა/დამოწმება

გთავაზობთ ყველა სახის დოკუმენტის მაღალხარისხიან თარგმნას და ნოტარიალურ დამოწმებას უმოკლეს ვადებში. მოწმობები, დიპლომები და დიპლომის დანართები, სავიზიტო ბარათები, მართვის მოწმობები, პასპორტები, იმუნიზაციის ბარათები, ქორწინებისა და განქორწინების მოწმობები, ნასამართლეობის შესახებ ცნობები, გარდაცვალების მოწმობები, ანდერძები, პოლიციის ანგარიშების და სხვა დოკუმენტების ჩათვლით. ჩვენ ვთავაზობთ პროფესიონალურ, სწრაფ და კონფიდენციალურ მთარგმნელობით მომსახურებას ყველა ენაზე. 2

იურიდიული თარგმნა

 მაღალხარისხიან იურიდიულ მთარგმნელობით მომსახურეობას გთავაზობთ. საერთაშორისო კონტრაქტების და ხელშეკრულებების უცხოური სამართლის, სასამართლო დოკუმენტაციისა და ნორმატიული აქტების თარგმნის სიზუსტე, იურიდიული ტერმინოლოგიის ღრმა ცოდნით განისაზღვრება. ყველა თარგმანი შესრულებული იქნება ჩვენი მაღალკვალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

იურიდიული

  • საკანონმდებლო აქტები
  • სასამართლოს გადაწყვეტილებები და დადგენილებები
  • მამტკიცებელი დოკუმენტები
  • სასამართლო უწყებები და შუამდგომლობები და სხვა

ადმინისტრაციული

  • განსაზღვრები, დადგენილებები და გადაწყვეტილებები
  • ანგარიშები და ტექნიკური მასალა
  • დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების მოწმობები და სხვა

კერძო

  • კონტრაქტები
  • ანდერძები და მოწმობები მინდობილობებიფინანსური დოკუმენტები
  • სადაზღვევო ჩანაწერები
  • უნივერსიტეტის, საშუალო სკოლის დოკუმენტები და სხვა

❖ სინქრონული თარგმნა                                                                                                                    

მაღალხარისხიან სინქრონულ მთარგმნელობით მომსახურეობას გთავაზობთ. ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალების გუნდი კონფერენციების, ტრენინგების, ფორუმების, საქმიანი შეხვედრები და . უცხო ენის წარმომადგენლებისათვის სინქრონულად ინფორმაციის მიწოდებაში დაგეხმარებათ. სინქრონული თარგმნა არის სერვისი, რომლის დროსაც თარჯიმანი ზედმიწევნით თარგმნის ტექსტს, თუმცა რიგ შემთხვევებში იყენებს ინტერპრეტირებას თარგმნის მეტი აღქმადობისათვის.

ხშირად მთარგმნელს აქვს მხოლოდ რამდენიმე წამი იმისთვის, რომ გაიაზროს წინადადება, ხოლო შემდეგ მიაწოდოს აუდიტორიას მისთვის გასაგებ ენაზე, შესაბამისი ტერმინოლოგიით. სინქრონული თარგმნა მოითხოვს დიდ ენერგიას. როგორც წესი, სინქრონული თარჯიმნები ერთმანეთს ენაცვლებიან 20-25 წუთიანი ინტერვალებით. ამიტომაც სინქრონულ თარგმნას ახორციელებს მინიმუმ 2 ან მეტი თარჯიმანი.

❖ თანმიმდევრული თარგმნა

მაღალხარისხიან თანმიმდევრულ მთარგმნელობით მომსახურეობას გთავაზობთ. ამ ტიპის თარგმანის დროს მომხსენებელი ან შეხვედრის მონაწილე ყოველი წინადადების ბოლოს აკეთებს პაუზას და ამით საშუალებას აძლევს თარჯიმანს, გადმოსცეს ნათქვამი უცხო ენაზე ან პირიქითუცხო ენიდან ქართულად, ან უცხო ენიდან უცხო ენაზე.

თანმიმდევრული თარგმანი, როგორც წესი, გამოიყენება შემდეგ დროს:

  • საქმიანი მოლაპარაკებები
  • სატელეფონოან Skype-ის მეშვეობით მოლაპარაკებები
  • სემინარები და სამუშაო შეხვედრები
  • ბრიფინგები, პრესკონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები
  • ფურშეტები, საზეიმო ღონისძიებები 

❖ ტექნიკური თარგმნა

მაღალხარისხიან ტექნიკურ მთარგმნელობით მომსახურეობას გთავაზობთ. რაც თავის მხრივ ტექნიკური დოკუმენტაციის, სამეცნიერო სტატიების ან ტექნიკური მოწყობილობების ინსტრუქციების ზუსტ შესაბამის ტერმონოლოგიური შინაარსობრივ თარგმნას მოიცავს. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა თემატიკის ტექნიკური ტექსტების პროფესიონალურ თარგმნას შემდეგი მიმართულებებით: საინფორმაციო ტექნოლოგიები, მანქანათმშენებლობა, მექანიკა, მეტალურგია, მშენებლობა, ავიაცია ენერგეტიკა, ნავთობი, გეოლოგია, ელექტრონიკა, ფიზიკა, ქიმია და ..

❖ სამეცნიერო თარგმნა

მაღალხარისხიან სამეცნიერო მთარგმნელობით მომსახურეობას გთავაზობთ. მის თავისებურებას აზრის სისუსტე, ლაკონურობა და ობიექტურობა წარმოადგენს. დოკუკუმენტების ფუნქციაა ინფორმაციის მიწოდება და მისი მართებულობის დამტკიცება.

სამეცნიერო ნაშრომის თარგმანი არა მხოლოდ ენის ცოდნას, არამედ ორიგინალის გააზრების უნარსაც მოითხოვს. მნიშვნელოვანია ინფორმაცია ითარგმნოს ადეკვატურად, უზუსტობების და აზრის დამახინჯების გარეშე.

პროფესიონალი თარჯიმნების ჯგუფი მუშაობს ნებისმიერი ტიპისა და სირთულის

სამეცნიერო ტექსტებზე:

  • სამეცნიერო პუბლიკაციები
  • დისერტაციები
  • სამეცნიეროტექნიკური მასალები
  • სახელმძღვანელოები
  • სამეცნიერო კვლევების შედეგები
  • რეფერატები
  • საკურსოები და სხვა

სამედიცინო თარგმნა

 მაღალხარისხიან სამეცნიერო მთარგმნელობით მომსახურეობას გთავაზობთ. სამედიცინო თარგმანი უაღრესად სპეციალიზებული მიმართულებაა, უზუსტობამ შეიძლება არასწორი დიაგნოზი და ფატალური შედეგიც გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო კვალიფიცირებულ კადრებს, რომლებსაც ზუსტი თარგმანისთვის საჭირო ამომწურავი ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ. ძირითადად გამოყენებადი პროდუქტებია:

  • ინდივიდუალური სარეგისტრაციო ანკეტები
  • კლინიკური გამოკვლევები
  • მედიკამენტების რეგისტრაციის დოკუმენტაცია
  • გამოყენების სახელმძღვანელოები და ჩანართები
  • ინფორმირებული თანხმობის ფორმები
  • სამეცნიერო აპარატურის დამონტაჟებისთვის ინსტრუქცია
  • ეტიკეტირება
  • გამოყენების სახელმძღვანელო
  • შეფუთვის და ეტიკეტირების პატენტები
  • პაციენტის ისტორია
  • პაციენტის კითხვარი
  • ოქმები
  • გამოყენებითი სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისი
  • ანგარიშები ტოქსიკოლოგიაში
  • სახელმძღვანელოები მომხმარებელთათვის

❖ ლიტერატურული თარგმნა

მაღალხარისხიან ლიტერატურულ მთარგმნელობით მომსახურეობას გთავაზობთ. ამ ტიპის მიმართულებისათვის: ორაზროვანი ფრაზები, ემოციური დატვირთულობა, მოძველებული გამონათქვამების და არქაიზმების გამოყენება, სტილისტური მიდგომების სიუხვე. ასეთი ტიპის თარგმნა ერთგვარ ხელოვნებას წარმოადგენს. ჩვენ გთავაზობთ მხატვრული ტექსტების, მასალების პროფესიონალურ თარგმნას ევროპული და აღმოსავლური ენებიდან და პირიქით, შემდეგი მიმართულებებით: მოთხრობები, რომანები, ნარკვევები, პუბლიცისტიკა,. კრიტიკული სტატიები, წიგნები, ბროშურები მწერალთა და პოლიტიკოსთა მემუარები და სხვა

❖ სურდო თარგმანი / ჟესტური თარგმანი

გთავაზობთ მაღალხარისხიან სურდო მთარგმნელობით (თარგმნას ჟესტების ენაზე) მომსახურებას. ჩვენი მიზანია თქვენი კონფერენციებისა და ღონისძიებების სრულყოფილი მომსახურება, რათა ყველა პირისათვის, მათ შორის შშმ (სმენა დაქვეითებულთათვის) ხელმისაწვდომი და აღქმადი იყოს გადმოცემული ინფორმაცია.

Image result for ფრანცე ფლაგ  Image result for გერმან ფლაგ  Image result for ამერიკის დროშა  Image result for great british flag  Image result for თურქეთის დროშა  Image result for ირანის დროშა  Image result for აზერბაიჯანის დროშა  Related image  Image result for რუსეთის დროშა

დაგვიკავშირდით

გთხოვთ შეავსოთ ველები, დაგვიტოვოთ თვენი მონაცემები და ატვირთოთ .PDF ფაილი, რომელიც გსურთ რომ გადავთარგმნოთ და ჩვენი გუნდი მალევე დაგიკავშირდებათ.

მისამართი: საქართველო, თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა # 12/ ბაჩანა ბრეგვაძის ქუჩა #2. საფოსტო ინდექსი 0114.


  ელ.ფოსტაinfo@gsr.ge


 მობილური:  (+995) 596 558 558 ; (+995)  595 655 655;     

     სათაო ოფისი: (+ 995) 322 477 344


     ჩვენ სოციალურ ქსელებში