ჩვენი კომპანიის მთავარი მისიაა ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს განვითარებას და ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ბიზნეს სექტორში.
სწორედ ამიტომ კომპანია GeoSilkRoad-მა ერთი მიზნის გარშემო გააერთიანა კვალიფიციური კადრები, რომლებიც თავდაუზოგავი მუშაობის ხარჯზე, წარმოუდგენელ იდეებსაც რეალობად აქცევენ.
გარდა კომპანიაში მუდმივად დასაქმებული პირებისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ დარგობრივ სპეციალისტებთან, რომლებიც სპეციალურად არიან მოწვეულნი და ზედამხედველობას უწევენ პროექტების სრულყოფილად შესრულებას. ჩვენი კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესია ხარისხი, სწორედ ამიტომ კვალიფიციურ, სფეროში ლიდერ კადრებთან მუშაობა ჩვენთვის პრიორიტეტია.
თავისი საქმიანობის ფარგლებში, კომპანია GeoSilkRoad-ი კონსულტირებას უწევს კომპანიებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს მეწარმეთა ხელშეწყობას სხვადასხვა საჭირო ნებართვის მიღებაში, სამთავრობო და კერძო პროექტების მოზიდვაში, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში და კანონიერი, ჯანსაღი კონკურენციის გზით ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევაში.
ჩვენ ბიზნესებს ვთავაზობთ კომპლექსურ სერვისს, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს მათ ლიდერობას ბაზარზე და ახალი გამოწვევის დაძლევას. ჩვენთან თანამშროლობა ნიშნავს – მაღალკვალიფიციურ მომსახურებას, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულ, ინდივიდუალურ სერვისს და განვითარებას!
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რადგან – თანამშრომლობა არის წინსლის და წარმატების საფუძველი.