ანდრონიკაშვილის პროექტი

ანდრონიკაშვილის პროექტი

შპს „თბილისი სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობაზა №1  მდებარეობს ქ. თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩის პირველი შესახვევში N38ა. ავტობაზა №1-ში მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსების ტექნიკური მომსახურება და კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ავტობაზა №1 არის მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზა, რომელიც მოემსახურება დაახლოებით 200 ერთეულ მუნიციპალურ ავტობუსს.

ავტობაზაში უნდა მოხდეს მუნიციპალური ავტობუსების ტექნიკური მომსახურება. მათი საწვავით გამართვა და რეცხვა. ავტობაზის

ტერიტორიის უმეტესი ნაწილის დაიკავებს ავტობუსის სადგომი. ამჟამად ტერიტორიაზე განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა: სერვისცენტრით, საწყობი და დამხმარე შენობები.

ობიექტის ელ. მომარაგება ხორციელდება დაბალი ძაბვის კაბელით სს „თელასი“-ს სატრანსფორმატორო ჯიხურიდან.  ავტობაზის სტაბილური ელექტრო მომარაგებისთვის უნდა მოეწყოს ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგური. ავტობაზის ტერიტორიაზე საჭიროა ავტოგასამართი სადგურის მოწყობა ავტობუსების დიზელის საწვავით გამართვისათვის და ასევე უნდა მოეწყოს ელექტრო ავტობუსებისთვის დასამუხტი მოწყობილობები. დაპროექტდა შემდეგი სამუშაოები : ავტობუსების სამრეცხაოს მოწყობა თანამედროვე სარეცხი დანადგარებით, ავტობუსების სადგომის მოწყობა შესაბამისი წყალარინების და სადრენაჟო სიტემებით, სერვისცენტრის შენობის კაპიტალური შეკეთბა და მისი მოდერნიზაცია თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად, ავტობაზის ადმინისტრაციული შენობის და მასში განთავსებული სამუშაო ოთახების, საწყობის და სხვ. კაპ. შეკეთება, მოეწყოს სასერვერო და შეიცვალა მასთან დამაკავშირებელი კომპიუტერული ქსელი, შეიცვალა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა ავტობაზის მთელ ტერიტორიაზე, ავტობაზას აქვს მიწისქვეშა სახაძრო გიდრანტი, გარე განათების და ვიდეო კონტროლის ქსელი. ყველა შენობა და ელექტრო მოწყობილობა დაკავშირებული აქვს დამიწების კონტურთან. ავტობაზას აქვს ორი გასასვლელ-შემოსასვლელი ავტობუსებისათვის. ავტობაზის შესასვლელ-გასასვლელებში  მოეწყო საკონტროლო პუნქტებიდან სადაც უნდა განთავსდა სამუშაო ოთახები მოლარეებისათვის, დისპეჩერებისათვის, მექანიკოსებისათვის და დაცვის სამსახურის თანამშრომლებისათვია. აქვე  განთავსდა მედპუნქტი მძღოლების სამედიცინო შემოწმებისათვის, შესაბამისობაში მოყვანილ იქნა წყალმომარაგების სისტემის წარმადობა, სამრეცხაოების გამართული მუშობის უზრუნველსაყოფად.