/شراكة في الاستثمار/ تطوير خطط الأعمالსაინვესტიციო შეხვედრა/Investment-Meeting

თანამედროვე ბიზნეს გარემო დინამიურად ვითარდება,  კომპანიის დროული გაფართოება, ბიზნეს იდეების განხორციელება და ახალი ბიზნესის შექმნა წარმატების მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია, ამისათვის კი დაფინანსების მოპოვება კრიტიკული და ხშირად ყველაზე რთული წერტილია.  ჰოლდინგი „ჯეოსილქროუდ“ ბიზნეს წარმატების მიღწევაში ინვესტიციის მოზიდვის გზით დაგეხმარებათ.

ჩვენი ფართო საპარტნიორო-საინვესტიციო ქსელი საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ სწორი ინვესტორი თქვენი ბიზნესისათვის, საზღვარგარეთ თუ ქვეყნის შიგნით, წილობრივი მონაწილეობის თუ სხვა კონკრეტული ინტერესების გათვალისწინებით. ინვესტიციის მოზიდვა შესაძლებელია, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოების (ნაწილობრივი დაფინანსება), ასევე ახალი ბიზნეს იდეის სრული დაფინანსების მიზნით ნულიდან.

ინვესტორისა თუ პარტნიორის მოძიების დაწყებამდე, ჩვენს მიერ, ხდება პროექტის სრული შესწავლა, რაც გულისხმობს: რისკებისა და უპირატესობების შეფასებას, ფინანსურ მოდელირებას, საჭირო კვლევების განხორციელებას, ტექნიკურ ექსპერტიზას, მოგება ზარალის, ფულადი ნაკადების მოდელირებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას (feasibility study). თქვენი პროექტი იქნება კომერციულად მიმზიდველი და დასაბუთებული სახით მიეწოდება პოტენციურ ინვესტორებს, რაც მათ აძლევს საშუალებას მიიღონ სწორი გადაწყვეტილება წილობრივი მონაწილეობის შესახებ რისკებისა და ანალიზის გათვალისწინებით.

ბიზნესის დაფინანსების პროცესი რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავს:

  •  გასაუბრება, ბიზნესის და იდეის გაცნობა – ამ ეტაპზე ხდება იდეის ზოგადი მიმზიდველობის შეფასება, სიცოცხლისუნარიანობის დადგენა და შესაბამისად, რამდენად რეალურია დაფინანსების მოძიება;
  • ბიზნეს-იდეის სიღრმისეული შესწავლა და ბიზნეს გეგმის მომზადება, ყველა საჭირო ანალიტიკური ხელსაწყოსა და მოდელის გამოყენებით;
  • პოტენციური ინვესტორების მოძიება, მათი ბიზნეს თუ სექტორალური ინტერესების გათვალისწინებით;
    შეთავაზება და კომუნიკაცია შერჩეულ ინვესტორებთან;
  • დაფინანსების პირობებზე შეთანხმების მიღწევა;
  • დაფინანსების გრაფიკის შედგენა და საბოლოო შეთანხმების გაფორმება ყველა იურიდიულ-პროცესუალური ნორმის დაცვით.

ჩვენ დაგეხმარებით როგორც ბიზნეს იდეის მიმზიდველ საინვესტიციო წინადადებად გადაქცევაში, ასევე დაფინანსების მოძიებაში და ბიზნეს გეგმის რეალიზაციაში.

ბიზნეს იდეის წარმატების ზოგადი ფაქტორები:

  •  ბიზნეს იდეის სიცოცხლისუნარიანობა;
  • ბიზნეს იდეის უნიკალურობა ან უპირატესობა მსგავს იდეებთან შედარებით;
  • გამოცდილება შესაბამის ან მსგავს სფეროში;
  • ბიზნეს იდეის ტექნიკური დასაბუთება;
  • იდეის კონკრეტულობა და გამჭვირვალობა.

საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ამავდროულად დაბალ რისკიან საინვესტიციო მიმართულებას წარმოადგენს ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში.

უძრავ ქონებაში წარმატებული ინვესტირება მკაფიო და განსაზღვრულ სტრატეგიას საჭიროებს. კომპანია „ჯეოსილქროუდი“ გთავაზობთ კონსულტაციას უძრავ ქონებაში ინვესტიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ასევე გულისმობს უძრავი ქონების საინვესტიციო პროექტის შეფასებას.

საქართველოს ბუნებრივ გეოგრაფიული პოტენციალი უძრავი ქონების მრავალ მიმართულებაში იძლევა თანხების დაბანდების შესაძლებლობას, ესენია: საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონება, სასტუმრო და კურორტი, საწარმო დანიშნულების ნაგებობები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

ჩვენი ექსპერტები შეარჩევენ უძრავ ქონებას თქვენი მიზნებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია უძრავი ქონების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, პროექტირება და სამშენებლო პროექტის შეთანხმება.

ჩვენ გთავაზობთ მაქსიმალურად ხელსაყრელ ინვესტიციას უძრავ ქონებაში, რომლის რეალური საბაზრო ფასი გარანტირებულად იზრდება

„ჯეოსილქროუდი“ გთავაზობთ ბიზნეს გეგმის შედგენასა და მართვა/მონიტორინგთან დაკავშირებულ სერვისებს.

ბიზნეს გეგმის შედგენა წარმატების მხოლოდ მცირე კომპონენტს წარმოადგენს, გაცილებით მნიშვნელოვანია მისი სწორი მართვა და განხორციელება. ბიზნეს გეგმის მართვა მოიცავს:

  •  ბიზნეს გეგმის ეტაპების შესრულების მონიტორინგს დროის ჭრილში;
  • ბიზნეს გეგმის ეტაპების შესრულებას ოპერაციულ ჭრილში;
  • ბიზნეს გეგმის ეტაპების შესრულებას ფინანსურ ჭრილში;
  • ბიზნეს გეგმის ეტაპების შესრულებას ადმინისტრაციულ ჭრილში;
  • განხორციელებაში ჩართული მხარეების კოორდინაციას.

ჩვენი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას დროულად აღმოვაჩინოთ შესაძლო დევიაციები და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ მათზე. ასევე საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გარკვეული კორექტივების შეტანა, რათა მოხდეს ბიზნეს გეგმაში დასახული მიზნების საბოლოო რეალიზაცია საბაზრო თუ სხვა ფაქტორების ცვლილების მიუხედავად.