მარკეტინგული და სრული სარეკლამო მომსახურეობა

მარკეტინგული და სრული სარეკლამო მომსახურეობა/ marketing and Pr
marketing activities

ჯეოკრეატივის გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გთავაზობთ მარკეტინგული მომსახურების ფართო სპექტრს. სარეკლამო სააგენტო ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული დამკვეთის სპეციფიკურ მახასიათებლებს და სთავაზობს მათზე მორგებულ საკომუნიკაციო სტრატეგიასა თუ ცალკეულ აქტივობებს.

კრეატიულ სააგენტოს ჰყავს უმაღლესი დონის პროფესიონალები როგორც ქოფირაითინგის, ასევე დიზაინის, ვიდეო გადაღება-მონტაჟის და სოციალური მედიის მართვის მიმართულებით.

ჩვენი მომსახურებები:

  • კომპანიის ბრენდბუქის დამზადება (ბრენდის ვიზუალური და თვისობრივი მახასიათებლების შექმნა).
  • ფლაერების, ბანერების, ბილბორდების დიზაინი და ბეჭდვა;

თითოეულ კომპანიას საქმიანობის დაწყებამდე ესაჭიროება საკუთარი ბრენდინგის იდენტობის განსაზღვრა და შესაბამისი ვიზუალური მატერიალების დიზაინის შექმნა: სახელი, ლოგო და ფერები ის უმნიშვნელოვანესი საწყისებია, რომლებზეც სამომავლოდ მთლიანი კომპანია, კომუნიკაცია და სერვისები უნდა დაშენდეს.

  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა;
  • სამიზნე აუდიტორიის შესაბამისი საკომუნიკაციო არხების იდენტიფიცირება;
  • საკომუნიკაციო სტილის, ფორმებისა და ხერხების განსაზღვრა
  • მარკეტინგული სამოქმედო გეგმის ფორმირება (დროის განრიგისა და ბიუჯეტის შედგენა);

მარკეტინგული და PR სტრატეგიის შედგენა საკომუნიკაციო პროცესის სწორად დაგეგმვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წარმატებული კომუნიკაციის ან რეკლამისათვის აუცილებელია თავიდანვე სწორად განისაზღვროს სამიზნე აუდიტორია – სეგმენტი, რომელიც კომპანიის პროდუქციის ან სერვისის ძირითად მომხმარებლად ჩამოყალიბდება. სტრატეგიის შემდეგ დგება შესაბამისი სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ღონისძიებების დროის განრიგითა და ბიუჯეტით.

 
  • კონფერენციების, ფორუმების, გასართობი ივენთების სრული მენეჯმენტი: სტუმრების მოწვევა, გაფორმება;
  • პიარ მატერიალების დამზადება (მედია ანონსები და პრეს რელიზები);
  • პიარ მატერიალების დამზადება (მედია ანონსები და პრეს რელიზები);

ღონისძიებების სწორი მენეჯმენტი ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ვიზუალურ, ასევე შინაარსობრივ მხარეს. უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს მედიასაშუალების პროდუსერებთან თუ ჟურნალისტებთან კომუნიკაციას, რომლებსაც სწორ დროს და სწორი არხებით უნდა მივაწოდოთ პროფესიონალურად შედგენილი მედია ანონსები და პრეს რელიზები, რადგანაც ღონისძიების გაშუქება თავად ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

  • Facebook, You Tube, Instagram, Tweeter, Linked in – გვერდების ადმინისტრირება;
  • მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია;
  • რეკლამების განთავსება (Ads Manager-ის და Google Analytic-ის საშუალებით);

თანამედროვე სამყაროში სოციალური ქსელების სწორ ადმინისტრირებაზე გადის ნებისმიერი სერვისის თუ პროდუქციის წარმატების ხაზი. სოციალური ქსელების გამოყენება ერთი-შეხედვით მარტივია, თუმცა მათი სამართავი და სარეკლამო პანელების პროფესიონალურ დონეზე ფლობა საშუალებას იძლევა დაიზოგოს ხარჯები და კომუნიკაცია უფრო ეფექტური გახდეს.

  • სარეკლამო ტექსტების მომზადება სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით (Copywriting);
  • გრაფიკული დიზაინი სოციალური ქსელებისა თუ ვებ გვერდის სარეკლამო პოსტებისთვის;

ბრენდი / კომპანია არის ზუსტად ისეთი, როგორსაც მას საზოგადოება ხედავს. მნიშნელოვანია, რომ კომპანია საკუთარ სამიზნე აუდიტორიას მათსავე ენაზე და მაქსიმალურად გასაგებად ესაუბროს. გრაფიკული დიზაინი კი პროდუქციის ან სერვისის თვალსაჩინო ვიზუალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ნებისმიერი იდეა ან პროდუქტი შეიძლება იყოს მიმზიდველიც, სასაცილოც, სევდიანიც და უშნოც, იმის მიხედვით, თუ როგორ წარმოაჩენს მას გრაფიკოსი დიზაინერი. ეს არის სფერო, რომელშიც შეცდომის დაშვება არ შეიძლება.

  • ღონისძიებების ფოტო-ვიდეო-დრონით გადაღება მაღალი ხარისხით 4K (ვიზუალიც და აუდიოც) და მონტაჟი.
  • სარეკლამო ვიდეო რგოლების გადაღება და მონტაჟი.
  • მსოფლიოს ყველაზე ცნობილი შაბლონური ბაზების გამოყენებით კომერციული ვიდეორგოლების დამზადება.

თანამედროვე სამყაროში ადამიანები სულ უფრო ცოტას კითხულობენ და ორიენტირებულები არიან ინფორმაციის მარტივ მიღებაზე. ამისათვის მოკლე ვიდეოები იდეალური საშუალებაა. თუმცა, გასათვალისწინებელია ვიდეოს, აუდიოს და მონტაჟის ხარისხი, რომელიც ერთიანობაში ქმნის ღირებულ პროდუქტს შესაბამის სცენართან ერთად. თითოეული ასეთი ვიდეო უნდა იყოს გარკვეულწილად უნიკალური და არ იმეორებდეს სხვის (კონკურენტების) მიერ უკვე წარმოდგენილ ხედვებს.

  • სტუდიური ფოტოგადაღება;
  • დარგობრივი, სპეციფიკური ფოტოგადაღება;
  • ფოტოგადაღება პორტფოლიოსთვის;
  • პროგრამულად დამუშავება;
  • ფოტოკოლაჟი;

ამა თუ იმ პროდუქტის პროფესიონალური ფოტოგადაღება და პორტფოლიოს / სერვისის კატალოგის შექმნა დაგეხმარებათ თქვენი სერვისი ან შეთავაზებები გაცილებით უფრო მკაფიოდ აღსაქმელი გახადოთ. სტუდიური ფოტოგადაღება კი სხვადასხვა ტიპის განათების და ჩრდილების რეგულირების საშუალებას იძლევა და აქტიურად გამოიყენება მოდელების ან პროდუქციის ფოტოგრაფირებისთვის.

  • მოძრავი გრაფიკული კონტენტის, გიფების, ვიდეოების დამზადება

თითოეული ფოტო, გრაფიკული პოსტერი ან ანიმაცია შესაძლებელია გაცოცხლდეს, მოძრაობაში მოვიდეს და ამის საშუალებით გაცილებით უფრო ორიგინალური და საინტერესო სანახავი გახდეს. ეს არის ახალი სტანდარტი, რომელიც თანამედროვე მარკეტინგში ნელ-ნელა მკვიდრდება. მსგავსი მიდგომა გაცილებით უფრო სრულყოფილ და მომხიბვლელ შესახედაობას შესძენს თქვენი ბრენდის კომუნიკაციას.

  • ტელე გადაცემების, პოდკასტების და სხვადასხვა ღონისძიებების სცენარების დაწერა.
  • სფიჩრაიტინგი – გამოსვლებისა და პრეზენტაციების ტექსტების მომზადება.

თითოეული აქტივობისთვის საჭიროა წინასწარი სცენარის არსებობა. სცენარი შესაძლოა იყოს აკადემიურიც, იუმორისტულიც ან ახალგაზრდულიც.

თუ სიტყვით გამოსვლასთან გვაქვს საქმე, მაშინ, რასაკვირველია უმნიშვნელოვანესია სწორი ტექსტის შექმნა, შესაბამისი მესიჯ ბოქსით და ტერმინოლოგიით. სცენარებისა და გამოსვლის ტექსტების წერის პროცესში ყურადღება ექცევა თითოეული ტერმინსა და ფრაზას.

  • შენობებისა და რელიეფის (ლანდშაფტის) მაკეტების დამზადება მასშტაბების მიხედვით;
  • დიორამების დამზადება;
  • პროექტების რენდერების დამზადება (არქიტექტურული, რელიეფური);
  • Mockup-ების (მოქაფების) დამზადება

სხვადასხვა სამშენებლო პროექტებზე მუშაობის დაწყების პარალელურად მზადდება შესაბამისი მაკეტები, დიორამები, მოქაფები, რომლებიც საბოლოო პროდუქტის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა და დამკვეთისა თუ საზოგადოებისთვის წარდგენის იდეალური გზაა. ჯეოკრეატივის სპეციალისტები მაკეტებს ზუსტი მასშტაბების დაცვით ამზადებენ.

  • საცხოვრებელი, ადმინისტრაციული და სტუდიური ტიპის სივრცეების მოწყობა/გაფორმება.
  • დეკორაციების მოწყობა
  • სატელევიზიო პროექტების გაფორმება.
  • ბუნებრივი და ხელოვნური მასალის ავეჯის და ინსტალაციების დამზადება.

სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ სტუდიური ტიპის სივრცეების მოწყობისთვის სწორი დაგეგმვა, ნახაზების და დიზაინის შედგენა აუცილებელი წინაპირობაა. თითოეული დეკორაცია უნდა იყოს უნიკალური და არ იმეორებდეს უკვე არსებულ ვიზუალს. მასალების მრავალფეროვნება ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

  • მოცულობითი ასოების დამზადება;
  • ბილბორდების დამზადება და ინსტალაცია

სხვადასხვა ტიპის ბილბორდების და მოცულობითი აბრების დამზადება საჭიროებს ორიგინალურ და კრეატიულ მიდგომებს, რათა გამოიკვეთოს ორგანიზაციის ბრენდბუქით გათვალისწინებული მახასიათებლები და ნიუანსები. არასტანდარტული (არა მხოლოდ ნაბეჭდი) ბილბორდები მასზე განთავსებულ ინფორმაციას უკეთ დასამახსოვრებლად აქცევს.

  • შიდა და გარე სივრცეების კრეატიული მოწყობა
  • ხმოვანი ინსტალაციების დამზადება (შიდა და გარე სივრცეში);
  • ჭკვიანი მოწყობილობების პროგრამირება და ინსტალაცია

თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი სტუმარი სასიამოვნოდ გავაოცოთ, შევუქმნათ მეტად კომფორტული და ლამაზი გარემო, რათა ჩვენთან თანამშრომლობა მისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცეს.

  • ვებგვერდების შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობა
  • ვებგვერდის სტრუქტურულ ნაწილზე მუშაობა

თანამედროვე სამყაროში ვებგვერდები კომპანიების სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. თუმცა, გარდა ვიზუალური მხარისა, აუცილებელია შინაარსობრივი და ფუნქციური გამართვა, რათა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივად მოსახმარი იყოს. კომპანიის მიზნების და ამოცანების შესაბამისად საჭიროა ვებ გვერდის შექმნა – რედაქტირებაზე აქტიური მუშაობა.