იურიდიული მომსახურება

კომპანია „ჯეოსილქროუდი“ გთავაზობთ იურიდიული მომსახურების სერვისს თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის,  „ჯეოსილქროუდი“-ს კვალიფიციური იურისტები გაგიწევენ კონსულტაციას ბიზნესის სწორად და მომგებიანად წარმართვის, მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის, ხარჯების გათვალისწინებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის სფეროსთან დაკავშირებით.

„ჯეოსილქროუდ“-ი გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს:

1.საინვესტიციო სამართალი

  • საინვესტიციო კონსალტინგი – საინვესტიციო პროექტების პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკების შეფასება, მართვა, პრევენცია და მოლაპარაკებების მხარდაჭერა;
  • იურიდიული და ფინანსური დასკვნების მომზადება ინვესტიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • საინვესტიციო ხელშეკრულებების მომზადება;
  • სასესხო და საწესდებო კაპიტალის საინვესტიციო ოპერაციები;
  • წარმომადგენლობა სასმართლოსა და არბიტრაჟში;

2.საბანკო სამართალი

  •  კომერციული სახის კონსალტინგი და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ფინანსური დაწესებულებებისთვის;
  • საბანკო სამართლის საკითხებთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციები;
  • სესხის მიღება-გაცემასთან დაკავშირებულ კონსულტაციები;
  • საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების, თავდებობის წერილების, აკრედიტივებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადება;
  • მარეგულირებელ ორგანოში წარმომადგენლობა;
    ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის უცხო ქვეყნებში საბანკო ანგარიშების გახსნის შესახებ კონსულტაცია;
  • კონსულტაციის შედეგად, საჭიროებიდან გამომდინარე ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისთვის უცხო ქვეყნებში საბანკო ანგარიშის გახსნისთვის საჭირო პროცედურების წარმოება, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტების შედგენა;

3.საგადასახადო და საბაჟო სამართალი

  • მრავალმხრივი ბიზნეს გარიგებების საგადასახადო სტრუქტურირება და რჩევები საგადასახადო სტრატეგიის შესახებ;
  • საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით კვალიფიციური სამართლებრივი და საფინანსო დასკვნების მომზადება;
  • საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებში საგადასახადო დებულებების მომზადება;
  • საგადასახადო ორგანოებში რეგისტრაცია;
  • ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;
  • სატრანსფერო ფასწარმოქმნის რისკების მართვის კონსალტინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ერთობლივი საწარმოების და ოფშორების სტრუქტურირება;
  • საგადასახადო ორგანოებთან მოლაპარაკება და სახელმწიფოს უწყებებში წარმომადგენლობა ყველა სახის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით;
  • საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით სრული კონსალტინგი – საქონლის იმპორტის, ექსპორტის, საბაჟო რეჟიმების, საბაჟო გაფორმებისა და დეკლარირებების შესახებ;

4.საკორპორაციო სამართალი და ბიზნეს კონსულტაციები

  • ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული კონსულტაციები;
  • კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევა;
  • მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში ნებისმიერი იურიდიული პირის რეგისტრაცია. მათ შორის უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია;
  • ყველა სახის კორპორატიული დოკუმენტების მომზადება:
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტები;
  • წესდებები;
  • პარტნიორთა კრების ოქმები და გადაწყვეტილებები;
  • რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანისთვის საჭირო დოკუმენტები;
  • იურიდიული პირების რეორგანიზაციისა (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა, რედომიცილება) და ლიკვიდაციისათვის საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტის შემუშავება, სარეგისტრაციოდ წარდგენა;
  • ბიზნესის დაწყებასთან და იურიდიული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში. მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
  • იურიდიული პირის დაფუძნების შემდეგ სრული საფინანსო-საბუღალტრო მხარდაჭერა;
  • აუდიტორული და საფინანსო დასკვნების მომზადება;
  • საბანკო ანგარიშების გახსნა როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა უცხოურ ქვეყნებში;

5.ლიცენზიების და ნებართვების მოპოვება

ყველა სახის ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება. მათ შორის:

  • საბანკო საქმიანობის ლიცენზია;
  • არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია;
  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია;
  • საბროკერო საქმიანობის ლიცენზია;
  • სპეციალიზირებული დეპოზიტარის ლიცენზია;
  • საფონდო ბირჟის ლიცენზია;
  • ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია;
  • აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზია;
  • სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია;
  • ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
  • ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
  • ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;
  • ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა;
  • საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა;
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა;
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა;
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა;

6.ბინადრობის ნებართვები და მოწმობები

საკონსულტაციო მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით;

  • ბინადრობის მოწმობის (ნებართვის) მაძიებლისათვის წარმომადგენლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან;
  • ბინადრობის მოწმობის (ნებართვის) გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება;
  • შრომითი ბინადრობის ნებართვა;
  • სასწავლო ბინადრობის ნებართვა;
  • ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით;
  • საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა;
  • მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა;
  • სპეციალური ბინადრობის ნებართვა;
  • მუდმივი ცხოვრების ნებართვა;
  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა;
  • დროებითი ბინადრობის ნებართვა;
  • მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა;

7.უძრავი ქონება და პრივატიზაცია

კონსულტაცია უძრავ ქონებასთან და პრივატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

  • უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის კვლევა, მასზე რეგისტრირებული იპოთეკის, ყადაღის ან წინა მესაკუთრის სხვა ვალდებულებების შემოწმება;
  • უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, და ნებართვების მოპოვება;
  • იურიდიული დახმარება სამართლებრივი და საგადასახადო სტრუქტურის შემუშავებაში უძრავი ქონების ტრანზაქციებისა და სახელმწიფო რეგისტრაციისათვის;
  • სამართლებრივი კვლევის (due diligence) მომზადება რისკების გამოვლების და შემცირების მიზნით;
  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებასთან ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
  • მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;
  • კონსულტაცია პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე;

8.სახელშეკრულებო სამართალი

  • ყველა სახის სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების/შეთანხმებების/ მომზადება, რევიზია და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სახელმწიფო უწყებებში რეგისტრაცია;
  • ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი;
  • ხელშეკრულების დადებისა და შესრულების პროცესში კლიენტის ინტერესების წარმოდგენა;
  • სახელშეკრულებო დავებში სასამართლოსა და არბიტრაჟში წარმომადგენლობა;

9.ადმინისტრაციული სამართალი

  • იურიდიული კონსულტაცია ადმინისტრაციული სამართლის საკითხებთან დაკავშირებით მომსახურება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით;
  • ადმინისტრაციული საჩივრის, სარჩელის და შესაგებლის მომზადება;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში ადმინისტრაციულ დავებთან დაკავშირებით;
  • სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;

10.ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

  • კონსულტაცია საავტოროსალიცენზიო საკითხებთან დაკავშირებით;
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია;
  • პატენტის და სხვა სამართლებრივი უფლების რეგისტრაცია;
  • თანაავტორთა შორის ხელშეკრულების გაფორმება;
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით წარმომადგენლობა, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში, ისე სასამართლოში;

11.შრომის სამართალი

  • კონსულტაცია შრომის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით;
  • შრომითი ხელშეკრულებების და შინაგანაწესის მომზადება;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებთან დაკავშირებით;

12.სააღსრულებო სამართალი

  • სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში იურიდიული მომსახურების გაწევა;
  • წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
  • აღსრულების მიზნით დანიშნულ აუქციონებში წარმომადგენლობა;

13.ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სამართალი

  • სამართლებრივი მხარდაჭერა ელექტროენერგეტიკის, ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვებაში;
  • სამართლებრივ დახმარებას ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობაში ხელშეკრულებების და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და მათი გადახედვა;
  • ენერგიის შესყიდვის შეთანხმების მომზადება;
  • ფინანსირებისა და უზრუნველყოფის შეთანხმებების მომზადება;
  • სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • გადაცემისა და დისპეჩერიზაციის შეთანხმებების მომზადება;
  • პროექტის ფინანსირება;

14.სატელეკომუნიკაციო სამართალი

  • კომუნიკაციის კომისიისგან ლიცენზების, ნებართვებისა და ავტორიზაციის მოპოვება;
  • ხელშეკრულებების (ურთიერთჩართვის, მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულებები) მომზადება;
  • სამართლებრივი დახმარება სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობასთან, სიხშირეებსა და ნუმერაციის რესურსთან დაკავშირებულ საკითხებთან.იურიდიული მომსახურეობა
WordPress-ის › შეცდომა

თქვენს ვებსაიტზე მნიშვნელოვანი შეცდომა მოხდა.

შეიტყვეთ მეტი WordPress– ის პრობლემების მოგვარების შესახებ.