აუდიტორული/საფინანსო/ბუღალტრული მომსახურეობა

ჰოლდინგი „ჯეოსილქროუდი“ თავის შვილობილ კომპანია „ჯეორეიტინგთან“ ერთად გთავაზობთ აუდიტორულ მომსახურებას. კომპანიის სპეციალისტებს გააჩნიათ ინდუსტრიის ღრმა ცოდნა და იყენებენ გლობალურ რესურსებს კლიენტებისთვის სრულყოფილი მომსახურების გასაწევად.

ბიზნესში წარმატების მისაღწევად აუცილებელია მისთვის პერიოდულად აუდიტის ჩატარება სხვადასხვა მიმართულებით. გარკვეულ შემთხვევებში კომპანიები ფინანსური ანგარიშგების სიზუსტის კუთხით პრობლემებს აწყდებიან. ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი ფინანსური აუდიტია, რომელიც გულისხმობს:

  •  ფინანსური ანგარიშგების შუალედურ და საბოლოო მიმოხილვას;
  • ფინანსური ანგარიშგების ინდივიდუალური კომპონენტების აუდიტს/მიმოხილვას;
  •  კომპანიის სხვადასხვა ფინანსურ მახასიათებელთა პროგნოზირებას

 მომსახურება ეფუძნება IFRS – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებსა და ISA – აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ფართო სპექტრის ბიზნეს პროცესები. ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი ანგარიშგება გამჭვირვალე და ინფორმაციულია უცხოელი ინვესტორებისათვის და გზას უხსნის ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორ და ქმედით მენეჯმენტზე. ბიზნესის ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც თავდაპირველად წარმატებულ და საკმაოდ კარგი საწყისი პირობების მქონე, ძლიერ კომპანიებს შეუწყვეტიათ თავიანთი არსებობა გაუმართავი მენეჯმენტის გამო.

“ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი გთავაზობთ სრულ საფინანსო მომსახურებას, მათ შორის საინვესტიციო პროექტების ფინანსური რისკების შეფასებასა და ფინანსური მოდელის შექმნას;

“ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი გთავაზობთ სრულ საბუღალტრო მომსახურებას, რაც მოიცავს:

  • კომპანიის პირველადი დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
  • კლიენტის მიერ მოწოდებული პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის გადამოწმება და მონაცემების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • გადასახადების გაანგარიშება საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საგადასახადო დეკლარაციებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმების მომზადება-წარდგენა;
  • კონსულტაციები მიმდინარე საბუღალტრო საკითხებზე;
  • კლიენტის მენჯმენტისა და აქციონერებისთვის (პარტნიორებისათვის) ფართო სპექტრის შიდა ანგარიშგების ფორმების მომზადება;
  • სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია სრული ბუღალტერიის წარმართვისთვის საქართველოში მოქმედი და აღიარებული ადგილობრივი და საერთოშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება, ბუღალტერიის აღდგენა (მათ შორის კონსულტაციების გაწევა დამკვეთთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებით);
  • დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წარმოება და აღრიცხვა, შესაბამისი დეკლარირების ჩათვლით;
  • ასევე სხვა ცალკეული ბუღალტრული მოდულების განხორციელება დამკვეთის მოთხოვნისამებრ;
  • კონსულტაციების გაწევა კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შედგენასთან დაკავშირებით;
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • საგადასახადო და მაკონტროლებელ ორგანოებთან დამკვეთის ინტერესების დაცვა მისი გეგმური და არაგეგმური საგადასახადო შემოწმებებისას;

1. აუდიტორული მომსახურება
2. ჰოლდინგი „ჯეოსილქროუდი“ თავის შვილობილ კომპანია „ჯეორეიტინგთან“ ერთად აუდიტორულ მომსახურებას გთავაზობთ. ჩვენს სპეციალისტებს გააჩნიათ ინდუსტრიის ღრმა ცოდნა და იყენებენ გლობალურ რესურსებს კლიენტებისთვის სრულყოფილი მომსახურების გასაწევად.
3. ბიზნესში წარმატების მისაღწევად აუცილებელია მისთვის პერიოდულად აუდიტის ჩატარება სხვადასხვა მიმართულებით. გარკვეულ შემთხვევებში კომპანიები ფინანსური ანგარიშგების სიზუსტის კუთხით პრობლემებს აწყდებიან. ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი ფინანსური აუდიტია, რომელიც გულისხმობს:
4. ფინანსური ანგარიშგების შუალედურ და საბოლოო მიმოხილვას
5. ფინანსური ანგარიშგების ინდივიდუალური კომპონენტების აუდიტს/ მიმოხილვას
6. კომპანიის სხვადასხვა ფინანსურ მახასიათებელთა პროგნოზირებას