რძის ფხვნილი

პროექტის პროფილი:

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი გამოირჩევა ტრადიციული მეცხოველეობით, რაც თავის მხრივ, ლოკალური ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. რეგიონში ახლახან დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ძლიერ საფუძველს ქმნის ადგილობრივი რძის გადამამუშავებელი ქარხნის შესაქმნელად, რომელსაც შეუძლია ორგანული რძის ფხვნილის, კარაქისა და ყველის წარმოება. გადამამუშავებელი ქარხნის სავარაუდო ინვესტიციაა 12.5 მილიონი აშშ დოლარი, IRR – 17%.

ადგილობრივი ბაზარი:

იმპორტირებული რძის ფხვნილი (2015): 16 მილიონი აშშ დოლარი;

იმპორტირებული კარაქი და რძის ცხიმი (2015): – 6.3 მილიონი აშშ დოლარი;

რძის წარმოება საქართველოში (2013) – 604,7 მილიონი ლიტრი;

რძის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე (2013) – 135 მილიონი  ლიტრი;

საქართველოს უპირატესობები:

საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი მომგებიანია, რასაც ადასტურებს:

  • გადასახადებისგან თავისუფალი ექსპორტი ევროკავშირში, აშშ.-ში, დსთ.-ში და სხვა რეგიონებში (ჯამური მოსახლეობა – 2 მილიარდი);
  • არსებული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია;
  • იაფი რესურსები, როგორიცაა ელექტროენერგია, მუშახელი და წყალი;
  • ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა: ადვილად ხელმისაწვდომი ევროპული და აზიის ბაზრები (შავი ზღვის პორტებით – ფოთსა და ბათუმში);
  • ბუნებრივი, დეკორატიული და სამშენებლო ქვების ფართო სპექტრი (231 რეგისტრირებული საბადო, ჯამში 1.5 B მ 3);

პროექტის აღწერა:

კომპანიის ადგილმდებარეობა: წალკა, სამხრეთ საქართველო;

პროდუქტები: რძის ფხვნილი, კარაქი და სამი სახის ყველი (სულგუნი, ევროპული ყველი, მშრალი ყველი);

ბიზნეს საქმიანობა: რძის, რძის პროდუქტების წარმოება, დისტრიბუცია ადგილობრივ ბაზარზე;

დასაქმება: 40 თანამშრომელი;

ერთეულის ფასი:

  • რძე (1 კგ) – 3.22 $
  • კარაქი (1 კგ) – 4.72 $
  • სულგუნი (1 კგ) – 3.43 დოლარი
  • ევროპული ყველი (1 კგ) – 6,44 $
  • მშრალი ყველი (1 კგ) – 3.00 $

წარმოების მოცულობა:

  • რძე (ტონა) – 2.043
  • კარაქი (ტონა) – 1,022
  • სულგუნი (ტონა) – 365
  • ევროპული ყველი (ტონა) – 365
  • მშრალი ყველი (ტონა) – 365

ფინანსური მაჩვენებლები:

მთლიანი ინვესტიცია: 12.5 მილიონი აშშ დოლარი;

III წლის შემოსავალი: 12.8 მილიონი აშშ დოლარი

III წლის EBITDA: 5 მილიონი აშშ დოლარი

IRR: 17%

სამთავრობო რესურსები:

საქართველოს მთავრობა გთავაზობთ შემდეგ ფინანსურ სტიმულს:

  • მიწის ნომინალური ფასი;
  • სესხის/იჯარის აღება ინიციატივის  ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში”  (www.qartuli.ge);
  • საპარტნიორო ფონდის საშუალებით კაპიტალის თანადაფინანსება (www.fund.ge);
  • ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მეშვეობით;

რძის ფხვნილის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა შეგვიძლია მივიჩნიოთ მომგებიან და დიდი პოტენციალის მქონდე ინვესტიციად, ვინაიდან საქართველოსა და კავკასიაში არსებობს მუდმივი, დიდი მოთხოვნილება რძის პროდუქტებზე. ამასთან ერთად, რძის ფხვნილი და მისგან დამზადებული საკვები საჭიროებად მიიჩნევა მთელ მსოფლიოში.