თანამედროვე ბიზნეს გარემო დინამიურად ვითარდება,  კომპანიის დროული გაფართოება, ბიზნეს იდეების განხორციელება და ახალი ბიზნესის შექმნა წარმატების მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია, ამისათვის კი დაფინანსების მოპოვება კრიტიკული და ხშირად ყველაზე რთული წერტილია.  ჰოლდინგი „ჯეოსილქროუდი“- ბიზნეს წარმატების მიღწევაში ინვესტიციის მოზიდვის გზით დაგეხმარებათ.

ჩვენი ფართო საპარტნიორო-საინვესტიციო ქსელი საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ სწორი ინვესტორი თქვენი ბიზნესისათვის, საზღვარგარეთ თუ ქვეყნის შიგნით, წილობრივი მონაწილეობის თუ სხვა კონკრეტული ინტერესების გათვალისწინებით. ინვესტიციის მოზიდვა შესაძლებელია, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოების (ნაწილობრივი დაფინანსება), ასევე ახალი ბიზნეს იდეის სრული დაფინანსების მიზნით ნულიდან.

ინვესტორისა თუ პარტნიორის მოძიების დაწყებამდე, ჩვენს მიერ, ხდება პროექტის სრული შესწავლა, რაც გულისხმობს: რისკებისა და უპირატესობების შეფასებას, ფინანსურ მოდელირებას, საჭირო კვლევების განხორციელებას, ტექნიკურ ექსპერტიზას, მოგება ზარალის, ფულადი ნაკადების მოდელირებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას (feasibility study). თქვენი პროექტი იქნება კომერციულად მიმზიდველი და დასაბუთებული სახით მიეწოდება პოტენციურ ინვესტორებს, რაც მათ აძლევს საშუალებას მიიღონ სწორი გადაწყვეტილება წილობრივი მონაწილეობის შესახებ რისკებისა და ანალიზის გათვალისწინებით.

ბიზნესის დაფინანსების პროცესი რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავს:

  • გასაუბრება, ბიზნესის და იდეის გაცნობა – ამ ეტაპზე ხდება იდეის ზოგადი მიმზიდველობის შეფასება, სიცოცხლისუნარიანობის დადგენა და შესაბამისად, რამდენად რეალურია დაფინანსების მოძიება;
  • ბიზნეს-იდეის სიღრმისეული შესწავლა და ბიზნეს გეგმის მომზადება, ყველა საჭირო ანალიტიკური ხელსაწყოსა და მოდელის გამოყენებით;
  • პოტენციური ინვესტორების მოძიება, მათი ბიზნეს თუ სექტორალური ინტერესების გათვალისწინებით;
  • შეთავაზება და კომუნიკაცია შერჩეულ ინვესტორებთან;
  • დაფინანსების პირობებზე შეთანხმების მიღწევა;
  • დაფინანსების გრაფიკის შედგენა და საბოლოო შეთანხმების გაფორმება ყველა იურიდიულ-პროცესუალური ნორმის დაცვით.

ჩვენ დაგეხმარებით როგორც ბიზნეს იდეის მიმზიდველ საინვესტიციო წინადადებად გადაქცევაში, ასევე დაფინანსების მოძიებაში და ბიზნეს გეგმის რეალიზაციაში.

ბიზნეს იდეის წარმატების ზოგადი ფაქტორები:

  • ბიზნეს იდეის სიცოცხლისუნარიანობა;
  • ბიზნეს იდეის უნიკალურობა ან უპირატესობა მსგავს იდეებთან შედარებით;
  • გამოცდილება შესაბამის ან მსგავს სფეროში;
  • ბიზნეს იდეის ტექნიკური დასაბუთება;
  • იდეის კონკრეტულობა და გამჭვირვალობა.
საინვესტიციო პარტნიორობა
ინვესტიცია
ინვესტიცია

დაგვიკავშირდით:

საქართველო, თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. #129 ა, 0112

info@gsr.ge

(+995 32) 2477 344