იურიდიული მომსახურება
კომპანია „ჯეოსილქროუდი“ გთავაზობთ იურიდიული მომსახურების სერვისს თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის, „ჯეოსილქროუდი“-ს კვალიფიციური იურისტები გაგიწევენ კონსულტაციას ბიზნესის სწორად და მომგებიანად წარმართვის, მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის, ხარჯების გათვალისწინებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის სფეროსთან დაკავშირებით.
„ჯეოსილქროუდ“-ი გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს:
- საინვესტიციო კონსალტინგი – საინვესტიციო პროექტების პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკების შეფასება, მართვა, პრევენცია და მოლაპარაკებების მხარდაჭერა;
- იურიდიული და ფინანსური დასკვნების მომზადება ინვესტიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- საინვესტიციო ხელშეკრულებების მომზადება;
- სასესხო და საწესდებო კაპიტალის საინვესტიციო ოპერაციები;
- წარმომადგენლობა სასმართლოსა და არბიტრაჟში;
- კომერციული სახის კონსალტინგი და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ფინანსური დაწესებულებებისთვის;
- საბანკო სამართლის საკითხებთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციები;
- სესხის მიღება-გაცემასთან დაკავშირებულ კონსულტაციები;
- საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების, თავდებობის წერილების, აკრედიტივებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადება;
- მარეგულირებელ ორგანოში წარმომადგენლობა;
ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის უცხო ქვეყნებში საბანკო ანგარიშების გახსნის შესახებ კონსულტაცია; - კონსულტაციის შედეგად, საჭიროებიდან გამომდინარე ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისთვის უცხო ქვეყნებში საბანკო ანგარიშის გახსნისთვის საჭირო პროცედურების წარმოება, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტების შედგენა;
3.საგადასახადო და საბაჟო სამართალი
- მრავალმხრივი ბიზნეს გარიგებების საგადასახადო სტრუქტურირება და რჩევები საგადასახადო სტრატეგიის შესახებ;
- საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით კვალიფიციური სამართლებრივი და საფინანსო დასკვნების მომზადება;
- საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებში საგადასახადო დებულებების მომზადება;
- საგადასახადო ორგანოებში რეგისტრაცია;
- ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;
- სატრანსფერო ფასწარმოქმნის რისკების მართვის კონსალტინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ერთობლივი საწარმოების და ოფშორების სტრუქტურირება;
- საგადასახადო ორგანოებთან მოლაპარაკება და სახელმწიფოს უწყებებში წარმომადგენლობა ყველა სახის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით;
- საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით სრული კონსალტინგი – საქონლის იმპორტის, ექსპორტის, საბაჟო რეჟიმების, საბაჟო გაფორმებისა და დეკლარირებების შესახებ;
4.საკორპორაციო სამართალი და ბიზნეს კონსულტაციები
- ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული კონსულტაციები;
- კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევა;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში ნებისმიერი იურიდიული პირის რეგისტრაცია. მათ შორის უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია;
- ყველა სახის კორპორატიული დოკუმენტების მომზადება:
- კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტები;
- წესდებები;
- პარტნიორთა კრების ოქმები და გადაწყვეტილებები;
- რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანისთვის საჭირო დოკუმენტები;
- იურიდიული პირების რეორგანიზაციისა (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა, რედომიცილება) და ლიკვიდაციისათვის საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტის შემუშავება, სარეგისტრაციოდ წარდგენა;
- ბიზნესის დაწყებასთან და იურიდიული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში. მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
- იურიდიული პირის დაფუძნების შემდეგ სრული საფინანსო-საბუღალტრო მხარდაჭერა;
- აუდიტორული და საფინანსო დასკვნების მომზადება;
- საბანკო ანგარიშების გახსნა როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა უცხოურ ქვეყნებში;
5.ლიცენზიების და ნებართვების მოპოვება
ყველა სახის ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება. მათ შორის:
- საბანკო საქმიანობის ლიცენზია;
- არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია;
- ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია;
- საბროკერო საქმიანობის ლიცენზია;
- სპეციალიზირებული დეპოზიტარის ლიცენზია;
- საფონდო ბირჟის ლიცენზია;
- ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია;
- აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზია;
- სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია;
- ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
- ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
- ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;
- ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა;
- საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა;
- ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
- ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა;
- ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
- ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა;
- ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა;
6.ბინადრობის ნებართვები და მოწმობები
საკონსულტაციო მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით;
- ბინადრობის მოწმობის (ნებართვის) მაძიებლისათვის წარმომადგენლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან;
- ბინადრობის მოწმობის (ნებართვის) გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება;
- შრომითი ბინადრობის ნებართვა;
- სასწავლო ბინადრობის ნებართვა;
- ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით;
- საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა;
- მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა;
- სპეციალური ბინადრობის ნებართვა;
- მუდმივი ცხოვრების ნებართვა;
- საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა;
- დროებითი ბინადრობის ნებართვა;
- მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა;
7.უძრავი ქონება და პრივატიზაცია
კონსულტაცია უძრავ ქონებასთან და პრივატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის კვლევა, მასზე რეგისტრირებული იპოთეკის, ყადაღის ან წინა მესაკუთრის სხვა ვალდებულებების შემოწმება;
- უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, და ნებართვების მოპოვება;
- იურიდიული დახმარება სამართლებრივი და საგადასახადო სტრუქტურის შემუშავებაში უძრავი ქონების ტრანზაქციებისა და სახელმწიფო რეგისტრაციისათვის;
- სამართლებრივი კვლევის (due diligence) მომზადება რისკების გამოვლების და შემცირების მიზნით;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებასთან ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
- მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;
- კონსულტაცია პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე;
- ყველა სახის სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების/შეთანხმებების/ მომზადება, რევიზია და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სახელმწიფო უწყებებში რეგისტრაცია;
- ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი;
- ხელშეკრულების დადებისა და შესრულების პროცესში კლიენტის ინტერესების წარმოდგენა;
- სახელშეკრულებო დავებში სასამართლოსა და არბიტრაჟში წარმომადგენლობა;
- იურიდიული კონსულტაცია ადმინისტრაციული სამართლის საკითხებთან დაკავშირებით მომსახურება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით;
- ადმინისტრაციული საჩივრის, სარჩელის და შესაგებლის მომზადება;
- წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში ადმინისტრაციულ დავებთან დაკავშირებით;
- სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
10.ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
- კონსულტაცია საავტოროსალიცენზიო საკითხებთან დაკავშირებით;
- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია;
- პატენტის და სხვა სამართლებრივი უფლების რეგისტრაცია;
- თანაავტორთა შორის ხელშეკრულების გაფორმება;
- ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით წარმომადგენლობა, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში, ისე სასამართლოში;
- კონსულტაცია შრომის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით;
- შრომითი ხელშეკრულებების და შინაგანაწესის მომზადება;
- წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებთან დაკავშირებით;
- სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში იურიდიული მომსახურების გაწევა;
- წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
- აღსრულების მიზნით დანიშნულ აუქციონებში წარმომადგენლობა;
13.ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სამართალი
- სამართლებრივი მხარდაჭერა ელექტროენერგეტიკის, ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვებაში;
- სამართლებრივ დახმარებას ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობაში ხელშეკრულებების და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და მათი გადახედვა;
- ენერგიის შესყიდვის შეთანხმების მომზადება;
- ფინანსირებისა და უზრუნველყოფის შეთანხმებების მომზადება;
- სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- გადაცემისა და დისპეჩერიზაციის შეთანხმებების მომზადება;
- პროექტის ფინანსირება;
14.სატელეკომუნიკაციო სამართალი
- კომუნიკაციის კომისიისგან ლიცენზების, ნებართვებისა და ავტორიზაციის მოპოვება;
- ხელშეკრულებების (ურთიერთჩართვის, მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულებები) მომზადება;
- სამართლებრივი დახმარება სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობასთან, სიხშირეებსა და ნუმერაციის რესურსთან დაკავშირებულ საკითხებთან.