PVA წარმოება

პროექტის პროფილი:

მოცემული პროექტი შესაძლებელია მივიჩნიოთ შედარებით მცირე ინვესტიციად. პროექტი მოიცავს პოლივინილის აცეტატის დისპერსიისა და PVA-ზე დაფუძნებული წებოების წარმოებას.

პროექტის ბიზნესგეგმა შემუშავებულია სომხეთში, ერევანში მდებარე „პლასტოპოლიმერთა კვლევის ინსტიტუტთან” თანამშრომლობით. ორგანიზაციამ წარმატებით განახორციელა მრავალი მსხვილი პროექტი დსთ-ს რეგიონში. ამჟამად საქართველოს შემოაქვს მისი ყველა პოლიმერული წებო.

პროდუქტის ერთგვაროვნება, შედარებით მარტივი წარმოების ტექნოლოგია და იმპორტირებულ საქონელში წყლის მნიშვნელოვანი შემცველობა მის უპირატესობას უსვამს ხაზს. ამ პროექტისათვის საჭირო ინვესტიციაა 0.6 მილიონი აშშ დოლარი, ათწლიანი IRR-ს 42%-ით.

ფონი:

რეგიონალური ბაზარი

PVA დისპერსიის ბაზრის ზომა (2014): 40 მილიონი აშშ დოლარი

წებოების ბაზრის ზომა (2014): 570 მილიონი აშშ დოლარი

ადგილობრივი ბაზარი:

PVA დისპერსიის ბაზრის ზომა (2014): 0.6 მილიონი აშშ დოლარი

წებოების ბაზრის ზომა (2014): 7 მილიონი აშშ დოლარი

იმპორტის წილი: 100%

საქართველოს უპირატესობანი:

საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა, რასაც მოწმობს:

  • გადასახადებისგან თავისუფალი ექსპორტი ევროკავშირში, აშშ-ში, დსთ-ში და სხვა რეგიონებში, რომელთა მოსახლეობაც ჯამში 2 მილიარდია;
  • შესაფერისი ნედლეულის საბადოების ხელმისაწვდომობა;
  • მთავრობის პრიორიტეტული პროექტი;
  • იაფი რესურსი – მაგალითად, ელექტროენერგია, მუშახელი და წყალი;
  • ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა – ადვილად ხელმისაწვდომი ევროპული და აზიის ბაზრები, ფოთისა და ბათუმის შავი ზღვის პორტების მეშვეობით.

პროექტის აღწერა:

ქარხნის ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველო

წარმოების შენატანი: 50% იმპორტირებული ნედლეული

ბიზნეს საქმიანობა: PVA დისპერსია, PVA წებოები

წლიური მოცულობა: 3,000 ტონა

სავარაუდო წლიური წარმოება: 1,000 ტონა

ფინანსური მაჩვენებლები:

მთლიანი ინვესტიცია: 670,000 აშშ დოლარი

მოსალოდნელი შემოსავალი წელიწადში: 1,580,000 აშშ დოლარი

EBITDA: 550,000 აშშ დოლარი

10 წელი IRR: 42%

სამთავრობო რესურსები:

საქართველოს მთავრობა გთავაზობთ შემდეგ ფინანსურ სტიმულს:

  • მიწის ნომინალური ფასი;
  • სესხის/იჯარის აღება ინიციატივის ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში” (www.qartuli.ge);
  • საპარტნიორო ფონდის საშუალებით კაპიტალის თანადაფინანსება (www.fund.ge);
  • ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მეშვეობით;