აზერბაიჯანი-საქართველოს ბიზნესფორუმის მიმოხილვა

Date

29 ივნისს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ (EUGBC)  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთან, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოსთან – AZPROMO, ASK-თან(აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეწარმეთა (დამსაქმებელთა) ორგანიზაციების ეროვნული კონფედერაცია), აზერბაიჯანის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით აზერბაიჯან-საქართველოს ბიზნესფორუმი გამართა, ქალაქ ბაქოში.

ღონისძიების გენერალურ პარტნიორებს წარმოადგენდნენ-საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, აზერსუნი, აზერბაიჯანის სავაჭრო ინდუსტრიული პალატა, ჰუალინგ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, პრაიმ მარინი, ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონა.ხოლო პარტნიორები იყვნენ: გრინვილი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი, ჯეოსილქროუდი, რუსთავის აზოტი, აკუსტიკო.ღონისძიებას საქართველოდან 40 ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 100 კომპანია დაესწრო.

„ჯეოსილქროუდ“-ის დელეგაცია ბიზნესფორუმზე აღმასრულებელი დირექტორის, დავით ცირდავას ხლმძღვანელობით იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ოპტიმალური შესაძლებლობაა  ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობისა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირების, რასაც მუდმივად პროდუქტიულად იყენებს ჩვენი ჰოლდინგი.

ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას მონაწილე კომპანიებმა, სხვადასხვა სფეროებიდან, წარმოადგინეს პრეზენტაციები, ამასთან, საზოგადოებას მიმართეს სიტყვით, რა დროსაც აუდიტორიას საკუთარი საქმიანობა და სამომავლო ხედვები გააცნეს.  აღნიშნული მიზნით კომპანია „ჯესოილქროუდ“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოცულობითი და სხვადასხვა აქტუალურ თემებზე აქცენტირებული სიტყვა წარმოთქვა. ყურადღება გამახვილდა პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის უარყოფით ეკონომიკურ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

ასევე, მიმოიხილა მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევები, საქართველოს შესაძლებლობები და ამ ყველაფრის ფონზე „ჯეოსილქროუდ“-ის როლი.

„ჯეოსილქროუდ“-ის ძირითადი საქმიანობა მრავალფეროვანი საინვესტიციო პროექტების მოზიდვა და მისი განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მრავალპროფილური საკონსულტაციო მომსახურების გაწევაა; ჰოლდინგში შემავალი შვილობილი კომპანიები კი პარტნიორებს ერთი ფანჯრის პრინციპს – სასურველი მომსახურების ერთ სივრცეში მიღებას სთავაზობს.“ – აღნიშნა მან.

“ჯეოსილქროუდ”-ის აღმასრულებელი დირექტორის, დავით ცირდავას სიტყვით გამოსვლა

დავით ცირდავამ აზერბაიჯანელ ბიზნესპარტნიორებს  ჰოლდინგის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გააცნო და მზაობა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანი და საინტერესო შეთავაზება წარედგინათ აზერბაიჯანის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რაც გულისხმობს „ჯეოისილქროუდ“-თან და გალფის ქვეყნების საინვესტიციო ფონდებთან ერთად თანაინვესტირების სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მათ შორის აზერბაიჯანშიც.

 ამასთან ერთად, აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია  „ჯეოსილქროუდ“-ის მიერ განხორციელებულ, წარმატებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე ხაზი გაესვა ჰოლდინგის  მიერ ინიცირებულ სოციალურ პროექტებს, რომელთა მიზანიც ახალგაზრდებისა და კულტურული მიმართულებების გაძლიერებაა.

 ბიზნესფორუმი მრავალმხრივ წარმატებული შედეგებით დასრულდა. საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთანამშრომლობის არაერთი ასპექტი გამოიკვეთა და ფორუმის მონაწილეებთან  სამომავლო, მყარი ბიზნესპარტნიორობის იმედი გამოითქვა.