ენერგიის განახლებადი წყაროები და მათი მნიშვნელობა

Date

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, რომელიც შეუქცევადი პროცესია, იზრდება ენერგიაზე მოთხოვნაც. წლიდან წლამდე უმჯობესდება ცხოვრების დონე, მეცნიერება ტექნოლოგიური განვითარების ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს, ციფრული ინდუსტრია დღითიდღე უფრო და უფრო ვითარდება, აღნიშნული გარემო-ფაქტორებიდან გამომდინარე,  თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება დამოკიდებულია ენერგიის დიდი რაოდენობით გამოყენებაზე.  დღეს მსოფლიოში არაერთი კონფერენცია იმართება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების თემაზე. წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან ენერგიის განახლებადი წყაროების პოპულარიზებაზე, რაც გულისხმობს მისი მნიშვნელობისა და დანერგვის აუცილებლობის წარმოჩენას. ვინაიდან დედამიწის ბუნებრივი რესურსი ამოწურვადია, დღის წესრიგში დადგა ალტერნატიული გზების გამოყენების საჭიროება, ისე რომ ბუნებას ნაკლები ზიანი მაიდგეს და ამავე დროს, მსოფლიოს მოსახლეობის მოთხოვნა, ენერგიის სტაბილურად დააკმაყოფილოს.

განახლებადი ენერგიის რამდენიმე სახეობა არსებობს:

წყლის ენერგია;

ტალღების ენერგია;

მზის ენერგია;

ქარის ენერგია;

გეოთერმული ენერგია;

ბიომასის ენერგია.

განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესი და თემის აქტუალურობა განპირობებულია საკითხის მასშტაბურობით. იგი არ არის ცალკეული ქვეყნის პრობლემა, თემა გლობალური და ყოვლისმომცველია. ეკონომიკური, პოლიტიკური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორები მთელ მსოფლიოს ერთი კონსესუსის გარშემო აერთიანებს – ბუნებრივ რესურსებს გაფრთხილება სჭირდება.

საქართველო თავისი ენერგო პოლიტიკით პასუხობს მსოფლიო გამოწვევებს და ეტაპობრივად იწყებს ენერგიის განახლებადი წყაროების  დანერგვას. გასულ კვირას გორში გაიმართა პრეზენტაცია სახელწოდებით „USAID-ის ენერგიტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“. პროექტი ხუთწლიანია და 15.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა. პროგრამა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით იწყება და  მიზნად ისახავს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის  ხელშეწყობას. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის აუცილებელია საკუთარი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება – ეს არის ჰიდროსადგურები, ქარისა და მზის სადგურები, ასევე, განახლებადი ენერგიის სხვა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის.

რედაქტორის ბლოგი

წყარო:   https://www.nrdc.org/

http://www.economy.ge/