თებერვალში ტურისტების რაოდენობა 282%-ით გაიზარდა

Date

თებერვალში საქართველოს საზღვარი 166 ათასმა საერთაშორისო მოგზაურმა გადმოკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 294%-ით მეტია, თუმცა 2020 წლის თებერვალთან შედარებით 65%-ით ნაკლებია. საერთაშორისო მოგზაურებში, ტურისტების რაოდენობამ (ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში 24 სთ-ზე მეტი ხნით დარჩნენ) 137 ათასს მიაღწია, რაც თავის მხრივ 2021 წლის თებერვალთან შედარებით 282%-იან მატებას, 2020 წლის თებერვალთან შედარებით კი 48%-იან კლებას აღნიშნავს.ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ავრცელებს.

თებერვალში ყველაზე მეტი 29 600 ვიზიტორი საქართველოს თურქეთიდან ეწვია, მატებამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85% შეადგინა. 614%-იანი ზრდის შემდეგ რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ 20 900-ს მიაღწია. 2020 წლის თებერვალში რუსეთი ვიზიტორების რაოდენობის მხრივ მე-4 ადგილზე იყო, 2021 წლის თებერვალში მე-5-ზე, წელს კი მე-2 ადგილზე გადმოინაცვლა.

79 ათასმა ვიზიტორმა საზღვარი სახმელეთო გზით გადმოკვეთა, 72 ათასმა საჰაერო გზით, 559 რკინიგზით და 414 ზღვით.

55 ათასი ადამიანი საქართველოში თბილისის აეროპორტიდან შემოვიდა, 24 ათასი სარფიდან, 19 ათასი ლარსიდან, 14 ათასი სადახლოდან, 9800 ქუთაისის აეროპორტიდან, 9000 წითელი ხიდიდან და 7543 ბათუმის აეროპორტიდან. ბათუმის აეროპორტი ერთადერთია, საიდანაც ვიზიტორების შემომსვლელთა რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა, ჩამორჩენა უმნიშვნელო, მხოლოდ 0.6%-ა.

წყარო: https://commersant.ge/ge/, 2022-03-11 13:00:11

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin