რას მოუტანს სამყაროს ეკოინოვაციების დანერგვა?

Date

იმისთვის, რომ  სახელმწიფო დონის ორი საკითხი, ძლიერი ეკონომიკა და ჯანსაღი გარემო, ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი არ იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს  კონცეფცია, რაც ეკოინოვაციურ მიდგომებში გამოიხატება.

მრეწველობის სრწაფი ტემეპებით ზრდამ გარემოს შესამჩნევი ზიანი მიაყენა, მაგალითად, კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების ცვლილებები. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასარიდებლად საჭირო გახდა ზომების დროულად მიღება. ეკოინოვაცია კი მნიშვნელოვანი სამოქმედო სტრატეგიაა აღნიშნულ კონტექსტში.

რას მოიცავს ეკოინოვაცია და რა გავლენას მოახდენს, როგორც ბიზნესზე, ასევე გარემოზე?

როგორც თავში აღვნიშნე, მსოფლიო გლობალური გამოწვევების წინაშე დგას, რაც  ყველას და ყველა სექტორს ერთნაირად ეხება. გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილებაში კი პასუხისმგებლობის გადანაწილებაც შესაბამისია, ამიტომ საგულისხმოა ერთულოვანი დამოკიდებულება  სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორის მხრიდან.

ევროკავშირი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად თანამშრომლობით, ახორციელებს პროგრამას „ევროკავშირი გარემოსთვის“  (EU4Environment), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია ძირითადი რეკომენდაციები და ცირკულარული ეკონომიკის წასახლაისაბლად საჭირო ხედვები.

ეკოინოვაცია კომპანიებს/ბიზნესს სთავაზობს ახალი ბიზნესმოდელის შექმნას, რომელიც მიმართული იქნება, როგორც მათი საქმიანობის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობიკსენ, ასევე გლობალური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრისკენ, მაგალითად, ცხოვრების დონის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

ეკოინოვაციაა ყველა ის იდეა, წამოწყება თუ პროექტი, რომელიც ემსახურება ბუნებრივი რესურსების ნაკლებ გამოყენებას და ტექნოლოგიური პროგრესის მეშვეობით გარემოზე ზიანის მაქსიმალურ შემცირებას.

„ევროკავშირი გარემოსთვის პროგრამის“ (EU4Environment Programme) ფარგლებში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) აქტიურადაა ჩაბმული საქართველოში „მწვანე ეკონომიკის“ ინტეგრირების პროცესში.

UNEP-ის ევროპის ოფისის კლიმატის ცვლილებისა და რესურსების ეფექტიანობის რეგიონული კოორდინატორი, რი ცუცუმი ეკოინოვაციების მნიშვნელობის განმარტებისას ამბობს:

„ჩვენი პლანეტა დგას სამმაგი კრიზისის წინაშე – კლიმატის, ბუნებისა და გარემოს დაბინძურების კუთხით – თანაც გლობალური დათბობა 2030-2052 წლებში 1.5°C-ს მიაღწევს, ამასთან, სახეზეა ბუნების სწრაფი დეგრადაცია, დაბინძურება და ნარჩენების დაგროვება, რაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს მსოფლიოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა და მთავრობამ შეიმუშაონ უფრო მდგრადი პოლიტიკა და პრაქტიკა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც, რადგან რეგიონი ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი გლობალური ცხელი წერტილია, ამასთანავე ძალიან დაუცველია კლიმატის ცვლილების მიმართ“.

ეკოიინოვაციის პროგრამა სრულად მოიცავს იმ ციკლს და ჯაჭვურ ურთიერთქმედებას რაც საბოლოოდ ერთიან პროცესს ჩაუყრის საფუძველს,  კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

UNEP-ის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ღია კონკურსში შეირჩა რამდენიმე კომპანია, რომელმაც მზაობა გამოთქვა ეკოინოვაციების დანერგვის კუთხით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ასევე აქტიურადაა ჩართული საქართველოში ინკლუზიურ და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების ხელშეწყობაში.

წყარო: https://www.eu4environment.org/ka/, https://www.ebrd.com/georgia.html

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin