როგორ ვაქციოთ იდეა ბიზნესად

Date

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, როდესაც კომპეტენცია და გამოცდილება გვიგროვდება,  საკუთარი ბიზნესის შექმნის სურვილი კიდევ უფრო მომხიბვლელ მოსაზრებად გვეჩვენება. დროთა განმავლობაში დაგროვებული ცოდნა, უნარ-ჩვევები და მიღებული სამსახურეობრივი პრაქტიკა, გვსურს, საკუთარი კეთილდღეობისკენ მივმართოთ და  ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოვახმაროთ. აღნიშნული საზრისი ბუნებრივი და რაციონალურია.  მით უფრო, როდესაც თვალს გადავავლებთ საკუთარი ბიზნესის უპირატესობებს. მოკლედ, მიზნებიც და მოლოდინებიც შთამბეჭდავად ჟღერს, თუმცა დგება მომენტი, როდესაც ჩვენს ბიზნესსაქმიანობას უნდა მივცეთ  მიმართულება და შევიმუშავოთ გეგმა.  იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესი თავშივე მარცხისთვის არ იყოს განწირული, რამდენიმე ოქროს რჩევა უნდა გავითვალისწინოთ.

  • თანამედროვე სამყაროს პირობებში, ბიზნესში კონკურენცია გამალებული ტემპით იზრდება. ამიტომ ბიზნესსაქმიანობის იმ სფეროში დაწყება, რომელშიც უკვე ბევრი კომპანია, საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს, რთული და სარისკოა. ვინაიდან ანალოგიური წარმოების შეთავაზებით თქვენთვის ბაზარზე ადგილი აღარაა, რადგან უკვე არსებობს ბიზნესსეგმენტი, რომელიც მომხმარებელთა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
  • აქ უნდა გაითვალისწინოთ ერთი გარემოება, შესაძლებელია, პროდუქცია არ იყოს ახალი, თუმცა ინოვაციური შტრიხით თქვენს წარმოებას უნიკალურობა შესძინოთ. ამ ნაბიჯით თქვენ მოიპოვებთ კონკურენტულ უპირატესობას იმ ბაზარზე, რომელზეც ბევრი ფირმა თქვენთვის საქმიანი მეტოქეა. მაშასადამე, ბიზნეს იდეას ან ვეძებთ იქ, სადაც სხვები ვერ ხედავენ და ადგილობრივი ბაზრისთვის ვქმნით ახალ პროდუქტს, ან არსებულს ვასხვაფერებთი იმდენად, რომ შეიძინოს სიახლის ელფერი.
  • გამორჩეული და პერსპექტიული ბიზნესიდეა საინტერესოა ნებისმიერი ინვესტორისთვის. თუკი თქვენ სარწმუნო გეგმას შეადგენთ, რომელსაც წარმატების ცხადი მოლოდინი გააჩნია, იგი არ დარჩება ყურადღების მიღმა და დაფინანსების მიღების შანსიც ერთიორად გაგეზრდებათ.
  • იდეის გენერირებისა და ფინანსური წყაროს მოპოვების  შემდეგ დგება დრო პრაქტიკული მოქმედების. ამ ფაზაში დაგჭირდებათ ადამიანური რესურსი, რომელიც თქვენი ბიზნესსაქმიანობის წარმატების ღერძად უნდა აქციოთ. პროფესიონალი კადრებისგან შემდგარი მონოლითური გუნდი, ჩათვალეთ, რომ დიდ წარმატებას მოგიტანთ.
  • წარმოების დაწყებიდან მოყოლებული, მუდმივად თვალი ადევნეთ მომხმარებლის რეფლექსებს, დააკვირდით გაყიდვების სტატისტიკას, როდის მატულობს და როდის იკლებს, ეს მონაცემები დააკავშირეთ თქვენს სამოქმედო გადაწყვეტილებებთან. არ დაგავიწყდეთ, რომ პროდუქტს მომხმარებლისთვის ქმნით, ამიტომ ამოსავალი წერტილი სწორედ მათგან წამოსული მოთხოვნებია.
  • თავი აარიდეთ ზედმეტ ხარჯებს, ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპამდე, სანამ თქვენი ბიზნესი სტაბილურად მდგრადი არ გახდება. ამიტომ არამიზნობრივად ფინანსების მიმართვას მაქსიმალურად მოერიდეთ.

წარმატებული ბიზნესის მზა ფორმულა არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია თანმიმდევრული ვიყოთ იმ ეტაპებთან და რჩევებთან, რაც ზოგადი პრაქტიკით დაგროვდა ბიზნესსფეროში.

რედაქტორის ბლოგი

წყარო:https://www.entrepreneur.com/ https://businesstown.com/