ღია ბანკინგის მნიშვნელობა და საქართველოში დანერგვა

Date

ღია ბანკინგი თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებზე მორგებული ახალი ტექნოლოგიაა. დღითიდღე მზრდადია დისტანციური არხებით სარგებლობის მაჩვენებელი, რომელიც ყველა სფეროში ფიქსირდება, ამიტომ საბანკო სექტორზეც ჩნდება მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად  გაამარტივოს დისტანციური მომსახურება და მეტად პრაქტიკული გახადოს მომხმარებლისთვის ფინანსური სახსრების მართვის შესაძლებლობა. ღია ბანკინგის იდეა გულსიხმობს, ერთი მობაილ ბანკის მეშვეობით სხვადასხვა ბანკების ინფორმაციის გაზიარებას, მასზე ხელმისაწვდომობას, ყველა პროდუქტის ნახვას, რაც თავისთავად მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთმანეთს შეადაროს პირობები და შემოთავაზებები. აღნიშნული პლატფორმა ფინანსურ ინსტიტუტებს კონკურენტულ გარემოში აყენებს, რაც ლოგიკურად სერვისების გაუმჯობესებაზე უნდა აისახოს. მათი მიზანი იქნება, მომხმარებლების საჭიროებების გამოვლენა და საუკეთესო ვარიანტის შეთავაზება.

ქვეყნებში, სადაც სისტემა უკვე ადაპტირებულია და წარმატებითაც გამოიყენება, შეინიშნება ფინანსური ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიების წინსვლა/განვითარება. ის სწორედ ერთ-ერთი რგოლია ღია ბანკინგის მოქმედების პროცესში. ახლად დანერგილ სისტემაში კი ძირითადი სამი მხარე მონაწილეობს:

  1. მომხმარებელი
  2. ფინანსური ორგანიზაცია
  3. პროვაიდერი, დამატებითი მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც შესაძლოა იყოს კომერციული ბანკი ან ფინტექკომპანია.

ზემოხსენებული სამი მხარე ერთმანეთთან შემდეგი თანმიმდევრობით თანამშრომლობს: ფინანსური ორგანიზაციები მომხმარებლის ფინანსური პროდუქტების შესახებ ინფორმაციას მომხმარებლის ნებართვით გადასცემენ პროვაიდერებს, ისინი კი ამ ინფორმაციას გააერთიანებენ და მიაწვდიან მომხმარებელს.

ღია ბანკინგის ეფექტურობა მის მოქნილ სისტემაში ვლინდება. მაგალითად, სერვისების გაერთიანების შესაძლებლობა გულისხმობს იმას, რომ თუკი ერთდროულად რამდენიმე ბანკის სერვისით სარგებლობთ, ყველაფერს ერთ ციფრულ არხში მოუყაროთ თავი – საჭიროებისამებრ, ერთ ბანკს მიაწოდოთ მეორე ბანკიდან ამონაწერი ან თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, რაც შეამცირებს მომსახურების მიღების დროს.

ღია ბანკინგის სისტემის სტანდარტები, უსაფრთხოება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით რეგულირდება. საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიის დასანერგად კანონმდებლობაში ცვლილებები უკვე დაწყებულია. ამ ცვლილებების საფუძველზე კომერციულ ბანკებს ევალებათ გარკვეული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ პროვაიდერებისთვის. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთლიანი პროცესის წარმატებისთვის. თავდაპირველად, მომხმარებელს ინფორმაციაზე წვდომა ექნება, ეტაპობრივად კი ის უკვე ანგარიშებისა თუ სესხების კონტროლსაც შესძლებს.

რედაქტორის ბლოგი

წყარო: https://bm.ge/

https://www.investopedia.com/   http://www.association.ge/