შრომის ბაზარი და არსებული პრობლემები

Date

საქართველოში დასაქმების პრობლემა სიმწავევს არც დღესდღეობით კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის ნაკლებობა არაა,  მოსახლეობის შრომითი ინტეგრაცია  მაინც გადაუჭრელ საკითხად რჩება. რა არის შრომის ბაზარი და სამუშაო ძალა, რა თავისებურებებია აღნიშნული მიმართულებით და სად იკვეთება მთავარი პრობლემები?

შრომის ბაზარი ეკონომიკის რთული და ამავე დროს მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი უზრუნველყოფს მოთხოვნა-მიწოდების კანონის საფუძველზე სამუშაო ძალის კვლავწარმოებას, განაწილებასა და გამოყენებას. შრომითი ურთიერთობების ფარგლებში ხდება  დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ერთმანეთის პირისპირ შეხვედრა, რა დროსაც სამუშაო ძალის წარმომადგენელი დამსაქმებელს სთავაზობს შრომით მომსახურებას გარკვეული ანაზღაურების საფასურად. მაშასადამე, პირი, რომელმაც დააგროვა გარკვეული ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები, შემოსავლის მიღების მიზანით, ახლა შრმოის ბაზარზე ჰყიდის მას. ესეიგი, შრომის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ობიექტია განსაზღვრული უნარ- ჩვევები და შესაძლებლობები, სამუშაო ძალა.

ფართო გაგებით კი, შრომის ბაზარი კომპლექსური სისტემაა, რომელსაც შემადგენელი სუბიექტები განსაზღვრავენ, მათ შორისაა: დამსაქმებელი, რომელიც შეიძლება  იყოს სახელმწიფო ან კერძო სექტორი, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი და ა.შ. დასაქმებულები– ადამიანები, რომელთათვისაც  ხელფასი სტაბილური და მთავარი შემოსავლის წყაროა, უმუშევრები– პირები , რომელთაც დროის რაღაც მონაკვეთში არ აქვთ სამუშაო, თუმცა აქტიურად არიან ჩართულნი სამსახურის ძებნაში. სახელმწიფო– რომელიც ჩართულია სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში, მოსახლეობის პროდუქტიულ დასაქმებასა და შემოსავლის გენერირების შესაძლებლობების გაზრდაში. ის აგრეთვე პასუხისმგებელი და უფლებამოსილა დაიცვას მოსახლეობის შრომითი უფლებები და ინეტერესები.

ამდენად, შრომის ბაზარი რთული სტრუქტურურლი სისტემაა, რომელსაც სწორი პოლიტიკა სჭირდება.  ამიტომ მთავრობამ შეიმუშავა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ეროვნული სტარტეგია (2019-2023 წწ). დოკუმენტში გაწერილია სისტემური და სტრატეგიული რეფორმები/ღონისძიებები. ერთ-ერთ მთავარ ადგილს კი შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შროსი არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრაა. შეუსაბამობის, რომელიც  გულსიხმობს მოთხოვნად პროფესიებზე კადრების ნაკლებობას, ასევე საჭირო კვალიფიკაციის არქონას. ამ მიზნით მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა პროფესიული კოლეჯებისა და გადამზადების ცენტრების პოპულარიზაცია. რაც თავისთავად მხარდამჭერი ნაბიჯია ბიზნესის კეთების უნარების გაზრდისთვის და შემოსული ინვესტიციების სამუშაო ადგილებად გარდაქმნისთვის.

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ შრომის ბაზარზე არაერთი მწვავე პრობლემაა, რომელსაც გადასაჭრელად ერთიანი და გონივრული ხედვა სჭირდება. ფაქტია, ასევე ისიც, რომ საქართველოში უმუშევართა თითქმის 1/3 უმაღლესი განათლება აქვს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ უმაღლესი განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. უმთავრესი პრობლემაა ასევე, სამუშაო ძალის მოთხოვნა–მიწოდებას შორის არსებული სტრუქტურული და ხარისხობრივი დისბალანსი. რიგ სპეციალობებზე გადაჭარბებული მოთხოვნაა, ზოგი სპეციალობა კი საერთოდ უგულებელყოფილია, რაც შემდგომ იწვევს კადრის დეფიციტს შრომის ბაზარზე.

გამოყენებული ლიტერატურა: https://forbes.ge/blogs/, file:///C:/Users/User/Downloads/matsne-4761408-0%20(1).pdf

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin