ბიტკოინი-მომავლის ვალუტა?

Date

ფული, როგორც ანგარიშსწორების საშუალება უკვე საუკუნეებია რაც არსებობს. მისი ჩასახვა და განვითარება კი დროსთან ერთად, ეტაპობრივად მოხდა. ჯერ კიდევ უხსოვარ დროში კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო ვაჭრობისთვის ისეთი საზომი ერთეულის მოფიქრება, რომელიც იქნებოდა უნივერსალური და ყველაფერზე გადაიცვლებოდა. რაც პროდუქციის ზუსტ ღირებულებაში ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას გააჩენდა. ამ იდეის კვალდაკვალ ჩამოყალიბდა საყოველთაო ეკვივალენტის ერთეულის იდეა. ადამიანთა შორის ვაჭრობის ერთეული სხვადასხვა დროს სხვადასხვა საშუალება იყო, მაგალითად, ხორბალი, საქონელი,  ოქროს მონეტები, ბანკნოტები და სხვ.  დღესდღეობით, აღნიშნულ ჩამონათვალს ახალი, რევოლუციური ერთეული შეემატა და ეს ელექტრონული ფული-კრიპტოვალუტაა. ვალუტა, რომელის ღირებულებაც საფონდო ბირჟაზე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

კრიპტოვალუტის ისტორია 2008 წლიდან იწყება, ამ დროიდან ჩნდება პირველი  ციფრული ფული- ბიტკოინი.  ამ ინოვაციის ავტორი ანონიმური პროგრამისტი „სატოში ნაკამოტოა“, რომელმაც  შეიმუშავა და  მიმოქცევაში გაუშვა ბიტკოინის პროტოკოლი. სტანდარტული ვალუტებისგან განსხვავებით კრიპტო ვალუტა ხელშესახები არაა, ის  წარომიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. ციფრული აქტივის შექმნისთვის დიდი ტექნოლოგიური და მათემატიკური პროცესები ხორციელდება,  რეალურად საქმე გვაქვს რთულ სისტემურ სქემასთან.  ბიტკოინის შექმნის  პროცესს მაინინგის სახელით მოიხსენიებენ, მაინერებს კი უშუალოდ პროცესის მონაწილეებს უწოდებენ.

რა უპირატესობები აქვს ელექტრონულ ფულს ტრადიციულ ვალუტასთან მიმართებით?

სწორედ ეს კითხვა ჩნდება ციფრულ აქტივთან დაკავშირებით. შეუძლია თუ არა დამატებითი სარგებლის მოტანა  ადამიანისთვის და ზოგადად, სცვლის  თუ არა რამეს ფულის მიმოქცევის საკითხში.

თემა მიმოვიხილოთ რამდენიმე მაგალითის საფუძველზე.

  • ბიტკოინის ქსელი დეცენტრალიზებულია, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს მისი მაკონტროლირებელი ცენტრალური ორგანო, რომელსაც შეუძლია ჩაერიოს კრიპტოვალუტის პოლიტიკაში. იგი დამოუკიდებელი საფინანსო მოდელია.
  • ქსელში ჩართვა და ელექტრონული ფულის გამომუშავების დაწყება ძალიან მარტივია, ბიტკოინის მისამართის შექმნა სულ რამდენიმე წუთში, ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშეა შესაძლებელი.
  • ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, ტრანზაქციების გახროციელების მარტივი და კომფორტული სისტემაა. რაც მოიაზრებს უმოკლეს დროში ფულადი გზავნილის შესრულებას, ძალიან მცირე საკომისიოს გადასახადით.

ბიტკოინს „მომავლის ფულიც“ შეარქვეს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უწინასწარმატეყველებენ ექსპერტები. დღესდღეობით, უამრავი ადამიანია ჩართული კრიპტოვალუტის გამომუშავებაში, რაც განპირობბეულია მისი მაღალი კურსით საფონდო ბირჟებზე.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კრიპტოვალუტას არ აქვს საერთაშორისო დონის აღიარება და ზოგი ქვეყანა უარს ამბობს აღნიშნული ფულის მიმოქცევაზე, ვალუტის კურსი არასტაბილურია.

რაც შეეხება ციფრული ფულის გამომუშავებას, სისტემა სრულად დამოკიდებულია ელექტრო ენერგიაზე, რაც ზრდის მოთხოვნას აღნიშნულ სექტორზე. დიდი სახელმწიფოებისთვის  ეს პრობლემა არ არის, თუმცა ბევრ ქვეყანას მოუწია ე.წ. მეინინგის საქმიანობის შეჩერება, ხსენებული მიზეზის საფუძველზე.

რთულია იმის პროგნოზი, თუ რამდენად შესძლებს ელექტორნული ფული ტრადიციული ვალუტის მსგავსად ლეგალურ მიმოქცევას, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კანონმდებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია დაიხვეწოს და დარეგულირდეს.

რედაქტორის ბლოგი

წყარო: https://time.com/, https://www.investopedia.com/