როდის ხდება ინფლაცია უკიდურესად საშიში

Date

ინფლაცია გასული საუკუნის 20-30-იანი წლებიდან მსოფლიო ეკონომიკის პრობლემად იქცა, ბევრი ქვეყანისთვის კი ქრონიკულ თავსატეხადაც. რა არის ინფლაცია და რომელი ფაზაა ეკონომიკისთვის უკიდურესად საშიში?

თავდაპირველად დავიწყოთ დეფინიციის ახსნით. ინფლაცია გულისხმობს ფულის მყიდველუნარიანობის შესუსტებას, რაც ნიშნავს ფულის გაუფასურებას.  პრაქტიკულ და ყველასთვის გასაგები მაგალითით რომ ავხსნათ, თუკი გუშინ 20 ლარში ვყიდულობდით გარკვეული ჩამონათვალი პროდუქტის კალათს, დღეს იმავე პროდუქტებით შედგენელ კალათს 23 ლარი სჭირდება.  გამოდის, რომ ფულის მყიდველუნარიანობამ იკლო, იგივე თანხაში ვეღარ ვყიდულობთ იმავე პროდუქტს. სწორედ ამიტომ ინფლაციის ნეგატიური გავლენა ყველაზე თვალსაჩინოდ და ხელშესახებად სოციალურ სფეროშო ვლინდება. ზოგადი შეფასებით კი ინფლაცია მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ძირითადი მახასიათბელია, მის მიერ გამოწვეული შედეგები კი  ეკონომიკისთვის სავალალო და მძიმეა.

სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში ინფლაციის უარყოფითი შედეგები გამოიხატება შემოსავლებისა და დანაზოგების გაუფასურებით, სამომხმარებლო პროდუქტებზე მნიშვნელოვანი ფასების ზრდით და ასე შემდეგ.

რა იწვევს ასეთ რყევებს ეკონომიკაში? რა განაპირობებს ინფლაციის არსებობას?

ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხიც ამოსავალი წერტილია ასეთი საყოველთაო მნიშვნელობის პრობლემის ამოსახსნელად.

ინფლაციის გამომწვევი და მაპროვოცირებელი მიზეზები შემდეგია: სახელმწიფო შემოსავლებსა და ხარჯებში დისპროპორციულობა, ეკონომიკის მილიტარიზაცია, თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის არარსებობა, იმპორტირებული  ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინი.

ინფლაციას აქვს რამდენიმე ქვეტიპი, სახეობა, რომელიც განსხვავდება ფასების ზრდის ტემპით, ესენია: მცოცავი, გლობალური და ჰიპერინფლაცია.

მათგან ყველაზე საშიში ჰიპერინფლაციის ფაზაა, როდესაც ფასები კოლოსალური ტემპით იზრდება, ბაზარზე კი სუფევს არასტაბილურობა, რა დროსაც მოვლენების პროგნოზირება შეუძლებელი ხდება. მიღებული ნეგატიური მოვლენები კი ყველაზე მეტად საზოგადოების საშუალო, ღარიბ და ფიქსირებული შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე აისახება. შესამჩნევად ეცემა მათი ცხოვრების ხარისხი და ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე.

როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი ეკონომიკისთვის საფრთხისმცველია ,დგება ანტიინფლაციური პოლიტიკის შემუშავების საჭიროება, რომელსაც მთავრობა და ეროვნული ბანკი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებებით  ახორციელებს.

რედაქტორის ბლოგი

წყარო: https://nbg.gov.ge/page/, https://www.investopedia.com/, https://www.financialexpress.com/