საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 568 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 4.3-ჯერ მეტია 2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემებზე. 568 მლნ დოლარიდან 318 – რეინვესტირებული მოგებაა.
ყველაზე მეტი ინვესტიცია ესპანეთიდან შემოვიდა – 196 მლნ დოლარი, რაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ესპანური კომპანიის მიერ შესყიდვით არის განპირობებული. მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 87 მლნ დოლარით, მესამეზე კი თურქეთი 67 მლნ დოლარით.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკაში შემოვიდა, რადგან GWP-ში განხორციელებული ინვესტიცია სტატისტიკურად ენერგეტიკაში ხვდება. მეორე ადგილზე საფინანსო სექტორია 111 მლნ დოლარით, მესამეზე კი უძრავი ქონებაა 81 მლნ დოლარით.