ფეროშენადნობი მასალები

პროექტის პროფილი:

საინვესტიციო პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა აღდგეს და ხელახლა დაიწყოს ფეროშენადნობი პროდუქტების წარმოება საქართველოში. საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი უკანასკნელი საწარმო ჯერაც სამუშაო მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილ სამრეწველო ცენტრ ზესტაფონში. საწარმოს სჭირდება მცირე დაფინანსება კაპიტალური რემონტის ჩასატარებლად. ამ მასალებზე მოთხოვნა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში არაერთი სხვადასხვა ზომის ქარხანა არსებობს, რომლებიც საჭიროებენ აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას. საწარმო ფლობს მოპოვების ლიცენზიებს ორი ქარხნისთვის. ასევე, ქარხანას შეუძლია აწარმოოს პორტლანდ ცემენტი და სხვა სამშენებლო მასალები: აგური და სახურავის ფილები. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებს ცნობილ ტრადიციულ ქართულ ქვევრს საექსპორტო მიზნებისთვის.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 600,000 აშშ დოლარია, 5 წლიანი IRR 200%-ით.

ფეროშენადნობი პროდუქტების მსოფლიო ბაზარი:

მოცულობა (2015 წლისთვის): 30 მილიარდი აშშ დოლარი;

წლიური ზრდის ტემპი (2015 წლისთვის): 5%;

2014 წლის იმპორტის ღირებულება მთელს რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი და თურქეთი): 250 მილიონი აშშ დოლარი;

2014 წლის ადგილობრივი ბაზრის მოცულობა: 18 მილიონი აშშ დოლარი;

საქართველოს უპირატესობები:

  • გამოცდილი პერსონალის მქონე უნიკალური ქარხანა;
  • გადასახადებისგან თავისუფალი ექსპორტი ევროკავშირში, აშშ-ში, დსთ-ში და სხვა რეგიონებში, რომელთა მოსახლეობა 2 მილიარდია;
  • არსებული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია;
  • იაფი რესურსი  (შრომა, ელექტროენერგია, წყალი);
  • ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა: ადვილად ხელმისაწვდომი ევროპული და აზიის ბაზრები ფოთისა და ბათუმის შავი ზღვის პორტების მეშვეობით;

პროექტის აღწერა:

ქარხნის ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველო;

წარმოების შეყვანა: 80% ადგილობრივი ნედლეული;

ადგილობრივი პარტნიორი: შპს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა;

ბიზნეს საქმიანობა: ცეცხლგამძლე აგური და ფხვნილები, სამშენებლო აგური, სახურავის ფილები, პორტლანდ ცემენტი;

წლიური მოცულობა: 15,000 ტონა კომბინირებული;

ფინანსური მაჩვენებლები:

გასაყიდი ფასი: 240 აშშ დოლარი ტონაზე;

კონკურენტის ფასი: 1,000 აშშ დოლარი;

მთლიანი ინვესტიცია: 600,000 აშშ დოლარი;

მოსალოდნელი შემოსავალი წელიწადში: 3,500,000 აშშ დოლარი

EBITDA: 1,500,000 აშშ დოლარი;

5 წელი IRR: 200%;

სამთავრობო რესურსები:

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შემდეგ ფინანსურ ინიციატივებს:

  • მიწის ნომინალური ფასი;
  • სესხის დაფინანსება / სესხის აღება “აწარმოე საქართველოში ინიციატივით” (qartuli.ge);
  • საპარტნიორო ფონდის საშუალებით კაპიტალის თანადაფინანსება (fund.ge);
  • ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მეშვეობით;