კალციტი

პროექტის პროფილი:

აღნიშნული პროექტი იზრუნებს კალციტის სამთო და გადამამუშავებელ საწარმოს გახსნაზე დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, სადაც მაღალი სიწმინდის კალციუმის კარბონატის უზარმაზარი კალციტური საბადოების ექსპლუატაციაა შესაძლებელი.

სამთო და გადამამუშავებელი საწარმოს წლიური მოცულობა იქნება 19,000 ტონა, რაც დააკმაყოფილებს ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე მზარდ მოთხოვნას, ისევე როგორც ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ექსპორტის მოთხოვნილებას. ამ პროექტისათვის საჭირო ინვესტიცია 4 მილიონი აშშ დოლარია, 15 წლიანი IRR 47% -ით.

მსოფლიო ბაზარი:

ბაზრის ზომა (2012): 15,66 მილიარდი აშშ დოლარი (86.5 მილიონი ტონა);

წლიური ზრდის ტემპი: 7%;

აზია წყნარი ოკეანე (2012): გლობალური ბაზრის 49% წილი;

ჩრდილოეთი ამერიკა (2012): გლობალური ბაზრის 20,7% წილი;

ევროპა (2012): გლობალური ბაზრის 23,7% წილი;

საქართველოს უპირატესობანი:

საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა, რასაც მოწმობს:

  • გადასახადებისგან თავისუფალი ექსპორტი ევროკავშირში, აშშ-ში, დსთ-ში და სხვა რეგიონებში, რომელთა მოსახლეობაც ჯამში 2 მილიარდია;
  • შესაფერისი ნედლეულის საბადოების ხელმისაწვდომობა;
  • მთავრობის პრიორიტეტული პროექტი;
  • იაფი რესურსი – მაგალითად, ელექტროენერგია, მუშახელი და წყალი;
  • ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა – ადვილად ხელმისაწვდომი ევროპული და აზიის ბაზრები, ფოთისა და ბათუმის შავი ზღვის პორტების მეშვეობით;
  • მაღალი ხარისხის დეპოზიტები;
  • მაღალი ბუნებრივი სიწმინდე;

პროექტის აღწერა:

კომპანიის ადგილმდებარეობა: ქუთაისი;

მიზნობრივი ბაზარი: ტერიტორიული ბაზარი და ექსპორტი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რუსეთში და ა.შ;

წლიური მოცულობა: 165,000 ტონა;

ფინანსური მაჩვენებლები:

მთლიანი ინვესტიცია: 28 მილიონი აშშ დოლარი;

მოსალოდნელი შემოსავალი წელიწადში: 21 მილიონი აშშ დოლარი;

EBITDA: 6.2 მილიონი აშშ დოლარი;

30 წელი IRR: 20%;

სამთავრობო რესურსები

საქართველოს მთავრობა გთავაზობთ შემდეგ ფინანსურ სტიმულს:

  • მიწის ნომინალური ფასი;
  • სესხის/იჯარის აღება ინიციატივის ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში” (www.qartuli.ge);
  • საპარტნიორო ფონდის საშუალებით კაპიტალის თანადაფინანსება (www.fund.ge);
  • ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მეშვეობით;

შეჯამება

რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის მხრიდან მაღალი სიწმინდის კალციუმის კარბონატის რეგიონალური მოთხოვნილება დიდია. გასათვალისწინებელია, რომ ლოჯისტიკური საკითხები (ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების ღირებულება) მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროდუქტის ფასის განსაზღვრისას. კონკურენტებისგან განსხვავებით, საქართველო ახლოსაა კავკასიის, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზართან, რაც მას აძლევს საშუალებას გახდეს კალციუმის კარბონატის იაფი მიმწოდებელი და კალციუმის კარბონატის მოწინავე მწარმოებელი.