მთარგმნელობითი მომსახურება


,,ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ის მიერ  მთარგმნელობითი მომსახურება 50-ზე მეტ ენაზე
კომპანია “ჯეოსილქროუდ”-ის ერთ-ერთი პროფილია.

მისი შვილობილი კომპანია   რომელიც აერთიანებს 500-მდე ქართველ და 800-მდე უცხოელ დიპლომირებულ/სერთიფიცირებულ თარჯიმანსა და კორექტორს. ,,ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი დამატებით გთავაზობთ სხვადასხვა ციფრულ მომსახურებასაც; ,,ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ის უპირატესობაა სხვადასხვა დარგში სპეციალიზებული თარჯიმნების მომსახურება, რაც ითვალისწინებს განსხვავებული თემატიკის დოკუმენტების თარგმნას შესაბამისი სფეროს პროფესიონალების მიერ. თითოეული ნათარგმნი დოკუმენტები გადის ხარისხის კონტროლს – მოწმდება კორექტორის მიერ.  

1. მთარგმნელობითი სერვისი

იურიდიული თარგმნა

„ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი გთავაზობთ მაღალხარისხიან იურიდიულ მთარგმნელობით მომსახურეობას.  საერთაშორისო კონტრაქტების და ხელშეკრულებების, უცხოური სამართლის, სასამართლო დოკუმენტაციისა და ნორმატიული აქტების თარგმნის სიზუსტე, იურიდიული ტერმინოლოგიის ღრმა ცოდნით განისაზღვრება. ყველა თარგმანი შესრულებული იქნება „ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ის მაღალკვალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

წერილობითი თარგმანი:

დოკუმენტების თარგმნა/დამოწმება

„ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი გთავაზობთ ყველა სახის დოკუმენტის მაღალხარისხიან თარგმნასა და ნოტარიული დამოწმება უმოკლეს ვადებში: მოწმობები, დიპლომები, დიპლომის დანართები,  სავიზიტო ბარათები, პასპორტები, იმუნიზაციის ბარათები, ქორწინებისა და განქორწინების მოწმობები, ნასამართლეობის შესახებ ცნობები, გარდაცვალების მოწმობების, ანდერძები, სახელმწიფო უწყებების დოკუმენტები და სხვა. „ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი გთავაზობთ პროფესიონალურ, სწრაფ და კონფიდენციალურ მთარგმნელობით მომსახურებას ყველა ენაზე. 

ტექნიკური თარგმნა

მაღალხარისხიანი ტექნიკური მთარგმნელობითი მომსახურეობა – ტექნიკური დოკუმენტაციის, სამეცნიერო სტატიების ან ტექნიკური მოწყობილობების ინსტრუქციების ზუსტი შინაარსობრივი თარგმანი. „ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი გთავაზობთ სხვადასხვა თემატიკის ტექნიკური ტექსტების პროფესიონალურ თარგმნას შემდეგი მიმართულებებით: საინფორმაციო ტექნოლოგიები, მანქანათმშენებლობა, მექანიკა, მეტალურგია, მშენებლობა, ავიაცია, ენერგეტიკა, ნავთობი, გეოლოგია, ელექტრონიკა, ფიზიკა, ქიმია და ა.შ. 

სამეცნიერო თარგმნა

მაღალხარისხიანი სამეცნიერო მთარგმნელობითი მომსახურეობის თავისებურებას აზრის სიზუსტე, ლაკონურობა და ობიექტურობა წარმოადგენს. დოკუკუმენტების ფუნქციაა ინფორმაციის მიწოდება და მისი მართებულობის დამტკიცება. სამეცნიერო ნაშრომის თარგმანი არა მხოლოდ ენის ცოდნას, არამედ ორიგინალის გააზრების უნარსაც მოითხოვს. მნიშვნელოვანია ინფორმაცია ითარგმნოს ადეკვატურად, უზუსტობების და აზრის დამახინჯების გარეშე. პროფესიონალი თარჯიმნების ჯგუფი მუშაობს ნებისმიერი ტიპისა და სირთულის სამეცნიერო ტექსტებზე.

სამედიცინო თარგმნა

მაღალხარისხიანი სამედიცინო მთარგმნელობითი მომსახურეობა. სამედიცინო თარგმანი უაღრესად სპეციალიზებული მიმართულებაა, უზუსტობამ შეიძლება არასწორი დიაგნოზი და ფატალური შედეგიც გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, „ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი გთავაზობთ საუკეთესო კვალიფიციურ კადრებს, რომლებსაც ზუსტი თარგმანისთვის საჭირო ამომწურავი ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ. 

ლიტერატურული თარგმნა

მაღალხარისხიანი ლიტერატურული მთარგმნელობითი მომსახურეობა. ამ ტიპის მიმართულებისათვის დამახასიათებელია იდიომების, ეპითეტების, მეტაფორების, ჰიპერბოლების, არქაიზმებისა და სხვა მხატვრული ხერხების გამოყენება. ასეთი ტიპის თარგმნა ერთგვარ ხელოვნებას წარმოადგენს. „ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი გთავაზობთ მხატვრული ტექსტებისა და მასალების პროფესიონალურ თარგმნას შემდეგი მიმართულებებით: მოთხრობები, რომანები, ნარკვევები, პუბლიცისტიკა, სტატიები, წიგნები, ბროშურები, მემუარები და სხვა.

საიტის თარგმნა

ბევრი ორგანიზაციისათვის ინტერნეტ-საიტი მის საიმიჯო სახესა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. იგი საუკეთესო საშუალებაა უცხოელი პარტნიორებისა და პოტენციური კლიენტების მოსაზიდად. საიტების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ენაზე დღესდღეობით უკვე აუცილებლობას წარმოდგენს. რაც უფრო მეტ ენაზე იქნება წარმოდგენილი კომპანიის გვერდი, მით უფრო იზრდება თქვენი პოტენციური მომხმარებლის რაოდენობა. მთარგმნელობითი სამუშაო მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მიერ უნდა იყოს შესრულებული, რათა მომხმარებელს თავისუფლად შეეძლოს მოწოდებული ინფორმაციის აღქმა. 

ზეპირი თარგმანი
სინქრონული თარგმნა

მაღალხარისხიანი სინქრონული მთარგმნელობითი მომსახურეობა. „ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ის კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალების გუნდი დაგეხმარებათ კონფერენციების, ტრენინგების, ფორუმების, საქმიანი შეხვედრების და სხვა ტიპის შეხვედრების სინქრონულ თარგმნაში დაგეხმარებათ. სინქრონული თარგმნა არის სერვისი, რომლის დროსაც თარჯიმანი ზედმიწევნით თარგმნის ტექსტს, თუმცა რიგ შემთხვევებში იყენებს ინტერპრეტირებას თარგმნის მეტი აღქმადობისათვის. ხშირად მთარგმნელს აქვს მხოლოდ რამდენიმე წამი იმისთვის, რომ გაიაზროს წინადადება, ხოლო შემდეგ მიაწოდოს აუდიტორიას მისთვის გასაგებ ენაზე, შესაბამისი ტერმინოლოგიით. სინქრონული თარგმნა მოითხოვს დიდ ენერგიასა და საჭირო კვალიფიკაციას.

თანმიმდევრული თარგმნა

მაღალხარისხიანი თანმიმდევრული მთარგმნელობითი მომსახურეობა. ამ ტიპის თარგმანის დროს მომხსენებელი ან შეხვედრის მონაწილე ყოველი წინადადების ბოლოს აკეთებს პაუზას და ამით საშუალებას აძლევს თარჯიმანს თარგმნოს მისი ნათქვამი.

ჟესტური თარგმანი

სურდო თარგმანი / ჟესტური თარგმანი 

კომპანია „ჯეოსილქ თრანსლეიშენს”-ი გთავაზობთ მაღალხარისხიან სურდო მთარგმნელობით (თარგმნას ჟესტების ენაზე) მომსახურებას. კომპანიის მიზანია თქვენი კონფერენციებისა და ღონისძიებების სრულყოფილი მომსახურება, რათა ყველა პირისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი და აღქმადი იყოს გადმოცემული ინფორმაცია.

2. რედაქტირება/კორექტირება

ნებისმიერი ტიპის ტექსტი შექმნის შემდეგ საჭიროების პროფესიონალი პროფესინალი რედაქტორისა და კორექტორის მიერ დამუშავებას, რაც გულისხმობს მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ, პუნქტუაციურ,  და სტილისტურ რედაქტირებას. შედეგად, ტექსტი ხდება გამართული და სრულყოფილი. „ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ის პროფესიონალ რედაქტორ/კორექტორთა ჯგუფი უზრუნველყოფს თქვენ მიერ მოწოდებული ტექსტების უმაღლესი სტანდარტებით შესწორებას;

3. ტექსტის აკრეფა

„ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვიდეო-აუდიო ჩანაწერებიდან, ხელნაწერებიდან ან ნებისმიერი სხვა სახის მასალიდან ტექსტის ელექტრონულ ფორმატში გადატანას; აღნიშნული სერვისი დაგეხმარებათ ელექტრონულ ფორმატში გადატანილი ტექსტი გამოიყენოთ თქვენი საჭიროებებისამებრ;

4. დაკაბადონება

„ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი გთავაზობთ ბეჭდური მასალების/ტექსტების ციფრულ დამუშავებასა და დასაბეჭდად მომზადებას. დაკაბადონება წიგნების, ჟურნალების, ბროშურებისა და სხვა ტიპის მატერიალების დაბეჭდვისთვის აუცილებელი წინაპირობაა; დაკაბადონების პროცესში დასაბეჭდი მატერიალის თითოეული გვერდი მუშავდება ზუსტად იმ სახით, როგორც გამოიყურება საბოლოო ნაბეჭდი დოკუმენტი.

5. სკანირება/გაციფრულება

„ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ნაბეჭდი სახის მასალებისა თუ დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში გადატანას. თანამედროვე სამყაროში მხოლოდ ნაბეჭდი დოკუმენტის არსებობა ხშირად შემაფერხებელი გარემოებაა. გაციფრულებული დოკუმენტები უფრო სწრაფსა და მოქნილს გახდის თქვენს სამუშაო პროცესს.

6. ქოფირაითინგი, ბლოგები და საპრეზენტაციო ტექსტების                               მომზადება

„ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი გთავაზობთ თქვენის ბიზნესისა ან საქმიანობის შესახებ ბლოგების, ჟურნალისტური და სარეკლამო ტიპის ტექსტების მომზადებას. თქვენი საქმიანობის შესახებ აუდიტორიასთან გამართული შინაარსით საუბარი წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

7. CV-ებისა და PowerPoint პრეზენტაციების აწყობა

„ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის საპრეზენტაციო მასალის შექმნას. თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანია საკუთარი იდეის ან საქმიანობის სწორად – პრეზენტაბელურად წარმოჩენა, რაც დამკვეთებს, ხელმძღვანელსა და კოლეგებს თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს სწორად აღქმაში დაეხმარება. „ჯეოსილქ თრანსლეიშენს“-ი ასევე დაგეხმარებათ თქვენი პირადი თუ კომერციული რეზიუმეს შედგენასა და სრულყოფაში.